საქართველოდან წელიწადში საშუალოდ 500 პაციენტი გადის, ხოლო სამკურნალოდ 10 000-ზე მეტი შემოდის - დავით სერგეენკო

საქართველოდან წელიწადში საშუალოდ 500 პაციენტი გადის, ხოლო სამკურნალოდ 10 000-ზე მეტი შემოდის - დავით სერგეენკო

access_time2020-10-02 16:30:51

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო „კომერსანტთან“ საუბრისას, საქართველოს ჯანდაცვის სექტორის პოტენციალს აფასებს და აცხადებს, რომ რიგ მიმართულებებზე საქართველო ევროპული ხარისხის სამედიცინო სერვისს სთავაზობს პაციენტებს.


საბურთალოს რაიონის დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, გლობალურად, ექიმებისა და კლინიკების კვალიფიკაციის შეფასება რამდენიმე რაციონალური მეთოდით ხდება, როცა მიმდინარეობს, პაციენტების, ჰოსპიტალის მენეჯმენტის გამოკითხვა და ამ ექიმების მიმართულებით აღძრული, ან სადაო შემთხვევების რაოდენობის შეჯამება.


„საქართველოც ამ მიმართულებით მიდის, თუმცა სრულყოფილად არ არის ჩამოყალიბებული. ქვეყნის ჯანდაცვის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის პაციენტების როტაცია. ის, თუ რამდენი პაციენტი გადის ქვეყნიდან და რამდენი შემოდის. საქართველოდან წელიწადში დაახლოებით 500 პაციენტი მიემგზავრება და დომინანტი მიზეზი არის ონკოლოგია. ამავე მონაცემებით, ქვეყანაში შემოდის დაახლოებით 10 ათასი პაციენტი წელიწადში და დომინანტი მოთხოვნა არის დიაგნოსტიკური კვლევები, კარდიოლოგია და კარდიოქირურგია“ აცხადებს დავით სერგეენკო.



„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გლობალურ ჯანდაცვაში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი არის გულსისხლძარღვთა სისტემა და მისით გამოწვეული გართულებები. ის კლავს უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი მიზეზი ერთად აღებული. მსოფლიოში მინიმუმ 51% იღუპება გულსისხლძარღვთა დაავადებებით.

პროფესიული ასოციაციების მიერ საქართველოში გაკეთებული ანალიზის თანახმად შემდეგი მრუდები გამოიყო-ევორკავშირისა და საქართველოს საშუალო მონაცემები გულსისხლძარღვთა სისტემით ადამიანთა ავადობისა და სიკვდილობის ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან მჭიდროდ და უახლოვდა ერთმანეთს, რაც ნიშნავს,რომ ეს მაჩვენებელი უმჯობესდება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რომ ქვეყანას წორი გზით მიდის. იდეალური ჯანდაცვის სისტემა ჯერჯერობით ვერავინ ჩამოაყალიბა, მიუხედავად ფინანსური რესურსებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა. მაგრამ გზა, რომლითაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვითარდება, ცალსახად სწორია“ - აცხადებს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო.


მისი თქმით, ქვეყნის მიზანია, ჯანდაცვის სხვა მიმართულებებიც ისე განვითარდეს საქართველოში, რომ პირველ რიგში დაუხალოვდეს ევროპის მაჩვენებელს, როგორც ეს კარდიოლოგიის დარგში მოხდა. შედეგად, გარდა ადგილობრივი პაციენტებისთვის გაუმჯობესებული სერვისისა, გაიზარდოს უცხოელი პაციენტების ნაკადი".




საქართველოს რკინიგზამ 2021 წელს ლარში შემოსავლის 11,95%-იანი ზრდა აჩვენა

საქართველოს რკინიგზამ 2021 წელს ლარში შემოსავლის 11,95%-იანი ზრდა აჩვენა
access_time2022-09-29 14:00:08
„საქართველოს რკინიგზამ“ 2021 წელს ლარში შემოსავლის 11,95%-იანი ზრდა აჩვენა,  8,04%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა  დოლარის კუთხითაც, ოღონდ ლარის კურსის რყევების გამო, ოდნავ შენელებული ტემპით - ამის შესახებ ინფორმაცია TBC Capital -  ის კვლევაშია მოცემული. მათივე ინფორმაციით, პოზიტიური დინამიკა 2022 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, როდესაც შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარში 12,06%-ით გაიზარდა, ხოლო 21,81% -ით...

უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
access_time2022-09-29 12:55:22
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate (დეველოპერული კომპანია m2-ის მფლობელი კომპანია) ახალი გენერალური დირექტორი, გურამ ახვლედიანი უხელმძღვანელებს. გურამ ახვლედიანი Georgia Capital-ის ჯგუფში, რომელიც Georgia Real Estate-ის დედა კომპანიაა, შვიდი წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. 2021 წლიდან დღემდე,  ის  Georgia Real Estate -ის ტექნიკური დირექტორი იყო.   გიორგი ვახტანგიშვილი, რომელიც Georgia Real Estate-ის გენერალური დირექტორის...

„არ მაქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დავუჭირო სამოქალაქო საზოგადოებას“

„არ მაქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დავუჭირო სამოქალაქო საზოგადოებას“
access_time2022-09-29 12:37:21
ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ არასოდეს ჩარეულა და არც მომავალში ვაპირებს ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში, ჩავთვალე, რომ ვალდებული ვარ, როგორც ჩვენ ქვეყანაში, ასევე რეგიონში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო და საზოგადოებამდე ჩემი სათქმელი მივიტანო. დღეს...

ზეთის ფასი შემცირდა და არის წინაპირობა, რომ კიდევ უფრო გაიაფდეს - ბიზნესის მოლოდინი

ზეთის ფასი შემცირდა და არის წინაპირობა, რომ კიდევ უფრო გაიაფდეს - ბიზნესის მოლოდინი
access_time2022-09-29 12:30:49
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ზეთის ფასი საკმაოდ შემცირდა, არის წინაპირობა, რომ უფრო გაიაფდეს. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ფასის შემცირებას მათ შორის განაპირობებს ის ფაქტიც, რომ ზეთზე მცურავი ბაჟი შესაძლოა განულდეს. „ზეთი საკმაოდ გაიაფდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ დიდი მოსავალია, მათ შორის, რუსეთში. მცურავი ბაჟი იყო შემოღებული,...

ევროპაში გაზის ფასი დაახლოებით 2%-ით შემცირდა

ევროპაში გაზის ფასი დაახლოებით 2%-ით შემცირდა
access_time2022-09-29 11:58:07
ევროპაში გაზის საბირჟო ფასები, დღეს, ვაჭრობის დაწყების შემდეგ ზომიერად კლებულობს და ათას კუბურ მეტრზე 2 ათასი დოლარის დონეზეა შენარჩუნებული. Report-ის ცნობით, ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემები. უახლოესი, ოქტომბრის ფიუჩერსებით (უმსხვილესი ევროპული ჰაბის TTF ინდექსის მიხედვით) ვაჭრობა დაახლოებით $1,965,8 ათას კუბურ მეტრზე (-4,4%) გაიხსნა. შემდეგ ფასები 2016 დოლარამდე (-2%) გაიზარდა. კოტირების დინამიკა ეფუძნება წინა სავაჭრო დღის ანგარიშსწორების ფასს - $2,056.6...


მსგავსი სიახლეები

up