საქართველო სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდება

საქართველო სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდება

access_time2019-07-12 16:16:11

საქართველო, როგორც 146-ე წევრი სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდა. ეს საშუალებას მოგვცემს უკეთ ვმართოთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მდიდარი მცენარეული გენეტიკური რესურსი. საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო აიღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს მცენარეთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნებას მსოფლიო მასშტაბით, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.



ხელშეკრულებაზე ახალი ხელმომწერი ქვეყნების შემოერთებას, ისევე როგორც დოკუმენტით გათვალისწინებულ შემდგომ პროცესებს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) არეგულირებს.



საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნები სარგებლობენ სხვადასხვა უპირატესობით, მათ შორის მცენარეთა გენეტიკური მასალების მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ბანკზე წვდომით. ამასთან, საქართველოს ექნება უფლება პროექტების მხარდასაჭერად მიმართოს „სარგებლის გაზიარების ფონდს“, რომელიც მხარს უჭერს განვითარებად ქვეყნებს შეინარჩუნონ და მართონ მცენარეთა გენეტიკური რესურსები სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის.




საქართველოს, მცენარეული კულტურების კულტივაციის მდიდარი ისტორია გააჩნია. „საერთაშორისო კონსერვაციის“ მიხედვით, ქართული თავთავიანი კულტურები (პურის მარცვლეული) და პარკოსანი მცენარეები წარმოადგენენ „ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილს“. საქართველო დასავლეთ აზიური კულტურის მცენარეთა წარმოშობის ცენტრია და ქერის, ხორბლის, პარკოსნების, ვაზისა და მრავალი სახეობის ხილის სამშობლოდ ითვლება.
„ჩვენ მივესალმებით საქართველოს, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების უახლეს წევრს. საერთაშორისო ხელშეკრულების თანამეგობრობაში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მცენარეთა გენეტიკური რესურსების მართვისთვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსების მრავალფეროვნების კონსერვაციის, სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისათვის. გვჯერა, რომ საქართველოსთან ერთად მნიშვნელოვან ამოცანებზე ვიმუშავებთ“, - განაცხადა საერთაშორისო ხელშეკრულების მდივანმა, კენტ ნადოზიმ.



საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებაში გაწევრიანება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელოვან შედეგად შეაფასა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნ იელემ. „საერთაშორისო ხელშეკრულებაში გაერთიანება წარმოადგენს საკვანძო ეტაპს საქართველოსთვის, მისი მრავალფეროვანი მცენარის ჯიშებისა და სახეობების, მდგრადი სოფლის მეურნეობის და უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის“, - აღნიშნა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნ იელემ.



საქართველო უკვე არის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ევროპული კოოპერაციის პროგრამის და არაერთი სხვა საერთაშორისო ხელშეკრულების წევრი. მათ შორის: ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენცია, საერთაშორისო მცენარეთა დაცვის კონვენცია, მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენცია, კიოტოს პროტოკოლი კლიმატის ცვლილების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის ფარგლებში და გაეროს კონვენცია გაუდაბნოებასთან ბრძოლის მიზნით.









Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?

Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?
access_time2019-07-15 20:00:03
საქართველო  რუსი ტურისტებისთვის გარდაიცვალა. ბოლო თვითმფრინავი მოსკოვიდან თბილისში 7 ივლისს გაფრინდა - წერს Комсомольская правда. (მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად. იხ....

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ - „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ -  „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე
access_time2019-07-16 09:00:55
„ძირი გამოეთხარა სამშენებლო ბიზნესს. ამდენი რეგულაცია ერთდროულად რომ მოგვაყარეს, გზას აღარ გვიტოვებენ. აღარ ვიცით, როგორ განვაგრძოთ საქმიანობა. ხომ შეიძლებოდა, მთავრობას ეთქვა, მაგალითად 2020 წელს ამოქმედდება ყველა რეგულაცია ერთდროულად და ჩვენც გონივრული ვადა გვექნებოდა ეს ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა. შესაბამისად დაგვეგეგმა ჩვენი ბიზნესებიც. ახლა ერთ პროექტს რომ იწყებ, ორ თვეში გეუბნებიან ვეღარ განაგრძობო... ძალიან რთული...

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)
access_time2019-07-15 17:00:35
წინანდლის მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სილქ როუდ ჯგუფი ახალ სამსართულიან სასტუმროს Park Hotel აშენებს, რომელიც პირველ სტუმრებს უკვე აგვისტოში მიიღებს.  სასტუმროს ინვესტიცია დაახლოებით 4 მილიონი...

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს
access_time2019-07-15 15:30:22
„სიმართლე გითხრათ, თქვენგან გავიგე მორიგი რეგულაციის შესახებ. თავად ცვლილება შეიძლება სწორიც იყოს, რადგან პირობითად, 5-სართულიან პროექტს კიდევ 2 სართულს რომ ამატებს, მშენებლობის პროცედურის თავიდან დაწყება სამართლიანია. პრობლემა აქ სხვა რამეშია და ეს ბევრად მტკივნეული თემაა - რეგულაციებს რეგულაციებზე აცხობენ და ახალს ისე გამოგიცხობენ, რომ აზრზე არ ხარ. შენ კი უნდ ადგე და ყველაფერს მოერგო. ბიზნესისთვის ასე მარტივი არაა ეს ამბავი“,- აცხადებს...

“ავერსი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, დღემდე ვერ ახერხებს დაავადებული ფიჭვებისგან “ინფექციური საავადმყოფოს“ ტერიტორიის გაწმენდას

“ავერსი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, დღემდე ვერ ახერხებს დაავადებული ფიჭვებისგან “ინფექციური საავადმყოფოს“ ტერიტორიის გაწმენდას
access_time2019-07-15 14:00:07
ფიჭვებზე გავრცელებული დაავადების გამო, ფაქტობრივად, თბილისში ამ სახეობის ჯანსაღი ხე აღარ არსებობს. დაავადების ყველაზე მასშტაბურ ცენტრად თავის დროზე მერია საბურთალოს ტერიტორიას ასახელებდა.  კერძოდ, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ეზოს და ე.წ. წითელ ბაღს. ამის შესახებ “კომერსანტი“  ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წერდა.  მართალია,  მერიამ დაავადებული ხეების ჭრა “წითელ ბაღში“ დაიწყო და ახალი ნარგავებიც გააშენა, მაგრამ ინფექციური...


მსგავსი სიახლეები

up