საქართველოდან უკრაინაში გზავნილები გასამმაგებულია

საქართველოდან უკრაინაში გზავნილები გასამმაგებულია

access_time2022-08-02 17:00:18

2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 1.78 მილიარდი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 65%-ით მეტია. ქვეყნებს შორის გზავნილებით პირველ ადგილზე არის რუსეთის ფედერაცია, საიდანაც ეროვნული ბანკის მონაცემებით, 750 მილიონი დოლარი შემოვიდა. მეორე პოზიციას იკავებს იტალია, საიდანაც 35.6 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წლიურად 12%-ით არის გაზრდილი. 27.7 მილიონით მესამე პოზიციაზეა აშშ, საბერძნეთი კი 18.8 მილიონით მეოთხე პოზიციას იკავებს.


არამარტო რუსეთიდან, არამედ ევროპის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდ ტენდენციაზე „კომერსანტთან“ საუბრობს ფულადი გზავნილების ქართული კომპანია ინტელიექსპრესის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან თავართქილაძე. მისი თქმით, ევროპის ქვეყნებიდან ინტელიექსპრესის საშუალებით გზავნილების მოცულობა მეორე კვარტალში 15%-ით გაიზარდა.


„ივნისი და ფაქტობრივად მთლიანად მეორე კვარტალი, 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, ფულადი გზავნილების ჭრილში გაორმაგებულია. ამის მიზეზი რუსეთიდან გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდაა, წინა კვარტალთან შედარებით გზავნილები 6-ჯერაა გაზრდილი. თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს უფრო ერთჯერადი ეფექტია და უკვე შეინიშნება დასტაბილურების ტენდენცია. რაც შეეხება უშუალოდ ინტელიექსპრესს, ვინაიდან ჩვენი სისტემის სტრატეგიული განვითარების გეგმაში ძირითადად ევროპის ქვეყნებია, ცხადია მსგავსად არ გაორმაგებულა ბრუნვა, თუმცა წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 15%-იანი ზრდა გვქონდა და ჯამში გზავნილების მოცულობამ 88 მლნ დოლარი შეადგინა.



ინტელიექსპრესის სისტემით საქართველოში ფულის გამოსაგზავნად წელს უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში ისარგებლეს ქართველმა ემიგრანტებმა. გზავნილების ზრდა შეინიშნება: ისრაელიდან, თურქეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, სომხეთიდან და შვედეთიდან. ასევე აღსანიშნავია უკრაინა. გასულ წელს სისტემის ბრუნვის დაახლოებით 20% უკრაინაზე მოდიოდა, სადაც ინტელიექსპრესს მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსი აქვს და თანამშრომლობს 20-მდე ბანკთან. რუსეთ - უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ეროვნულმა ბანკმა, ქვეყნიდან თანხების გადინების თავიდან ასაცილებლად, აკრძალა უკრაინიდან ფულადი გზავნილების გაგზავნა. ამიტომ ბუნებრივია სრულიად შეწყდა უკრიანიდან - საქართველოში ფულადი გზავნილები. თუმცა სიტუაციის დასტაბილურებასთან ერთად ველოდებით ნაკადების ეტაპობრივ აღდგენას უკრაინიდანაც“,  აღნიშნა თავართქილაძემ.


ინტელიექსპრესის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი „კომერსანტთან“ საქართველოდან უცხოეთში ფულადი გადარიცხვების ზრდაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ უკრაინის მიმართულებით გადარიცხვები გასამმაგებულია.


„ამ წლის II კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინტელიექსპრესით საქართველოდან უცხოეთში გაგზავნები გაორმაგებულია. მათ შორის საგრძნობლადაა გაზრდილი გზავნილები უკრაინაში, რომელი მიმართულებითაც, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ფაქტობრივად გასამმაგებულია ჩვენი სისტემის ბრუნვა საქართველოდან. რაც განპირობებულია არა მხოლოდ უკრაინიდან ვიზიტორების რაოდენობის მატებით, არამედ საქართველოდან დახმარების მიზნით განხორციელებული გადარიცხვებით. ინტელიექსპრესმა ომის დაწყების პირველივე დღეებში გააუქმა გზავნილების და საბანკო გადარიცხვების საკომისიო 6 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან უკრაინის მიმართულებით და ნებისმიერი გადარიცხვის ყველა ხარჯი საკუთარ თავზე აიღო, რასაც ასევე უკავშირდება ზრდა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ გაიზარდა გზავნილები საქართველოდან საბერძნეთის, სომხეთის, ისრაელისა და თურქეთის მიმართულებით“, -ამბობს ლევან თავართქილაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up