„15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო იქნება მზად, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაე განაცხადა.
როგორც გახარიამ განაცხადა, ქვეყანა ამას გააკეთებს როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო დერეფნის შექმნით მეზობელ ქვეყნებთან, ასევე, უსაფრთხო კორიდორების შესაძლებლობებით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებთან.
პრემიერი აღნიშნავს, რომ ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. „ამ მიზანს ჩვენ მივაღწევთ და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს, რომ მიიღოს უცხო ქვეყნიდან სტუმრები“, - განაცხადა გახარიამ.