საქართველო „უსაფრთხო ცის“ ინიციატივას შეუერთდა

საქართველო „უსაფრთხო ცის“ ინიციატივას შეუერთდა

access_time2020-12-10 12:10:48

კანადის ტრანსპორტის სამინისტროს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 8-9 დეკემბერს „უსაფრთხო ცის“ პირველი ყოველწლიურ ფორუმი (Safer Skies Forum) გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.


„ვირტუალური შეხვედრის მიზანს კონფლიქტის ზონებში, სამოქალაქო ფრენებისთვის შექმნილი საფრთხეების და რისკების შემცირებას შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან ფართო დიალოგის გამართვა და ერთობლივი სამომავლო ღონისძიებების დასახვა წარმოადგენდა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ კანადის ტრანსპორტის მინისტრი მარკ გარნო და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტი სალვატორე შაკიტანო.



ფორუმის ფარგლებში, მოწვეულმა სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მხარი დაუჭირეს კანადის მიერ ინიცირებულ „უსაფრთხო ცის“ ინიციატივას. საქართველოს სახელით, ერთობლივ განცხადებას (Safer Skies Statement) შეუერთდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე. დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ გააღრმავებენ თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით: კონფლიქტის ზონებში სამოქალაქო ფრენების თაობაზე ინფორმაციის, საუკეთესო პრაქტიკისა და მაფრთხილებელი შეტყობინებების ურთიერთგაზიარების მექანიზმის გაუმჯობესება, ეროვნული მოთხოვნების შემუშავება ავიაგადამზიდველებისთვის და მათთვის რისკების შეფასების მოთხოვნა უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში, საფრთხის შემცველ სიტუაციებში, საავიაციო ხელისუფლებებს, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოებსა და ეროვნულ თავდაცვაზე პასუხისმგებელ უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერება და სხვა.




როგორც ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა გაწეული ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდირებულ პრაქტიკის სრულყოფის კუთხით, ცვლილებები შევიდა ჩიკაგოს კონვენციის დანართებში, გამოიცა მრავალი ცირკულარი და შემუშავდა ახალი სახემძღვანელო (ICAO manual on Risk Assessment for Civil Aircraft Operations Over or Near Conflict Zones), რომელიც ითვალისწინებს კონფლიქტის ზონებში სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ოპერირების რისკის შეფასებას. სალვატორე შაკიტანოს თქმით, გააქტიურდა მუშაობა ICAO-ოს წევრ სახელმწიფოებთან და მათი ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება საფრთხეების შემდგომი შერბილების თვალსაზრისით.



„უსაფრთხო ცის“ ინიციატივით კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო მიმდინარე წლის დასაწყისში გამოვიდა. ინიციატივა ითვალისწინებს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას საომარი მოქმედებების დროს, კონფლიქტურ ზონებში სამოქალაქო ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის და რისკების შემცირების მიზნით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up