საქართველო-თურქეთს შორის ეკონომიკური და ვაჭრობის კომისიის დაფუძნების შესახებ დეკლარაცია გაფორმდა

საქართველო-თურქეთს შორის ეკონომიკური და ვაჭრობის კომისიის დაფუძნების შესახებ დეკლარაცია გაფორმდა

access_time2017-05-23 15:48:27

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს საქართველოსა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. გიორგი გახარიამ და ნიჰათ ზეიბექჩიმ საქართველოსა და თურქეთს შორის ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის საკითხებზე ისაუბრეს და აღნიშნეს ის დიდი პოტენციალი, რაც ორ ქვეყანას გააჩნია ექსპორტ-იმპორტის, ტურიზმის, ინოვაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში ურთიერთანამშრომლობის მიმართულებით.

 

 


როგორც გიორგი გახარიამ შეხვედრაზე აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თანმიმდევრული გაღრმავებისა და ლიბერალიზაციის შედეგად, თითქმის ყველა სფეროში წარმატებული პროექტები ხორციელდება. მისი შეფასებით, თურქეთ-საქართველოს თანამშრომლობა იმის თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად.

 

 


„ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებით განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების შედეგია ის ფაქტი, რომ თურქეთის რესპუბლიკა უკანასკნელი წლების განმავალობაში წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას. საქართველოს თურქეთთან სავაჭრო ბრუნვის წილი საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 16%-ს შეადგენს, რითაც დასტურდება სავაჭრო ურთიერთობების მოცულობის ზრდის ტენდენცია. 2017 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოდან თურქეთში პროდუქციის ექსპორტმა 76 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ექსპორტის მიხედვით საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთი მე-3 ადგილზეა" - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე მოლაპარაკებებს საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციას და ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის დამატებას.


 

 


როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მიმდინარე მოლაპარაკების ფარგლებში თურქეთის მხრიდან განხილულ იქნას ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაცია ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა ღვინო, თაფლი, ცოცხალი პირუტყვი, ყურძენი, ჩაი, ხილი და ხილის ჩირი, ხილის ჯემები, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, თევზის ფქვილი და სხვა პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს თურქეთის ბაზარზე ქართული წარმოშობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობის ზრდას, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და უფრო მეტ ქართველ მეწარმეს მისცემს საშუალებას ისარგებლოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით.

 

 


მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაჩქარდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში აღნიშნული ცვლილებების განხორციელების, ასევე საქართველოსა და თურქეთს შორის სერვისებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის პროცესი.

 

 


შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა თურქი ინვესტორების მზარდ ინტერესს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების მიმართ და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ინვესტიციების სფეროში. მინისტრის ინფორმაციით, 2015 წლის მონაცემებით, თურქეთიდან შემოსული ინვესტიციების რაოდენობამ 73 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო 2016 წლის წინასწარი მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობამ 272 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 275%-ით (4-ჯერ) აღემატება გასული წლის მაჩვენებელს და საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების საერთო მუცულობის 17%-ს შეადგენს.

 

 


შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის ეკონომიკური და ვაჭრობის კომისიის (JETCO) დაფუძნების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ.

 

 

 



„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up