იოსებ არჩვაძე-2019 წელი საქართველომ  საგარეო ვაჭრობის რეკორდული ზრდით დაასრულა

იოსებ არჩვაძე-2019 წელი საქართველომ საგარეო ვაჭრობის რეკორდული ზრდით დაასრულა

access_time2020-01-14 12:12:04

საქართველომ 2019 წელი საგარეო ვაჭრობის რეკორდული ზრდითა და მატებით დაასრულა. - ქვეყნიდან განხორციელებულმა ექსპორტმა თითქმის 3.8 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 12.4 პროცენტით გაიზარდა. განსაკუთრებით ფორსირებულად გაიზარდა ექსპორტი წლის ბოლო ორ თვეში (ნოემბერ-დეკემბერში), როდესაც ზედიზედ, ერთი მეორეს მიყოლებით, ექსპორტის მოცულობის რეკორდული ნიშნული დაფიქსირდა, - განაცხადა ეკონომიკის პროფესორმა იოსებ არჩვაძემ თავის პოსტში, რომელიც მან სოციალურ ქსელში „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა.


ექსპორტის მოცულობამ მხოლოდ დეკემბერში 390.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა, 2018 წლის დეკემბერთან შედარებით 61.4 მლნ. აშშ დოლარით (18.7%-ით) მოიმატა. ამასთან, დეკემბრის მონაცემი 2019 წლის წინა, 11 თვის (იანვარ-ნოემბრის) საშუალო მაჩვენებელზე (307.4 მლნ. აშშ დოლარი) 83.0 მლნ. აშშ დოლარით (27.0%-ით) მეტი იყო.


ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, ექსპორტის ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემია იმპორტის რეცესიის ფონზე (იმპორტი შემცირდა 0.8%-ით), რომელმაც 9063.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მისი თქმით, ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი ერთ წელიწადში 4.9 პუნქტით გაუმჯობესდა და 2019 წელს 41.6 პროცენტს მიაღწია (2018 წ. – 36.7%). აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის წილი 2018 წლის 26.9 პროცენტიდან 2019 წელს 29.4 პროცენტამდე გაიზარდა.


იოსებ არჩვაძის განცხადებით, ექსპორტით იმპორტის მაჩვენებლის გაუმჯობესებამ შესაძლებლობა მოგვცა საგრძნობლად შემცირებულიყო სავაჭრო დეფიციტი - 489.0 მლნ. აშშ დოლარით (8.4%-ით - მშპ-ის თითქმის 3%-ით და იმაზე მეტად, რაც იყო საქართველოს მთლიანი ექსპორტი 2003 წელს). 2019 წელს საგარეო სავაჭრო დეფიციტმა 5291.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ნაცვლად წინა, 2018 წლის 5780.2 მლნ. აშშ დოლარისა.



„ექსპორტის თვალსაჩინო ზრდის, მთლიანად საგარეო სავაჭრო ბრუნვის სტრუქტურის გაუმჯობესებაში განმსაზღვრელი როლი ორმა ფაქტორმა განაპირობა: ჯერ ერთი, საქართველოს ეკონომიკის, მისი რეალური სექტორის საგრძნობი ზრდა (2019 წლის მშპ-ის წინასწარი შეფასებით, დაახლოებით 5.3-პროცენტიანი ზრდა, მათ შორის ნოემბერში ფაქტობრივად უკვე მიღწეული 6.4%-იანი ზრდა); მეორე, საქართველოს ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის დამსახურებით საქართველოს სატრანზიტო, რეგიონული ჰაბის ფუნქციის გაძლიერება. წლიდან წლამდე ეკონომიკურად სულ უფრო მიმზიდველი ხდება ჩვენი ქვეყანა როგორც ტრანზიტის, ისე რეექსპორტის განხორციელებისათვის,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.


„ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევა საქართველოს ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიცირებისათვის (ამ ასპექტით განსაკუთრებით გამოვყოფდი შეთანხმებას ევროკავშირთან ასოცირების თაობაზე და ხელშეკრულებას ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ) და ამით მიღებული პრეფერენციების გამოყენებისათვის, ქართული ბიზნესის საექსპორტო პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის, უკვე იძლევიან სასურველ შედეგს. განსაკუთრებით თვალსაჩინოა მიღწევები მაღალ გადახდისუნარიან, ტევად, თუმცა იმავდროულად საქონლის ხარისხისა და უსაფრთხოების მიმართ საკმაოდ პრეტენზიულ ევროკავშირის ბაზარზე, სადაც 2019 წელს ქართული პროდუქციის რეალიზაციამ რეკორდულ, თითქმის 0.9 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკას, მის რეალურ სექტორს აქვს საკმარისი პოტენციალი, რომ უზრუნველყოს ექსპორტის დაჩქარებული განვითარება, მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის ცნობადობის, კონკურენციისა და მასზე მოთხოვნის არსებითი ზრდა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up