საქართველო Sirha 2021-ში კეცის კონცეფციით მონაწილეობს

საქართველო Sirha 2021-ში კეცის კონცეფციით მონაწილეობს

access_time2021-09-25 21:00:25

ქართველი შეფმზარეულები და გასტრონომიული საზოგადოების წარმომადგენლები საფრანგეთში მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ გასტრონომიულ კონკურსში “Bocuse-d’Or” და საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენაში “Sirha 2021” მონაწილეობენ. გასტრონომიული კონკურსი “Bocuse-d’Or” 23 სექტემბერს გაიხსნა და 27 სექტემბერს დასრულდება.

87 კონკურსანტი ქვეყნიდან, ფინალურ შეჯიბრში 21 ქვეყნის წარმომადგენელი იასპარეზებს.

საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ გამოფენაზე >თიხის კეცების კონცეფციის შთაგონებით შექმნილი სტენდით წარსდგა. საქართველოში ქვევრის, თიხის ჭურჭლისა და კეცის წარმოება უძველესი არტეფაქტებით დასტურდება.

საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენაში ხელს უწყობს ქართული გასტრონომიული კულტურის პოპულარიზაციას, გასტროტურიზმის, აგროტურიზმისა და ეკოტურიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. გამოფენაზე ათიათასობით სტუმარს საშუალება ექნება გაეცნოს ქართულ პროდუქტებს.

2019 წელს საქართველო ოფიციალურად გახდა Bocus d’or-ის ოჯახის წევრი და პროექტ “Georgia – The Art of Feast – საქართველო, როგორც სუფრის ხელოვნებას” ჩაეყარა საფუძველი, რომლის ფარგლებშიც, საქართველო საერთაშორისო გამოფენაზე წარდგა.

პროექტი საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება, ოფიციალური მხარდამჭერები კი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არიან.







საქართველოში ყველის ძირითადი იმპორტიორი გერმანიაა

საქართველოში ყველის ძირითადი იმპორტიორი გერმანიაა
access_time2021-11-28 21:00:55
საქართველოდან ყველის ექსპორტი 41%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 101.9 ტონა ყველის ექსპორტში $642.6 ათასის შემოსავალი...

მატარებელი ფრთებით - განვითარების რა ეტაპზეა რკინიგზა მსოფლიოში

მატარებელი ფრთებით - განვითარების რა ეტაპზეა რკინიგზა მსოფლიოში
access_time2021-11-28 22:30:05
...

რატომაა აუცილებელი საპორტო სიმძლავრეების გაზრდა საქართველოსთვის

რატომაა აუცილებელი საპორტო სიმძლავრეების გაზრდა საქართველოსთვის
access_time2021-11-29 00:00:11
...

ქართული წვენების ექსპორტი გაიზარდა - შემოსავალი $8 მილიონს აჭარბებს

ქართული წვენების ექსპორტი გაიზარდა - შემოსავალი $8 მილიონს აჭარბებს
access_time2021-11-28 19:00:46
2021 წლის იანვარ-ოქტომბერში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველომ ხილის და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 22%-ით, 6.7 ათას ტონამდე გაზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, $6.5 მილიონიდან $8.2 მილიონამდე გაიზარდა ექსპორტიდან მიღებული...

როგორ მუშაობს პროექტი ,,იმუშავე საქართველოდან“

როგორ მუშაობს პროექტი ,,იმუშავე საქართველოდან“
access_time2021-11-28 18:00:19
პროექტ ,,იმუშავე საქართველოდან“ ამოქმედებიდან დღემდე, 3129 უცხოელი დარეგისტრირდა, საიდანაც 501 აპლიკანტს უარი ეთქვა - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების ეროვნულ ადმინისტრაციაში განაცხადეს. უწყების ცნობით, ქვეყნაში უკვე შემოსულია 1 117 პირი, რაც პოტენციურად 6 თვის განმავლობაში 14 მლნ...


მსგავსი სიახლეები

up