საქართველოდან ღვინის ექსპორტი 8%-ით შემცირდა

საქართველოდან ღვინის ექსპორტი 8%-ით შემცირდა

access_time2020-12-04 16:45:11

2015 წლის შემდეგ პირველად, ღვინის ექსპორტი 8%-ით 10 თვეში $163 მლნ-მდე შემცირდა. კლება აღინიშნება ისეთ დიდ ბაზრებზე როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი.


2001-2019 წლებში ღვინის ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ $1.646 მლრდ შეადგინა. ექსპორტიდს 67% - $1.1 მლრდ-ზე მეტი 2013-2019 წლებში რუსეთის ბაზრის ხელახალი გახნსის შემდეგ განხორციელდა.


2001-2005 წლებში ღვინის ექსპორტი 152%-ით $32 მლნ-დან $81 მლნ-მდე გაიზარდა. 2006 წელს გამოცხადებული რუსული ემბარგოს შემდეგ ის მკვეთრად $29 მლნ-მდე შემცირდა. მართალია 2008 წლიდან ისევ ზრდა დაიწყო, მაგრამ 2012 წელს ნიშნული ჯერ კიდევ $65-მლნ-ზე იყო გაჩერებული. 2013 წელს ღვინის ექსპორტი გაორმაგდა. 2014 წელს $180 მლნ-მდე გაიზრდა. 2015 წელს კი ისევ მკვეთრად $96 მლნ-მდე შემცირდა. იმ წელს ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკა 2%-ით შემცირდა, ასევე გაუფასურდა რუბლი. მთავარ საექსპორტო პარტნიორში ეკონომიკურმა პრობლემებმა ღვინის ექსპორტის თითქმის გაანახევრა, და 2018 წლამდე ძველ მაჩვენებელს ვეღარ მიაღწია. რეკორდული რაოდენობის - $223 მლნ-ს ექსპორტი კი 2019 წელს განხორციელდა.


საუკუნის დასაწყისში, 2001 წელს ღვინის წილი მთელს ექსპორტში 10%-ს აჭარბებდა, 2007 წელს 2.4%-მდე შემცირდა, 2019 წელს 5.9%-მდე გაიზარდა.



2020 წლამდე ღვინის ექსპორტის 65%-ზე, რაოდენობრივად კი 55%-ზე მეტი რუსეთზე მოდიოდა. საექსპორტო თანხასა და ბოთლების რაოდენობას შორის სხვაობას საექსპორტო ღირებულება განაპირობებს. რუსეთში ქართული ღვინო უფრო იაფია, ვიდრე ევროპაში.


მიმდინარე წლის 9 თვეში რუსეთში ღვინის ექსპორტი $12 მლნ-ით $95 მლნ-მდე შემცირდა, აბსოლუტურ მაჩვენებელთან ერთად 2%-ით 58%-მდე შემცირდა რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში. $15 მლნ-დან $11 მლნ-მდეა შემცირებული ექსპორტი ჩინეთშიც.


8%-იანი კლების ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, ღვინის ექსპორტი 2020 წელს $205 მლნ-მდე შეცმცირდება, რაც მცირედით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს.


ღვინისგან განსხვავებით, ჯამური ექსპორტი 10 თვეში უფრო მეტად - 11.1%-ით $2.715 მლრდ-მდე შემცირდა, რაც 2018 წლის დონესაც ჩამორჩება.


გიორგი ელიზბარაშვილი

 

თეგები:
ღვინო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up