2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 197,162 მლნ დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, აქედან ექსპორტი იყო 65,015 მლნ დოლარი, იმპორტი კი - 132,145 მლნ დოლარი. გასული 2 თვის განსაქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა ჩინეთთან 67,130 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორ ქვეყანას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვის 34%-ია.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჩინეთში ექსპორტი 208,6%-ით გაიზარდა და 65,015 მლნ დოლარი შეადგინა. (2019 წლის იანვარ-თებერვალი - 21,069 მლნ დოლარი). იმპორტი კი გასული 2 თვის განმავლობაში 7%-ით შემცირდა და 132,145 მლნ დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2019 წლის იანვარ-თებერვალში ჩინეთიდან საქართველოში 142,018 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა.
BPN