ვახტანგ ჭარაია:  შუაში ვიხლიჩებით - როგორ აისახება საქართველოზე აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი

ვახტანგ ჭარაია: შუაში ვიხლიჩებით - როგორ აისახება საქართველოზე აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი

access_time2018-07-10 09:00:00

„ისტორიაში ყველაზე მსხვილი სავაჭრო ომი დაიწყო,“ - სწორედ ასე აფასებს თსუ-ს ანალიტიკისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია ბოლო დღეებში ამერიკასა და ჩინეთს შორის განვითარებულ მოვლენებს.


მოგეხსენებათ, მსოფლიოს ნომერ პირველმა ეკონომიკამ-ამერიკამ მსოფლიოში რიგით მეორე ეკონომიკას ჩინეთს 34 აშშ. მლრდ. დოლარის ტარიფები დაუწესა. თავის მხრივ, არც ჩინეთს დაუგვიანებია და ზუსტად იმავე მოცულობის ტარიფები დაუწესა აშშ-ს.


პარალელურად ბაზების დინამიკის გათვალისწინებით, Bank of America Corp-ი იუწყება, რომ საფონდო  ბაზარაზე შეიძლება 1998 წლის კრიზისიც კი  გამეორდეს. როგორც ბანკის ექსპერტები ამბობენ, მსოფლიო ბაზარზე დღეს სწორედ 20 წლის  წინანდელი  პროცესები მიმდინარეობს.


გლობალურად ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების ფონზე, „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა გავლენა შესაძლოა იქონიოს აღნიშნულმა 12 მლრდ. ლარის ოდენობის ბიუჯეტის მქონე საქართველოზე.

 

როგორც ვახტან ჭარაია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, თუ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსგავსი პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღებას ისევ განაგრძნობს, ამ ნაბიჯებმა შესაძლოა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს მთელ მსოფლიოში და საერთაშორისო ეკონომიკა დაამუხრუჭოს. არაა გამორიცხული შედარებით ძლიერმა ქვეყნებმა მათზე სუსტ ქვეყნებს მსგავსი ტარიფები დაუწესონ. რაც შეეხება საქართველოს, პარტნიორი ქვეყნებისგან ნეგატიური პოზიციების დაფიქსირება მოსალოდნელი არაა, თუმცა მთავარი საფრთხე ორ მსხვილ ქვეყანას შორის მოქცევაშია.


საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან, რაზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ. ამავე დროს ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ანუ  შუაში ვიხლიჩებით. ერთის მხრივ ამერიკასთან გვინდა მეგობრობა, მეორეს მხრივ კი - ჩინეთთან გვინდა ბევრი ვაჭრობა და ბევრი ინვესტიცია. დღეის მდგომარეობით, ეს ორი ფაქტორი ერთამენთს არ გამორციხავს, მაგრამ მიმდინარე მოვლენების ფონზე, შესაძლოა ხვალ აღნიშნული ნეგატიურად აისახოს საქართველოზე. თუ ტრამპი განაგრძობს ასეთ პოპულიზმს და ყოველგვარი ეკონომიკური გათვლების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებას, დიახ, ჩვენ შესაძლოა ამ ყველაფერმა ალტერნატივის წინაშე დაგვაყენოს და არჩევანის გაკეთება მოგვიწიოს. მსგავს სიტუაციებში კი, როგორც წესი, საქართველო ყოველთვის წაგებული რჩება“,- განმარტავს ვახტანგ ჭარაია.



კითხვაზე თუ რა ხდება დღეს მსოფლიო ბაზარზე და რატომ აქვს ტრამპს მსგავსი ხისტი პოლიტიკა, ვახტან ჭარაია პასუხობს, რომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ამერიკის უახლესი ისტორიიდან არცერთ წინამორბედს არ ჰგავს და მისი მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის.

 

„ის არის ექსტრაორდინალური. აქვს თავის ხედვა ყველაფერზე, რაც ძირითადად  სრულიად პოპულისტური და დაუფიქრებელია. თუნდაც ბიზნესი ავიღოთ,  ტრამპს არ მოსწონს ამერიკული პროდუქცია საზღვარგარეთ რომ იწარმოება. მაგალითად, „ეფლის“ ტელეფონები. რეალურად, აშშ-ში მისი გადმოტანის შემდეგ პროდუქტი 700 აშშ. დოლარის ნაცვლად  დაჯდება 4 ათასი ამერიკული დოლარი, ანუ წამგებიანი ინიციატივაა და ეს მანაც იცის, მაგრამ ამ გზით მოსახლეობის ურავლესობაზე ახდენს გავლენას. ასევე, ის ეკითხება მოსახლებას, რატომ უნდა მუშაობდნენ ამერიკაში მექსიკელები, მაშინ როცა თავად ამერიკის მოქალაქეები უმუშევრები არიან. არადა, მექსიკელები მუშაობენ დაბალანაზღაურებად სამსახურებზე, რაც ამერიკის მოქალაქეს ნამდვილად არ აწყობს, ამაზე კი არავინ საუბრობს. მოკლედ ამ გზით მას სურს რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება და ისტორიაში სწორედ ამ გზით მოხვედრა“,- განმარტავს ჭარაია.

