საქართველოში უალკოჰოლო ღვინის წარმოებას დაიწყებენ

საქართველოში უალკოჰოლო ღვინის წარმოებას დაიწყებენ

access_time2021-09-20 13:00:16

2023 წლიდან ადგილობრივ ბაზარზე დაგეგმილია ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირება. ღვინის კატეგორიებს დაემატება ახალი – „დეალკოჰოლიზებული ღვინო“, რომლის წარმოებისთვისაც დაშვებული იქნება შესაბამისი ტექნიკა, აღიარებული ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.



აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 15 სექტემბერს იმსჯელა სხდომაზე, სადაც განიხილეს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები – კანონპროექტები: „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, 2023 წლიდან ადგილობრივ ბაზარზეც იქნება შემოღებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირება.



ღვინის ეროვნულის სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან მეხუზლას თქმით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ,,დეალკოჰოლური ღვინო“ დაემატება სპეციალური ღვინოების კატეგორიებს და შემდეგში უკვე სერტიფიცირება სააგენტოს მიერ მოხდება.




,,პარლამენტში ინიციატივა შეტანილია, ამ ეტაპზე განხილვა მიმდინარეობს. მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის ჩვეულებრივი ღვინო ყველა წესის დაცვით, გარდა იმისა, რომ ალკოჰოლს არ შეიცავს. მოგეხსენებათ, ალკოჰოლის გამო იზღუდება მოხმარება, ამიტომ შეიძლება შესთავაზო მომხმარებელს ალკოჰოლგამოცლილი სასმელი, რომელიც ასევე 100%-ით ღვინოა. ასეთი წარმოება მოითხოვს თანამედროვე და მაღალ ტექნოლოგიას, რის საშუალებით შეიძლება ალკოჰოლის მოცილება და დეალკოჰოლიზებული სასმლის მიღება. შესაბამისი გამოცდილება არსებობს ესპანეთში, პორტუგალიაში და სხვა, ძირითადად სამხრეთულ ქვეყნებში. ამის საწარმოო რესურსი ქართულ კომპანიებსაც აქვთ. ოჯახურ პირობებში ეს დანადგარი არ არის ხელმისაწვდომი, ამიტომ საოჯახო ფერმერულ მეურნეობა ამ სიახლეს ფეხს ვერ აუწყობს. როდესაც კანონპროექტი დამტკიცდება, სპეციალური ღვინოების კატეგორიებს ,,დეალკოჰოლური“ დაემატება და შემდეგში უკვე მოხდება სერტიფიცირება ჩვენს მიერ. შესაბამისობის სერტიფიკატს გავცემდით აქამდეც, ამ მხრივ არაფერი იცვლება“, - განმარტა ,,კომერსანტთან“ ლევან მეხუზლამ.



გარდა ამისა, როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, კანონში შედის ასევე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ეხება რეგულირების ახალი ობიექტის დამატებას, რაცაა ღვინისეული სასმელი, ანუ ღვინის ბაზაზე დამზადებული სასმელი.



,,მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება ადგილობრივ ბაზარზე ღვინის სავალდებულო სერტიფიცირებას, რომელიც 2023 წლის იანვრიდან შემოდის. ეს ადგილობრივი ბაზრის მეტი კონტროლის საშუალებას მოგვცემს. კანონში შეტანილი ცვლილებით ღვინის ეროვნულ სააგენტოს, შესაბამისი ორგანოების მიმართვის საფუძველზე, ტრანზიტული ტვირთების ექსპერტული ანალიზის ჩატარების უფლება ენიჭება“, – ამბობს ლევან მეხუზლა.



რაც შეეხება უალკოჰოლო ღვინის წარმოებას, როგორც ,,კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიეროს კვლევით ცენტრში წლების განმავლობაში არაერთი გამოკვლევაა ჩატარებული, რომელთა თანახმადაც, ღვინოში ალკოჰოლის მოცილების შედეგად ფენოლური ნაერთების ჟანგვის საწინააღმდეგო პოტენციალი მნიშვნელოვნად მატულობს. სპეციალისტების განმარტებით, დამცავი ფუნქცია განსაკუთრებით გააჩნია წითელ ღვინოს, ანტოციანების შემცველობის გამო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოში წითელი ღვინის დეალკოჰოლიზება თავისუფლად შეიძლება და მისი მარგებელი თვისებებიც შენარჩუნდება.



მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up