საქართველო სულ უფრო ხშირად მოიხსენიება სამაგალითო ქვეყნების სიაში COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის მხრივ - ბულგარული პრესა

საქართველო სულ უფრო ხშირად მოიხსენიება სამაგალითო ქვეყნების სიაში COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის მხრივ - ბულგარული პრესა

access_time2020-04-24 12:57:47

საქართველოში COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის შესახებ ბულგარული პრესა წერს.


„Foreign Policy"-ს მიერ საქართველო სულ უფრო ხშირად მოიხსენიება სამაგალითო ქვეყნების სიაში, COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის მხრივ, რადგანაც ქვეყანაში პრევენციული ზომების გატარება ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირებამდე დაიწყეს“ - წერს გამოცემა 24chasa.


როგორც გამოცემა აღნიშნავს, "Emerging Europe"-ის მიხედვით, ეპიდემიასთან წარმატებული გამკლავების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი საქართველოში არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და მისი წევრი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ინსტიტუტის მუშაობა. სპეციალიზრებული ლაბორატორია იძლევა არა მხოლოდ სწრაფი ტესტირების, არამედ ვირუსის წყაროს დადგენის შესაძლებლობას.


„5 ვარსკვლავიანი სასტუმროები ღებულობენ უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იქ 14 დღიან კარანტინს გადიან. სასტუმროში დაბინავება ითვალისწინებს სამჯერად კვებას და ყოველივე ეს სახელმწიფოს მიერ არის გადახდილი. ამ წუთისთვის ქვეყანაში 13 000 მოქალაქემდე იმყოფება კარანტინში. სასტუმროების უმეტესობა საერთაშორისო კომპანიათა ქსელების წევრებია, თუმცა ბუტიკური ტიპის ადგილობრივი სასტუმროებიც არიან ჩართულნი, რომლებიც მომსახურების მაღალ დონეს სთავაზობენ მოქალაქეებს. სასტუმროები, რომლებიც იღებენ მოქალაქეებს კარანტინისთვის არის როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, როგორც, მაგალითად, ბათუმსა და წინანდალში. ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა - ირანიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე. პრემიერ-მინისტრმა გახარიამ სპეციალური საბჭო შეკრიბა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ირანთან მიმოსვლის შეჩერებასან დაკავშირებით. მეორე შემთხვევის დაფიქსირებისას შეწყდა მიმოსვლა იტალიასთან, ხოლო მესამე შემთხვევისას - 29 თებერვალს, საქართველომ დახურა საკუთარი საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის. დახურულია, ასევე, სასწავლო დაწესებულებები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მიღებულია მკაცრი დამცავი ზომები, როგორიცაა, მაგ., კომენდანტის საათის შემოღება“ - წერს გამოცემა.




სტატიაში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო ნახევარ მილიარდ ევრომდე თანხას გამოყოფს კრიზისთან და მის შედეგებთან საბრძოლველად, ხოლო მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გაცემაზე გასცა თანხმობა. გარდა ამისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა 20 მილიონი ევროთი დაეხმარება საქართველოს, უკვე გამოყოფილ 70 მილიონ ევროზე დამატებით, რომელიც სხვადასხვა პროექტებზე იყო გათვლილი, მაგრამ მოხმარდება კრიზისთან ბრძოლას.



თეგები:
COVID-19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up