„საქართველო სოციალურ და გლობალურ გამოწვევებზე  ორიენტირებულ ფინანსურ დოკუმენტს  საჭიროებს“

„საქართველო სოციალურ და გლობალურ გამოწვევებზე ორიენტირებულ ფინანსურ დოკუმენტს საჭიროებს“

access_time2019-10-12 12:00:38

„სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 14 211.9 მლნ ლარის ოდენობით. მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს მთავარი ფინანსური დოკუმენტი უფრო მეტად არის სოციალურად ორიენტირებული, ვიდრე წინა წლებში იყო. შთამბეჭდავია საბიუჯეტო პროგნოზები, პარამეტრები და დაგეგმილი ღონისძიებები“-ასე აფასებს ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებს, რომლის განხილვებიც პარლამენტში მიმდინარეობს. 


„არსებითია ითქვას, რომ ბიუჯეტი ითვალისწინებს არსებულ რეალობას, ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფას, საზოგადოებრივი ამოცანების შესრულებას, მოსალოდნელ გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებს. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საარჩევნო პერიოდისთვის, ბიუჯეტის დაფინანსებით წარმოდგენილი სოციალური პროგრამები და განსაზღვრული პროგნოზები წარმოადგენს პოლიტიკურ ინსტრუმენტს, რომელიც მორგებულია საზოგადოების იმედებისა და სიმპათიების ზრდაზე.


კვლევები ადასტურებს, რომ ბიუჯეტი მხედველობაში იღებს პოლიტიკური ძალაუფლების განმტკიცებას, პოლიტიკური სივრცის სიმშვიდის შენარჩუნებას, საარჩევნო დაპირებების ასრულებას, პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებასა და საზოგადოების მოლოდინების ზრდას.


ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ საბიუჯეტო რესურსების ზრდისა და მისი ხარჯვის ეფექტიანობის საფუძველს ქმნის სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტებისა და პოლიტიკური სისტემების მუშაობა. ვინაიდან ქვეყანაში განგრძობადი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია, ბიუჯეტის შეფასებაც პოლიტიკურ კონტექსტში ხდება. ქვეყნის პრობლემების საფუძველი კი სახელმწიფოს საკადრო გაღარიბებაა (დაარა მხოლოდ უფულობა).


ხაზგასასმელია, რომ შთამბეჭდავი კომპოზიციის საბიუჯეტო პოლიტიკის მიუხედავად, კვლავ მაღალი რჩება: ცხოვრების ხარჯი, სოციალური რისკები, უთანასწორობა, მართვის არაეფექტიანობა, არასტაბილური წონასწორობა და გლობალური გამოწვევებისადმი მოწყვლადობა.


დაბოლოს აღვნიშნავ, რომ საჭიროა საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი იყოს, როგორც სოციალურ ისე გლობალურ გამოწვევებზე (საჭიროა თავდაცვის დაფინანსების ზრდა) ორიენტირებული ქვეყნის ფინანსური დოკუმენტი“-აღნიშნავს რატი აბულაძე. 


საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო ვალის მოცულობა 2020 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 22 681.7 მილიონი ლარით განისაზღვრება. როგორც კანონის პროექტშია აღნიშნული, სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა – 17 711.7 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალისა − 4 970.0 მილიონი ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.



ამასთან, აღნიშნული მაჩვენებლების გაანგარიშებისას გამოყენებულია გაცვლითი კურსები 27 სექტემბრის მდგომარეობით: 1 აშშ დოლარი = 2.98 ლარი; 1 ევრო = 1.09 აშშ დოლარი.


კანონის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა გადაანგარიშდება შესაბამის პერიოდში მოქმედი გაცვლითი კურსის მიხედვით. ამასთან, 2020 წელს საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე - 1 320.0 მილიონი ლარი, საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე კი 390.0 მლნ ლარი დაიხარჯება.


საქართველოს პარლამენტში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტს მხარი უკვე დაუჭირა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა.



სოფო ქსოვრელი 






მერია რესტორნებსა და კლუბებს ღია სივრცეებს უსასყიდლოდ დაუთმობს

მერია რესტორნებსა და კლუბებს ღია სივრცეებს უსასყიდლოდ დაუთმობს
access_time2020-07-15 12:19:11
კულტურის სფეროში არსებული კრიზისის დასაძლევად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა აღნიშნული სფეროს დაფინანსებას ზრდის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მისი თქმით, გაფართოვდა შემოქმედებითი ინდუსტრიების ჩამონათვალიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დარგის მდგრადი განვითარებისთვის შესაძლებელი გახდება, საკონკურსო პროექტის ფარგლებში, ხელოვანების საქმიანობისთვის საჭირო მოწყობილობების დაფინანსება.   „ჩვენ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

ივნისში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა

ივნისში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა
access_time2020-07-15 11:00:57
უძრავი ქონების სერვისების გლობალურმა კომპანია Colliers international Georgia-მ  პანდემიამდე, პანდემიის პერიოდსა და რეაბილიტაციის ეტაპზე უძრავი ქონების ტრანზაქციების კვლევა ჩაატარა. როგორც კვლევაში ჩანს, თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების მაჩვენებელი მარტის პირველივე კვირიდან დაიწყო, ტრანზაქციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი აპრილის ბოლო კვირას დაფიქსირდა. 6 მაისიდან, როდესაც იუსტიციის სახლები სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ, ბინების ტრანზაქციების...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს
access_time2020-07-15 10:00:20
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...


მსგავსი სიახლეები

up