საქართველო, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების თემაზე ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ

საქართველო, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების თემაზე ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ

access_time2019-10-01 11:25:43

საქართველო, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი დღეს ცენტრალური ევროპის დროით 13:00 საათზე ერთობლივ წერილობით განცხადებას გაავრცელებენ.

 

მიმართვის შინაარსი ჯერ უცნობია, თუმცა საკითხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დაბრუნებას, ასევე საქართველოსა და უკრაინის მიმართ კრემლიდან მომდინარე საფრთხეებს შეეხება.

 

აღნიშნული ხუთი ქვეყანა რუსეთის ფედერაციისთვის ხმის უფლების აღდგენას ეწინააღმდეგება და მიაჩნიათ, რომ რუსეთის გარიცხვის საფუძველი კვლავ უცვლელი რჩება.

 


საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თქმით, საქართველოს პარტნიორი ქვეყნების გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო. მისივე განმარტებით, საქართველოს, უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის დელეგაციებმა გამოიყენეს პოლიტიკური ჟესტი და პროტესტის ნიშნად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პირველ სესიას არ დაესწრნენ. თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნული ქვეყნები ორგანიზაციის დატოვებას არ აპირებენ.

 

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ადრეც ჰქონდა პრინციპული პოზიცია დაფიქსირებული რამდენიმე ქვეყნის დელეგაციასთან ერთად. ვინაიდან ახლა არის პირველი სესია მას შემდეგ, რაც რუსეთი დაბრუნდა საპარლამენტო ასამბლეაში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი პოზიცია და პროტესტი სხვა ქვეყნების დელეგაციებთან ერთად ისმოდეს. ეს არის პოლიტიკური ჟესტი და კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმის, რომ ჩვენ მიგვაჩნია – ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, არ ეფუძნებოდა ლოგიკურ წინაპირობებს, რადგან ის მიზეზები, რის გამოც რუსეთს შეუჩერდა ხმის უფლება, არ არის მოხსნილი. სწორედ ამიტომ, მხოლოდ პირველ სესიაზე, რომელსაც გარკვეული საზეიმო დატვირთვა აქვს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

 

გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნას საქართველოს, უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის დელეგაციები პროტესტისა და უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად არ დასწრებიან. 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო, რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, მიმდინარე წელს კი რუსეთის ფედერაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმათა უმრავლესობით დაბრუნდა.


1tv.ge




საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
access_time2021-01-16 10:59:15
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR...

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო
access_time2021-01-17 11:20:28
ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში მართვის იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლის დროსაც არ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.   „ჩვენმა სახელმწიფომ დეკლარირება გააკეთა და ამაში ვეთანხმები, რომ საქართველო კოვიდის დროს უფრო დაცული ქვეყანაა და ტექნოლოგიურად შესაძლებელია უცხოელებმა საქართველოდან იმუშაონ, აქედან მართონ თავიანთი კომპანიები. ამას მოჰყვა განცხადებები, რომ მთავრობა საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას ხელს შეუწყობს. ეს ყველაფერი...


მსგავსი სიახლეები

up