საქართველო წლის ყველაზე მასტაბურ საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai-ში მონაწილეობს

საქართველო წლის ყველაზე მასტაბურ საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai-ში მონაწილეობს

access_time2021-09-30 12:00:00

საქართველო, მსოფლიოს 191 ქვეყანასთან ერთად, წლის ყველაზე მასტაბურ საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai-ში მონაწილეობს, რომელიც გასულ წელს კოვიდ 19-ის პანდემიის გამო გადაიდო. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.



„გამოფენის მთავარი თემატიკაა - Connecting Minds, Creating the Future, რომელიც იყოფა შემდეგ ძირითად თემებად: შესაძლებლობა, მობილობა და მდგრადობა.



საქართველოს პავილიონი განთავსებულია მდგრადი განვითარების სექციაში. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ექსპოზე ჩამოსულ მილიონობით დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს საქართველოს კულტურასა და მემკვიდრეობას, ტურისტულ, ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს. ექსპოზე წარმოდგენილ ქართულ პავილიონში გახსნის წინამოსამზადებელი სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. საქართველოს პავილიონი ოთხ ნაწილად იქნება წარმოდგენილი - მეღვინეობა; ქართული დამწერლობა, მდგრადი ტურიზმი, მისი კავშირი საქართველოს ბუნებრივ ლანდშაფტთან და ისტორიულ ძეგლებთან დაბოლოს, ბიზნეს შესაძლებლობები.



საქართველოს პავილიონში შესვლამდე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ცნობილი ქართველების სტენდი, რომლებიც მრავალი წელია შთააგონებენ თაობებს, ხელს უწყობენ ქალთა გაძლიერებას, სპორტის, მეცნიერების, განათლებისა და მუსიკის პოპულარიზაციას. პავილიონის გვერდითი ფასადი გააცნობს მნახველებს მსოფლიოში აღიარებული მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნახატებს.




პავილიონში შესვლისას ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ აუდიო გიდის მომსახურება: მოისმინონ მოკლე ინფორმაცია ზოგადად ქვეყნის და საქართველოს პავილიონის ძირითადი მიმართულებების შესახებ. აღნიშნული განხორციელდება QR კოდის მეშვეობით.



გარდა ამისა, პავილიონი მუსიკალურად გაფორმებული იქნება ქართული ხალხური სიმღერებით. ასევე წარმოდგენილი იქნება ვიზუალური ექსპონატები, მათ შორის უძველესი ქვევრი (თიხის ჭურჭელი ღვინის შესანახად და დასაყენებლად), იუნესკოს მიერ აღიარებული სვანური კოშკის ასლი და ქართული ანბანის ამსახველი ქანდაკება. ასევე ფოტოსურათები და ილუსტრაციები შექმნიან დასამახსოვრებელ გამოცდილებას, გააცოცხლებს რა სასწაულისა და საოცრების შეგრძნების მოლოდინს. იმავდროულად, საგანმანათლებლო პანელები უზრუნველყოფენ ამ საოცარი ვიზუალური მასალის გასააზრებლად საჭირო კონტექსტს და ისტორიას, რაც დამთვალიერებლებს კიდევ უფრო გაუძლიერებს საქართველოსთან კავშირის შეგრძნებას.



მეღვინეობის განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნის უძველეს ქვევრი, რომელსაც ახლავს შუქურები, სადაც გამოჩნდება თამადას ისტორიული ქანდაკება, საწნახელი და სუფრა, ასევე ეკრანებზე ნაჩვენები იქნება ინფორმაცია ქართული ღვინის ისტორიის, მისი დაყენების, ყურძნის ჯიშებისა და მარანის (ტრადიციული ქართული მარნების) ფუნქციონირების შესახებ.



გამოფენაზე 29 დეკემბერს აღინიშნება ეროვნული დღე, რომელიც შედგება ოფიციალური გახსნის ცერემონიისა და გალა კონცერტისგან, სადაც იქნება წარმოდგენები ქართველი პოლიფონიური მომღერლებისა და სუხიშვილების ეროვნული ბალეტის მონაწილეობით. ასევე, სხვა თემატური აქტივობების ფარგლებში გაიმართება ქართული ღვინისა და გასტრონომიისა და საქართველოს კალიგრაფიის დღე, რომელიც გამდიდრებული იქნება თეატრალური პერფორმანსით. ზემოხსენებული ღონისძიებები გაიმართება AL Wasl-ში, დუბაის ათასწლეულის ამფითეატრსა და საიუბილეო პარკში. გარდა ხსენებული აქტივობებისა, ასევე იგეგმება ჭადრაკის დღის ორგანიზება, სადაც მეგობრულ მატჩს გამართავს საქართველოს მოჭადრაკეთა გუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდთან.



Expo 2020 Dubai, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უდიდეს ღონისძიებას წარმოადგენს, დღეს ოფიციალურად გაიხსნება და 6 თვის განმავლობაში, 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. გახსნით ღონისძიებას დაესწრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






თეგები:
Expo 2020 Dubai



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up