„საქართველო - სათხილამურო სპორტის ქვეყანა!“ – საქართველოს შესაძლოა ახალი სლოგანი ჰქონდეს

„საქართველო - სათხილამურო სპორტის ქვეყანა!“ – საქართველოს შესაძლოა ახალი სლოგანი ჰქონდეს

access_time2016-05-09 11:44:56

სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალი და სათხილამურო სპორტის განვითარების პერსპექტივები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებთან გამართა.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა ზამთრის სპორტის განვითარების მნიშვნელობას, საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობისა და მთის პოტენციალის გამოყენების მიზნით.


სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები და საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.



საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ახლადარჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა პატრიკ ლანგმა გამოთქვა სურვილი, საკუთარი გამოცდილება და მნიშვნელოვანი კონტაქტები გამოიყენოს საერთაშორისო პროექტების განსახორციელებლად და საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატების ჩასატარებლად.


„ამჟამად მე ვარ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ჩემთვის საპატიოა, რომ შემიძლია ჩემი გამოცდილებით სარგებელი მოვუტანო საქართველოს, რათა სრულად გამოვიყენოთ მისი უმშვენიერესი მთის რეგიონების პოტენციალი. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა ასეთი სლოგანისა და ლოგოს პოპულარიზაცია: „საქართველო - სათხილამურო სპორტის ქვეყანა!“ ამ მხრივ საქართველოს შესახებ კარგად არ არის ცნობილი, მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ზამთრის სპორტისთვის კარგად განვითარებული ოთხი რეგიონი. ჩემი სურვილია, მთავრობასთან ერთად განვიხილოთ ბავშვებს შორის სათხილამურო და ზამთრის სხვა სპორტის სახეობების პოპულარიზაციისა და ამ მიზნით საგანმანათლებლო სამუშაოების ჩატარების გზები. ჩვენი მიზანია ახალგაზრდების ჩართვა ამ მხრივ პოტენციალის სრულად გამოყენების პროცესში,“ – განაცხადა პატრიკ ლანგმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.


ცნობილი ჟურნალისტი პატრიკ ლანგი არის ევროპის, იაპონიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ჟურნალებისა და ინტერნეტ გამოცემების კორესპონდენტი. იგი FIS-ის მსოფლიო თასის ჩემპიონატის დამაარსებლის - სერგი ლანგის შვილია. პატრიკ ლანგი არაერთი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორია.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრნენ.

 



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

“ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

“ვენდი” მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს  24/7-ზე ემსახურება
access_time2020-10-23 17:15:26
“ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით  24/7-ზე შეუძლიათ.   ““ვენდის” რესტორნების ქსელი ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს...

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს
access_time2020-10-23 20:00:04
Starbucks-ის ონლაინ დამატება კომპანიას უპროცენტო საკრედიტო დარბაზთან წვდომას და დამატებით შემოსავალს აძლევს.   საქმე იმაშია, რომ ყავახანების ქსელი სასაჩუქრე ბარათებზე დარჩენილ...

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა
access_time2020-10-23 16:30:10
იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2020 წლის 21 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, იზოლაციაში განთავსდებიან 8 დღით, შემდეგი წესის შესაბამისად:   ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის...


მსგავსი სიახლეები

up