საქართველო: წარმატების მაგალითი კორონავირუსთან ბრძოლაში – The Washington Times-ი

საქართველო: წარმატების მაგალითი კორონავირუსთან ბრძოლაში – The Washington Times-ი

access_time2020-04-23 11:29:03

კორონავირუსის გამანადგურებელი პანდემია გრძელდება: მთელ მსოფლიოში უკვე დადასტურდა 2,6 მილიონზე მეტი შემთხვევა და თითქმის 200 000 გარდაცვალება. ზოგიერთი ტერიტორია განსაკუთრებით დაზარალდა: იტალიაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეადგენს 25 000 ადამიანს, ესპანეთში - 22 000 ადამიანს, საფრანგეთში 21 000 ადამიანს, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში (მოსახლეობის სიდიდით მე-3 ქვეყანა მსოფლიოში) – 46 000 ადამიანს და ეს მონაცემები იზრდება.


თუმცა, როგორც ჩანს, მსოფლიო მედიის ყურადღების მიღმა დარჩა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატების მაგალითები, რომელთაგან ყველაზე შთამბეჭდავი, ალბათ, საქართველოა. რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარე საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3,75 მილიონს. იმ დროისთვის, როცა ეს სტატია გამოსაქვეყნებლად უკვე მზად იყო, საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსისგან მხოლოდ 5 გარდაცვალების შემთხვევა. დიახ, არ მოგეჩვენათ! 5!
ნუთუ, ეს შესაძლებელია?! რით აიხსნება საქართველოს წარმოუდგენელი წარმატება ხალხის ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში? ჩემთან ახლახან ჩატარებულ ინტერვიუში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ახსნა ამის მიზეზები. განათლებით ეკონომისტი ქალბატონი მაია, ვიცე-პრემიერის პოსტის გარდა, ასევე იკავებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას.


კითხვაზე, თუ რით აიხსნება საქართველოში არსებული სიტუაციის განსხვავებულობა მსოფლიოს სხვა წერტილებთან შედარებით, ქალბატონმა მაიამ დაასახელა რამდენიმე მიზეზი: „ჩვენ იმთავითვე სერიოზულად მოვეკიდეთ და ვუპასუხეთ ამ გამოწვევას. პირველ რიგში, ჩვენ ძალიან ადრევე მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. მეორე, ჩვენ ყურადღებით ვუსმენდით ჩვენი ჯანდაცვის სპეციალისტებს“. საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს „ჩვენ გულისყურით ვეკიდებოდით საკითხს და გვქონდა ძალიან მკაფიო და თანმიმდევრული მიდგომა კორონას ლოკაციებთან დაკავშირებით“. ცქიტიშვილის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის, „რასაც ჩვენ ერთად - საქართველოს მთლიანი მოსახლეობა ვაკეთებდით“. ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ სამთავრობო რეაგირებაზე პასუხისმგებელი პირების მოქმედება დიდი გულისხმიერებით გამოირჩეოდა, ხოლო ქართველმა ხალხმა გამოიჩინა მოსმენის უნარი. „ჩვენ გვყავს ძალიან პასუხისმგებელი მოქალაქეები და, ამ ურთიერთგაგების წყალობით, წარმატებით უზრუნველვყავით მზადყოფნა ვირუსზე რეაგირებისთვის“.


ქართველი ხალხი ბევრი სხვა ქვეყნის მოსახლეობაზე უკეთ შეიძლება იყოს მომზადებული მოულოდნელ გამოწვევაზე რეაგირებისთვის და ხელისუფლებისთვის ყურადღებით მოსმენისთვის. ქართველთა ბოლო ორ თაობას გადატანილი აქვს რიგი კონფლიქტებისა და სირთულეებისა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარე ძალებისგან მომდინარე.


1990-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო იქცა ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. პირველი ლიდერის არჩევიდან მალევე დაიწყო სამოქალაქო ომი, რომლის შედეგებმაც დიდი გავლენა იქონია მთელ ქვეყანაზე. 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის იფეთქა 5-დღიანმა ომმა. ის, რომ ქართველ ხალხს აქვს მოულოდნელ მოვლენებზე რეაგირების და მტკიცე პასუხის გაცემის უნარი, მხოლოდ ნაწილია მთლიანი სურათისა. ქალბატონი მაიას შეჯამებით, „საქართველოს ბევრი გაჭირვება აქვს გადატანილი, რის გამოც სირთულის ჟამს გადარჩენის და ადაპტაციის აუცილებლობა, რა თქმა უნდა, გვაერთიანებს და სიმტკიცეს გვმატებს“.


