საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
კერძოდ, მათი ცნობით, გასულ წელს ქვეყნიდან 56.9 მლნ აშშ დოლარის ტანსაცმელი გავიდა ექსპორტზე, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ეს მონაცემი 53.2%-ით არის გაზრდილი.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2 352.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
bpn.ge