საქართველოდან IPO-სთვის კიდევ ერთი კომპანია ემზადება

საქართველოდან IPO-სთვის კიდევ ერთი კომპანია ემზადება

access_time2016-11-22 19:50:02

 

BGEO ჯგუფი IPO - სთვის კიდევ ერთ კომპანიას ამზადებს. ამჯერად საუბარია Georgia Global Utilities -ზე, რომელიც საქართველოში კომუნალურ და ენერგეტიკულ აქტივებს ფლობს, მათ შორის "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს", "რუსთავის წყალსა" და "მცხეთის წყალს". ამ ეტაპზე, კომუნალური ბიზნესის მმართველ რგოლში ცვლილებები არ იგეგმება. კომპანიის აქციების საჯარო შეთავაზება (IPO) 2-3 წელიწადშია დაგეგმილი და ამ მნიშვნელოვანი პროცესის მომზადებას საინვესტიციო ბანკირი, არჩილ გაჩეჩილაძე უზრუნველყოფს, რომელიც კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად ინიშნება.

 

გუნდში პოზიციებს ინარჩუნებს: მიხეილ გომართელი -გენერალური დირექტორის მოადგილე, რომელიც განაგრძობს ექსპრეს ბანკის და საქართველოს ბანკის ბრენდის მართვას. გუნდს უერთდება ახალი წევრიც: დავით წიკლაური - ის შეცვლის არჩილ გაჩეჩილაძეს, ინიშნება ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ. საქართველოს ბანკის გუნდთან შეერთებამდე, დავით წიკლაური მუშაობდა „თიბისი ბანკში" გენერალური დირექტორის მოადგილედ კორპორატიული საბანკო მიმართულებით. მანამდე ის დოიჩე ბანკის წარმატებული მენეჯერი იყო. დავით წიკლაური „თიბისი ბანკში" 2014 წლიდან მუშაობდა.

 


გუნდს უბრუნდება - რამაზ კუკულაძე - ინიშნება გენერალური დირექტორის მოადგილედ და უხელმძღვანელებს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტს და პრემიუმ სეგმენტს --სოლოს. 2011 წლიდან რამაზ კუკულაძე რესპუბლიკა ბანკის გენერლური დირექტორის მოადგილე იყო.

 

ბიჯეო ჯგუფის გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის განცხადებით, გუნდში ცვლილებები მის შემდგომ გაძლიერებას ემსახურება, რაც სექტემბერში საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორად კახა კიკნაველიძის დანიშვნით დაიწყო.

 



არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up