საქართველო, თურქეთი, უკრაინა და ბულგარეთი შავი ზღვის აუზში ქარის ოფშორული ენერგიის განვითარებისთვის ითანამშრომლებენ

საქართველო, თურქეთი, უკრაინა და ბულგარეთი შავი ზღვის აუზში ქარის ოფშორული ენერგიის განვითარებისთვის ითანამშრომლებენ

access_time2022-11-07 19:00:26

ქარის ენერგიის საქართველოს, თურქეთის, უკრაინისა და ბულგარეთის ასოციაციებმა შავი ზღვის აუზში ქარის ოფშორული ენერგიის დარგში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ქარის ენერგიის ასოციაციის პრეზიდენტმა, კომპანია „უსასრულო ენერგიის“ დამფუძნებელმა თორნიკე ბახტურიძემ მოაწერა ხელი.


თანამშრომლობა მიზნად ისახავს შავი ზღვის აუზში ქარის ოფშორული ენერგიის პოტენციალის ერთობლივი ძალებით კვლევასა და განვითარებას.


„საქართველო ქარის ენერგიის განვითარებით ევროპას მნიშვნელოვნად ჩამორჩება, თუმცა ქვეყანაში ქარის მრავალი სადგურის მშენებლობის შესაძლებლობა გვაქვს, რასაც ბაზრის ამოქმედებით და შესაბამისი მხარდაჭერის მექანიზმებით შევძლებთ,“ - განაცხადა თორნიკე ბახტურიძემ.



თანამშრომლობის დაწყებას საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი გამოეხმაურა და საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალის შესწავლა-ათვისების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


„ჩვენი ქვეყანა უნიკალურია იმ გაგებით, რომ ელექტროენერგიის გამომუშავების 75% უკვე განახლებად ენერგიაზე მოდის. ბევრი განვითარებული სახელმწიფოსთვის ასეთი მაჩვენებელი კიდევ მრავალი წელი მიუწვდომელი იქნება. ამავდროულად გვაქვს დიდი გამოწვევა, რადგანაც ადგილობრივი გამომუშავება ვერ ეწევა ელექტროენერგიის მოხმარებას და იმპორტის წილი წლიდან წლამდე იზრდება. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანას აქვს განახლებადი ენერგიის შთამბეჭდავი პოტენციალი, მაგრამ ამჟამად ვიყენებთ მის მხოლოდ მცირე ნაწილს: ჰიდროპოტენციალის 22% და ქარის პოტენციალის 2%-ზე ნაკლებს. ჩვენი ასოციაცია მიესალმება შავი ზღვის აუზის ქარის ოფშორული ენერგიის პოტენციალის განვითარებას. ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისა და იმპორტდამოკიდებულების შემცირებისკენ“, — განაცხადა აბრამიშვილმა. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up