საქართველომ 2022 წელს ექსპორტზე 2.68 ტონა ოქრო გაიტანა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, ოქროს ექსპორტი 27%-ითაა გაზრდილი. 2022 წელს ქვეყნიდან 81,476.70 ათასი დოლარის ოქროა (დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით) გასული.
2021 წელს საქართველოდან ექსპორტზე 2.11 ტონა ოქრო გავიდა, რომლის ღირებულებაც 64,220.32 ათასი დოლარი იყო.
ბოლო 14 წლის სტატისტიკით საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით ოქროს ექსპორტი 2010-2011 წლებში დაფიქსირდა, შესაბამისად 7.19 და 7.11 ტონა.
2022 წელის მაჩვენებლებით ოქროს ექსპორტის 95%-ი შვეიცარიაზე მოდის. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან შვეიცარიაში 76,489.90 ათასი დოლარის ღირებულების 2.55 ტონა ოქრო გაიტანეს.
2022 წელს ოქროს ექსპორტი დაფიქსირდა ასევე გერმანიაში (0.07 ტონა), არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში (0.03 ტონა) და თურქეთში (0.03).