საქართველო უკრაინისთვის პირველი ქვეყანაა, სადაც რეგულარულ ფრენებს აღადგენს

საქართველო უკრაინისთვის პირველი ქვეყანაა, სადაც რეგულარულ ფრენებს აღადგენს

access_time2020-05-21 16:30:36

უკრაინა საქართველოსთან ავიამიმოსვლას 1-ლი ივლისიდან განაახლებს, - ამის შესახებ უკრაინის ინფარასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან გამართული ონლაინ შეხვედრის შემდეგ „ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.


უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, უკრაინამ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან საერთაშორისო ფრენების აღდგენის შესახებ მოლაპრაკებები დაიწყო.


„უკვე 1 ივლისიდან ვგეგმავთ პირველი რეგულარული რეისის განხორციელებას საქართველოში. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ რეგიონული აეროპორტების განვითარებას, რადგან ვხვდებით, რომ ყველა საზღვარი ერთ დღეში ვერ გაიხსნება და მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც კარანტინამდე იყო. დიახ, ივნისში ჩვენ ვგეგმავთ, ოდესაში აეროპორტის რეკონსტრუქციას, დნეპრის აეროპორტის მოდერნიზებას და სხვა, - წერს ვლადისლავ კრიკლი.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრთან  ონლაინ შეხვედრა ორი დღის წინ გამართა. შეხვედრაზე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გარდა, ეკონომიკის სხვა სფეროებში ორ ქვეყანას შორის ორმხივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

 

​„პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და უკრაინას შორის პანდემიამდე ძალიან აქტიური იყო. სამი უკრაინული ავიაკომპანია ასრულებდა რეგულარულ რეისებს ორი ქვეყნის ქალაქებში. გამოითქვა მზადყოფნა, ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმისა და პროტოკოლის დაცვით, რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ უსაფრთხო, „მწვანე კორიდორის” შექმნა ჩვენს ქვეყნებს შორის. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ავიაკომპანიებიც გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ ფრენები აღადგინონ,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის ეპიდემიამდე საქართველო-უკრაინას შორის რეგულარულ ფრენებზე 4 ავიაკომპანია ოპერირებდა: ერთი ქართული (Georgian Airways) და 3 უკრაინული (SkyUp Airlines, FlyUIA, YanAir Airlines).

 

ამ დროისათვის კი უკრანა-საქართველოს შორის ფრენების განახლებაზე ოფიციალური განაცხადი გაკეთებული აქვს SkyUp Airlines-სა და  YanAir Airlines-ს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up