 

რაც შეეხება უშუალოდ ჩინეთთან მიმართებაში მიმდინარე მოვლენებს, ვახტანგ ჭარაია არ გამორიცხავს, რომ ასეთი სპეციფიკური სიტუაციის გამო მოფლიომ ირიბად მაინც მხარი ჩინეთს დაუჭიროს.

 

„ჩინეთი  ამერიკის ყველა გადაწყვეტილებას ადეკვატურად პასუხობს და ამბობს, რომ იძულებულია ასე მოიქცეს, რადგან სხვა გზა აღარ დარჩა. გარდა ამ მოცემულობისა, როცა ვხედავდ როგორი ხისტია ტრამპი მსოფლიო პოლიტიკაში (მან არ მოისურვა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა; ასევე თქვა, რომ შესაძლოა ამერიკა გამოვიდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან, საიდანაც არასდროს არავინ გამოსულა), დანარჩენი ქვეყნები აკვირდებიან პროცესებს. ამას ხედავს ევროპაც და იცის, რომ შესაძლოა ხვალ ჩინეთის მსგავსად მისი ჯერი დადგეს, ამიტომ ირიბად მაინც სავაჭრო ომში მხარს ყველა ჩინეთს დაუჭერს. იმედია ასე არ გაგრძელდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხელი თუ არა ცივი ომი არ აგვცდება“,- აღნიშნავს ვახტანგ ჭარაია.

 

და ბოლოს, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა ამერიკის სახელით ჩინეთს 34 აშშ. მლრდ. დოლარის ტარიფი დაუწესა, იქვე დაანონსა, რომ შესაძლოა ციფრი კიდვე 200 მლრდ.-მდე, შემდგომ კი 300 მლრდ.-მდეც კი გაიზარდოს. ჩინეთი კი ყველა რეაქციაზე ადეკვატური პასუხის გაცემას აპირებს.

 



სალომე ლემონჯავა

 






ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან დაკავშირებით საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო

ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან დაკავშირებით საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო
person access_time2018-09-22 20:56:01
„რაც შეეხება კულტივაციას, ვფიქრობ რომ ამ ნაწილში მეტი კომუნიკაცია იყო საზოგადოებასთან საჭირო. ამის გამო, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდა მიიღო გადაწყვეტილება რომ შეაჩეროს მეორე ინიციატივა და გავმართოთ დამატებითი კონსულტაციები ყველა მხარესთან ვინც დაინტერესებულია“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბარში საქართველოს...

ქუთაისის პარლამენტი - „ოლიმპიკ არენად“ შენობის ფუნქციაზე ინიციატივა უკვე გაჩნდა

ქუთაისის პარლამენტი - „ოლიმპიკ არენად“  შენობის ფუნქციაზე ინიციატივა უკვე გაჩნდა
person access_time2018-09-21 19:00:00
საქართველოს პარლამენტი პლენარული სხდომების ფორმატში საქმიანობას მომავალი წლის იანვრიდან სავარაუდოდ, დედაქალაქში გააგრძელებს, უკვე აქტიურად მიდის მსჯელობა რა ბედი ეწევა ქუთაისში მდებარე შენობას. პროცესებში ჩართულნი არიან სხავდასხვა ორგანიზაციებიდან. მათ შორის ერთ-ერთი ინიციტივა იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე რევაზ რობაქიძემაც წამოაყენა. მისი თქმით, პარლამენტის დღევანდელი შენობა ქუთაისში  „ოლიმპიკ არენად“  უნდა გადაკეთთდეს. აღნიშნულს რობაქიძე რამდენიმე არგუმენტით...

დანიის უმხსვილესმა ბანკმა რუსული მილიარდების გათეთრება აღიარა

დანიის უმხსვილესმა ბანკმა რუსული მილიარდების გათეთრება აღიარა
person access_time2018-09-21 20:00:55
...

„ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ღვინის წარმოებას იწყებს

„ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ღვინის წარმოებას იწყებს
person access_time2018-09-21 18:00:00
ღვინის ბრენდი „ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ხიხვით და ქისით შერეული ღვინის წარმოებას იწყებს. თავდაპირველად 1 000 ლიტრი სუფთა წვენი დაიწურება, რაც ჯამში დაახლოებით 1 400 ბოთლს შეადგენს. 2019 წლის სექტემბერში კი ღვინო მაღაზიების დახლებზე გამოჩნდება.   როგორც „კომერსანტს“ კომპანიის დამფუძნებელმა ვლადიმერ ბოისამ განუცხადა, მისი კომპანიისთვის წლევანდელი წელი საუკეთესო იქნება, რადგან  კარგი მოსავლი მიიღო.  სწორედ ამიტომ, ბრენდის მცირე წარმოებაში „ბოისას“ სავაჭრო...

„საქართველოს ბანკის“ ტექდათვალიერების ბაზარზე შემოსვლით მონოპოლია იქმნება”

„საქართველოს ბანკის“ ტექდათვალიერების ბაზარზე შემოსვლით მონოპოლია იქმნება”
person access_time2018-09-21 14:30:49
„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ბაზარზე მონოპოლიის საფრთხე არსებობს. ამის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up