ქართული ცხვრის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქსტატიდან“ აცნობეს, გასული წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოდან $26 მილიონის ცოცხალი ცხვრის ექსპორტი განხორციელდა.
ქართული ცხვრის ძირითადი შემსყიდველი საუდის არაბეთი იყო, სადაც ექსპორტზე $18.1 მილიონის ღირებულების ცხვარი გავიდა. $7.3 მილიონის ცხვარი შეიძინა აზერბაიჯანმა. $1 მილიონის ექსპორტი განხორციელდა ქუვეიტში. ქართული ცხვრის იმპორტში $175 ათასი გადაიხადა არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა. გარდა ამისა, $112 ათასის ცხვარი შეიძინა ყატარმაც.
რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ სომხეთში $638 ათასის ცოცხალი ცხვარი იყიდა. შესაბამისად, $193 და $95 ათასი გადაიხადა საქართველომ ცხვრის იმპორტში ესპანეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან.
businessformula.ge