საქართველოდან ბაჰრეინში შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისების განხორციელება დაიწყოს

საქართველოდან ბაჰრეინში შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისების განხორციელება დაიწყოს

access_time2016-05-10 17:51:51

ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ბაჰრეინის ავიაკომპანიის „Gulf Air“-ის წარმომადგენლებსა და ტურიზმის განვითარების დარგში ბაჰრეინის ეკონომიკური საბჭოს წევრს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ბაჰრეინიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ბაჰრეინის ავიაკომპანია ამჟამად სწავლობს საქართველოს ბაზარს და ეცნობა პოტენციალს, რათა შემდგომში მიღებული იქნას გადაწყვეტილება პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის თაობაზე.


შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი.



ბაჰრეინის დელეგაცია თბილისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ბაჰრეინის დელეგაცია შეხვდებიან ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს, სადაც დეტალურად განიხილავენ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და მიიღებენ მათთვის საინტერესო დეტალურ ინფორმაციას არსებული ტურისტული ბაზრის შესახებ.


Gulf Air - ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია, რომელიც საავიაციო ბაზარზე 1950 წლიდან ოპერირებს, არის ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია ახლო აღმოსავლეთში და შედის მსოფლიოს მსხვილი ავიაკომპანიების სიაში. ავიაკომპანია - ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან, ამჟამად ფრენებს 24 ქვეყნის 43 ქალაქში ახორციელებს, მსოფლიოს 3 კონტინენტზე.


საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის შეთანხმებას საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელი 2016 წლის 21 იანვარს „Bahrain International Air Show”- ს ფარგლებში მოეწერა. შეთანხმების გაფორმებით, შეიქმნა ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ბაზა, რამაც ხელი შეუწყო პირდაპირი საჰაერო რეგულარული მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობას, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ტურიზმის განვითარებას.



თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა

თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა
access_time2020-10-21 22:30:43
თავდამსხმელმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა.   ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა.   გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს გამოსვლისას გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში.   ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელი პიკაპის ტიპის...

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა
access_time2020-10-21 19:44:46
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 2-მა ქალმა შენობა უკვე...

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა
access_time2020-10-21 19:15:40
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება. მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო...

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს
access_time2020-10-21 18:15:49
„მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ. ინფორმაციას ამის...

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-10-21 18:00:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up