საქართველო სამეცნიერო კვლევებზე ისრაელთან შედარებით 16-ჯერ ნაკლებს ხარჯავს

საქართველო სამეცნიერო კვლევებზე ისრაელთან შედარებით 16-ჯერ ნაკლებს ხარჯავს

access_time2021-11-01 17:00:07

სამეცნიერო კვლევებზე 2020 წელს საქართველოში, 2019 წელთან შედარებით, 5.7%-ით მეტი  148.2 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც მშპ-ის 0.3%-ა. ეს კი, მშპ-სთან შეფარდების ჭრილში, გერმანიასთან შედარებით 10-ჯერ, შვეიცარიასთან შედარებით 11-ჯერ და ისრაელთან შედარებით კი 16-ჯერ ნაკლებია. 

 


მკვლევართა 67.4% დოქტორი ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონეა, 30.4% მაგისტრი და 2.2% ბაკალავრი. რაც შეეხება მკვლევარების განაწილებას ასაკის მიხედვით, ქალებში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე (22.5%), ხოლო მამაკაცებში - 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფზე (31.9%).

 


მკვლევარების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობენ, რომელთა საერთო რიცხოვნობა 2 769 ადამიანს შეადგენს (23.3%). ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 474 პირია დასაქმებული.

 



განათლებასა და კვლევებში ჩადებული ინვესტიცია გრძელვადიანია და ამონაგების მიღებას წლები, ზოგ შემთხვევაში კი ათწლეულები სჭირდება. კვლევებზე დახარჯული თანხა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია. 2018 წლის მონაცემებით ისრაელი სამეცნიერო კვლევებზე მშპ-ის 4.9%-ს ხარჯავდა, კორეა 4.5%-ს, შვეიცარია 3.4%-ს, იაპონია 3%-ს, გერმანია 3.1%-ს. აშშ 2.8%-ს. საქართველო კი 0.3%-ს. მეზობელი სახელმწიფოებიდან სამეცნიერო კვლევებზე თურქეთი მშპ-ის 1%-ს ხარჯავს, რუსეთი ასევე 1%-ს, აზერბაიჯანი და სომხეთი თითოეული 0.2%-ს.

ისრაელის მშპ 2018 წელს $370 მლრდ იყო, შესაბამისად მისი 4.9% $18 მლრდ-ს ტოლია. იმავე 2018 წელს საქართველოს მშპ $17.6 მლრდ-ს უდრიდა. რომლის 0.3%-ც 53 მლნ დოლარია. რაც იმას ნიშნავს, რომ თანხობრივ გამოსახულებასი 2018 წელს ისრაელმა საქართელოსთან შედარებით სამეცნიერო კვლევებზე 340-ჯერ მეტი თანხა დახარჯა.



 



ნავთობით მდიდარი არაბული ქვეყნები ტენდენციას აცდენილია. ყატარი სამეცნიერო კვლევებზე 0.5%-ს ხარჯავს, ქუვეითი 0.1%-ზე ნაკლებს. გამონაკლისს არაბთა გაერთიანებული საამიროები წარმოადგენს, რომელიც კვლევებზე მშპ-ის 1,3%-ს ხარჯავს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up