საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 3-ჯერ იზრდება -  რამ განაპირობა პროდუქტზე მოთხოვნა

საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 3-ჯერ იზრდება - რამ განაპირობა პროდუქტზე მოთხოვნა

access_time2020-09-27 20:00:35

საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი წელს 3-ჯერ გაიზრდება. როგორც შპს „ნადი გრუპის“ ხელმძღვანელმა მერაბ ნადარაიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, თუ შარშან იტალიაში 15 ტონა პროდუქტი გავიდა, წელს დეკემბერში 45 ტონამდე იქნება.

მისი თქმით, მოთხოვნის ზრდა, უცხოეთში პროდუქტის პოპულარობამ განაპირობა.

ცნობისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ეს არის ევროპული ჯიშების ლოკოკინები, რომელთა გამრავლებაც საქართველოში ხდება.

კომპანიის ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ნახევარფაბრიკატების გადამამუშავებელი ქარხანის მშენებლობაც დააანონსა. თუმცა, როგორც დღეს მერაბ ნადაიარია ამბობს, პანდემიის გამო იტალიელი პარტნორების ჩამოსვლა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, პროექტის განხორციელება გაჭიანურდა.

„საწარმოს მშენებლობა დაგეგმილი იყო, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ ვერ დავიწყეთ. პანდემიის გამო ჩვენი იტალიელი პარტნიორები ვერ ჩამოვიდნენ. ამიტომ, მოხდა გადავადება. როგორც კი პანდემია დასრულდება, დაახლოებით, 1 თვეში განახლდება მუშაობა. თითქმის ყველა საკითხზე მოლაპარაკებული ვართ მათთან.

რაც შეეხება ლოკოკინების ექსპორტს, ამ მიმართულებით პრობლემა არ გვქონია, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ახლა ვამზადებთ საექსპორტო პროდუქტს, რომელსაც დეკემბერში გავიტანთ. შარშან იტალიაში გავიტანეთ 15 ტონა, წელს იქნება 45 ტონა. მოთხოვნა ძირითადად მოდის იტალიიდან, პორტუგალიიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან. ჩვენ წელსაც უშუალოდ იტალიაში ვაგზავნით“,-ამბობს მერაბ ნადაიარა.

მისი თქმით, პროდუქტის სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, უცხოელი პარტნიორების მოძიება რთული არ არის. თუმცა, ცოცხალი ლოკოკინები საქართველოში პოპულარობით მაინც ვერ სარგებლობს.


„ცოცხალ ლოკოკინაზე მოთხოვნის ზრდა განაპირობა ცნობადობის ამაღლებამ. ეს არის ძალიან სასარგებლო პროდუქტი, ცილების მაღალი შემადგენლობით (ქოლესტერინი აქვს - 0). უცხოეთში იციან ამის შესახებ, მოთხოვნაც საკმაოდ მაღალია. რეალიზაცია არ ჭირს.

რაც შეეხება საქართველოს, აქ მოთხოვნა ჯერ კიდევ არ არის. ჩვენთან მხოლოდ გადამუშავებულის რეალიზაციას ვგეგმავთ“, - განაცხადა მერაბ ნადარაიამ.

ცნობისთვის, ამჟამად კომპანია ფერმაში 12 ადამიანს ასაქმებს.

ლოკოკინების ფერმის საინვესტიციო ღირებულება კი 1,6 მლნ ლარია.


BPN

თეგები:
საქართველო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up