საქართველო ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიაზე იწყებს მუშაობას

საქართველო ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიაზე იწყებს მუშაობას

access_time2021-12-07 18:00:00

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შესაქმნელად მუშაობა იწყება.

სტრატეგიის შესამუშავებლად სახელმწიფო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით განხილვები სამუშაო ფორმატში მიმდინარე კვირიდან დაიწყება.

პროცესში უცხოელი პარტნიორების ჩართულობა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისა და გარკვეული ფინანსური სახსრების მოზიდვის შესაძლებლობას შექმნის. ხელოვნური ინტელექტის საქმიანობაში ინტეგრირება ქვეყანას საბიუჯეტო თანხების დაზოგვასა და კერძო და სახელმწიფო სერვისების გამარტივებასა და მათზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება. კერძოდ, საუბარია მაგ. საქალაქო სამსახურის სერვისებზე - რეგისტრაციებზე, ლიცენზირებაზე, ტენდერებსა და სხვ.

როგორც ბიზნესპარტნიორს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსობის კანდიდატმა, ვახტანგ ლომჯარიამ განუცხადა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მოსახლეობისთვის ხარისხიანი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიწოდების შესაძლებლობას შექმნის, რაც მათ გარკვეული ხარჯებს დაუზოგავს. თუმცა, მისი შეფასებით მნიშვნელოვანია ქვეყანამ ხარჯები რაციონალურად და არა ნაჩქარევად გაწიოს.

„ეს რა თქმა უნდა მოგვცემს უზარმაზარ შედეგს რომ მივაწოდოთ მაცხოვრებლებს შედარებით უფრო ხარისხიანი და სწრაფი გადაწყვეტილებები, რაც მათ დაუზოგავს გარკვეულ ხარჯებს ან, დროულად მოახდენს, როგორც ბიზნესის ასევე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებებს კონკრეტული, თუნდაც უბედური შემთხვევების აცილებისთვის, თუნდაც დამატებითი ხარჯების გაწევისგან აარიდებს ბიზნესსა და მოქალაქეებს. თუმცა, მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ ის ნაბიჯები, რომელიც ამ მიმართულებით იქნება გადადგმული და ხარჯები გავწიოთ რაციონალურად და არა ნაჩქარევად, რომელიც რა თქმა უნდა დაემყარება საერთაშორისო გამოცდილებასაც და ჩვენს შიდა გარკვეულ ადგილობრივ უნიკალურობას, რომელსაც საქართველო და ქართული ქალაქები გვაჩვენებს და გვთხოვს,“ - ამბობს ვახტანგ ლომჯარია.


როგორც ევროპის ბიზნეს ასოციაციაში (EBA) აცხადებენ, რომ დღეს მთავარი გამოწვევა სახელმწიფო სტრატეგიის არარსებობა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცნობადობის ნაკლებობაა. გამოწვევების საპასუხოდ, EBA-ს ორგანიზებით ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები თბილისსა და ქუთაისში, ასევე გაიმართება.

EBA- ში ელიან, რომ საქართველოს ხელოვნური ინტელექტის სტატეგიის სამუშაო ვერსია მომავალი წლის ბოლოსთვის ექნება.

„ხელოვნური ინტელექტი არის შემდეგი ნაბიჯი ტექნოლოგიებში, რომელიც შეცვლის ყველაფერს. საქართველოს უკვე აქვს ძალიან კარგი მობილური და ინტერნეტ სისტემები და ახლა ჩვენ, მეტი ეფექტურობის მისაღწევად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაც გვჭირდება. ამასთან, ქვეყანას ყავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამისტები - ქართველები, რომლებიც არიან აქ, შესაბამისად ადამიანების უცხოეთიდან შემოყვანა არ დაგვჭირდება. რაც ჩვენ გვჭირდება, ესაა მხოლოდ პოლიტიკური ნება და ბიზნეს საზოგადოების ერთად დადგომაა. ჩვენ ვიმუშავებთ ყველასთან, ვისაც სურს, რომ ამ მომავლის ნაწილი გახდეს. საქართველოს სჭირდება დროულად შეიმუშაოს ეროვნული სტრატეგია, რათა არ ჩამოვრჩეთ განვითარების სწრაფ ტემპს,“ - განაცხადა EBA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, დეივიდ ლიმ.


business-partner.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up