ცქიტიშვილი ასევე აღნიშნავს კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეტანილ წვლილსაც. აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან რადიოლოგიური, ბირთვული, ბიოლოგიური და სხვა სახის საფრთხეებისთვის მზადყოფნის ტრენინგების კუთხით. ცქიტიშვილის თანახმად, ამ ტრენინგებმა თავისი როლი შეასრულა საქართველოს მხრიდან ვირუსზე რეაგირებაში:



„წლების განმავლობაში - თითქმის 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვგრძნობთ დახმარებას და მხარდაჭერას აშშ-ის მხრიდან. აშშ-ის საფრთხეების სააგენტოს მიერ ჩატარებული ტრენინგები დაგვეხმარა, ვყოფილიყავით უკეთ მომზადებულნი კორონავირუსისთვის. მათ მიერ მომზადებული ადამიანები არიან ჯანდაცვის პროფესიონალები - სათანადოდ მომზადებულნი და პატივცემულნი. ლუგარის ცენტრის პერსონალიც, ჩვენი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მეშვეობით, აშშ-ის მიერაა მომზადებული. სწორედ ისინი დგანან ჩვენი ერის წინა ხაზზე კორონავირუსთან ბრძოლაში“.


ხსენებული ლუგარის ცენტრი გახლავთ რობერტ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, რომელიც თავს უყრის საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევით დირექტორატს საქართველოში (USAMRD-G), რომელიც წარმოადგენს უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) ინფექციურ დაავადებათა ლაბორატორიას უცხოეთში. მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ცენტრის მშენებლობა ამერიკის მთავრობამ 150 მილიონი დოლარით დააფინანსა (აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ზედამხედველობით), ცენტრს ფლობს და მართავს საქართველოს მთავრობა.


ცხადია, რომ ვიცე-პრემიერი ამაყობს თავისი ეროვნული გუნდით: „ჩვენი ეროვნული ჯანდაცვის ცენტრის ძალისხმევის წყალობით, ჩვენ უკეთ მომზადებულნი აღმოვჩნდით. ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების რეაგირება დიდი სიფრთხილით გამოირჩეოდა. ჩვენ შევძელით პრევენციული და საპასუხო ზომების დროულად მიღება, რის შედეგადაც გვაქვს ეს წარმატება“.


შეიძლება, ჯანდაცვის ფრონტზე საქართველომ მართლაც მიაღწია მეტ წარმატებას, ვიდრე ბევრმა სხვა სახელმწიფომ, მაგრამ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით აქ კვლავ დიდ სიფრთხილეს იჩენენ. ქალბატონმა მაიამ ახსენა 2 პრიორიტეტი: „ჩვენი მთავარი მიზანია ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის სიჯანსაღე. ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ჩვენც ვცდილობთ ამ ორ პრიორიტეტს შორის ბალანსის დამყარებას“.
აშშ-ის მთავრობის მსგავსად, საქართველოს ხელისუფლებამ დააანონსა ადრეულ ეტაპზე ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი, რომელიც მოიცავს შემდეგს:
ასობით მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი დახმარება ბიზნესებისთვის;


რამდენიმე თვის განმავლობაში შეღავათები ქონების და საშემოსავლო გადასახადებზე;
დღგ-ის დაბრუნება ბიზნესებისთვის ფულადი ნაკადის ხელშეწყობის მიზნით;
საგანგებო ფონდები საავადმყოფოებისა და ჯანდაცვის სისტემის მხარდასაჭერად;


თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან (აშშ-ს, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ჩათვლით), რომლებმაც კრიზისის პერიოდში გამოყვეს საგანგებო დაფინანსება საქართველოსთვის.


რაც შეეხება ქვეყნის ოფიციალურ ხელახლა გახსნას, ცქიტიშვილის თანახმად, აქ „სიფრთხილე“ წარმოადგენს მთავარ სიტყვას: „ჯანდაცვის მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ შევაფასებთ სიტუაციას ქვეყანაში, გვმართებს სიფრთხილე და არა აჩქარება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გახსნისთვის, როგორც კი ვირუსი უფრო კონტროლირებადი გახდება და რისკები შემცირდება“.


საქართველო არის მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურიზმზე, როგორც ეკონომიკის არსებით კომპონენტზე. მომდევნო თვეებში, როცა ადამიანები მთელ მსოფლიოში დაიწყებენ დასასვენებლად უფრო უსაფრთხო კუთხეების და საამისოდ შესაფერისი დროის შერჩევას, ქვეყნის ფრთხილმა და წარმატებულმა მიდგომამ COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს საქართველოს მომხიბვლელობა. თვალწარმტაც ქვეყანაში მოგზაურობის შესაძლებლობამ, რასაც ემატება ის ფაქტი, რომ აქ კორონავირუსმა თავისი მახინჯი თავის ამოყოფაც კი ვერ შეძლო წესიერად, უახლოეს მომავალში შეიძლება უზრუნველყოს საქართველოს ადგილი საუკეთესო დასასვენებელი ადგილების სიის თავში.


ვიცე-პრემიერი მიესალმება ამ შესაძლებლობას, თუმცა აგრძელებს ყურადღების კონცენტრირებას თავისი ხალხის ჯანმრთელობის წარმატებით დაცვის გაგრძელებაზე. „ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ სტუმრების ჩამოსვლას, როცა ამისთვის შესაფერისი დრო დადგება“.


The Washington Times




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up