საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

access_time2021-04-16 12:30:00

10 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო წარმატებულად დაბრუნდა ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზარზე და ქვეყნისთვის უპრეცენდენტოდ დაბალ ფასად შეძლო ევროობლიგაციის განთავსება. ინვესტორების მოთხოვნა 4-ჯერ აღემატებოდა ბონდის თანხას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათი მხრიდან ქართული ეკონომიკისადმი ნდობას.


სახელმწიფოს მხრიდან ევროობლიგაციის გამოშვება მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, ასევე, ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებიდან თანხის მოძიებას აპირებენ.


სახელმწიფო ევროობლიგაცია იქნება ამონაგების ორიენტირი სხვა ქართული არსებული და სამომავლო ფასიანი ქაღალდებისთვის. დაბალი ორიენტირი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სხვა ქართულ კომპანიებს უკეთეს ფასად განათავსონ ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო ბაზრებზე.



„ძალიან სასიხარულოა, რომ სახელმწოფომ ასეთი უპრეცედენტოდ კარგი პირობებით მოახდინა ევროობლიგაციების განთავსება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ინვესტორთა პოზიტიური განწყობა გამოიხატა პირველ რიგში გაზრდილ მოთხოვნაში და დაბალ საპროცენტო განაკვეთში, რომელიც ისტორიულად ყველაზე დაბალია რეგიონში. სამომავლოდ ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ქართულ კომპანიებს საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბირჟებზე ბონდების განთავსებაში,“ - განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.


ევროობლიგაციის მოცულობა 500 მლნ დოლარია, ვადა 5 წელი, კუპონი 2.75%, ამ მნიშვნელოვან გარიგებაში საერთაშორი ბანკებთან ერთად JP Morgan, Goldman Sachs, ICBC, ქართული საინვესტიციო ბანკებიც თიბისი კაპიტალი და Galt&Taggart მონაწილეობდნენ.


NS







სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5%–ით 10%–მდე გაზარდა

სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5%–ით 10%–მდე გაზარდა
access_time2021-08-04 12:22:42
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 4 აგვისტოს სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.0 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ–ის ცნობით, ბოლო პერიოდში ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და ივლისის თვის ფასების ზრდის მონაცემმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულს გადააჭარბა. საქართველოშიც ივლისის...

ლარი მცირედით გაუფასურდა

ლარი მცირედით გაუფასურდა
access_time2021-08-03 18:00:52
3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.06 თეთრით 3.1048-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსი 3.1065-ზე დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან, 0.13 თეთრით 3.69.19-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.86 თეთრით 4.3247-მდე, თურქულ ლირასთან 0.17 თეთრით 0.3729-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.55 თეთრით 4.2633-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.92 თეთრით 6.3566-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი უმნიშვნელო 0.01 თეთრით 1.8265-მდე...

თემურ ჭყონია: გახარიას ბიზნესწრეებში ცუდი რეპუტაცია არ ჰქონია

თემურ ჭყონია: გახარიას ბიზნესწრეებში ცუდი რეპუტაცია არ ჰქონია
access_time2021-08-04 12:00:55
თემურ ჭყონია „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიას მეტსახელის („ბოლი“. რედ.) გასაჯაროებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ გუნდის შიგნით რა ხდება არ იცის, ხოლო გარეთ - ბიზნესმენთა წრეში, გახარიას ცუდი რეპუტაცია არ ჰქონდა.   „ნორმალური ბიზნეს-ომბუდსმენი იყო, არ მახსენდება შემთხვევები, ვინმეს რამე შეპირებოდა და არ შეესრულებინა. შეიძლება იყო ასეთი ფაქტები, მაგრამ ჩემთვის უცნობია. როგორც წესი, ბიზნესომბუდსმენი ხელისუფლების მიერ ინიშნება, მაგრამ მისი...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-03 21:00:09
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ბიზნესმენების აზრი – იყო თუ არა გახარია „ბოლი“ პრემიერი? ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი: „ბიზნესს გიორგი გახარიამ ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა. ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენის პოსტზე, მას სექტორის სასარგებლად ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია“.   2. ინფლაცია 10–წლიან...

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს
access_time2021-08-03 16:00:25
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გარკვეული შეზღუდვების სასწრაფოდ დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უვლელად გთავაზობთ:   „სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...   შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია,...


მსგავსი სიახლეები

up