„საქართველო საერთაშორისო კომპანიების შემოსვლით პოტენციალს ვერ ითვისებს, რადგან კანონმდებლობა არასრულყოფილია“

„საქართველო საერთაშორისო კომპანიების შემოსვლით პოტენციალს ვერ ითვისებს, რადგან კანონმდებლობა არასრულყოფილია“

access_time2019-12-09 10:45:00

ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ 2018 წლის ივნისში განაცხადა.


„საქართველოში მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიების შემოსვლის უზრუნველსაყოფად, მხარს ვუჭერთ, რომ ამ კორპორაციების წარმომადგენლობები, რომლებიც საქართველოში დაფუძნდებიან და ჩვენი ქვეყნიდან გაყიდიან სერვისებს, მათ ყველა ტიპის გადასახადი ფიზიკურ დონეზე გავუნულებთ. ეს იქნება წინაპირობა იმისთვის, რომ ასეთი მსხვილი ორგანიზაციები საქართველოთი დავაინტერესოთ,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო კომპანია მოგების გადასახადით  დაიბეგრება 5%-იანი განაკვეთით, ხოლო კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი არ დაიბეგრება. სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ეს კომპანიები საერთაშორისო კომპანიის სტატუსს მიიღებენ, რის შედეგადაც შემდეგი გადასახადებისგან გათავისუფლდებიან: დღგ-სგან, მის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახურების  გაწევისას; დაქირავებული პირისათვის ხელფასის გაცემისას საშემოსავლო გადასახადის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ვალდებულებისგან; ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისგან, თუ ეს ქონება გამიზნულია ან გამოიყენება  საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობისთვის.


განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად ტრანსნაციონალური კომპანიები საქართველოში საქმიანობით მაინც არ ინტერესდებიან. ბიზნესის ანალიტიკოსჯაბა თარიმანაშვილმთავარ პრობლემას კანონმდებლობის არასრულყოფილებაში ხედავს.



„საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, რომელიც 2019 წლის ივნისში გამოქვეყნდა, საქართველო ვერ ითვისებს პოტენციალს  საერთაშორისო კომპანიებ შემოსვლით, რადგან კანონმდებლობა დაუსრულებელი და არასრულყოფილია. 23– მუხლის შესაბამისად, განისაზღვრა, რომ საერთაშორისო კომპანია არის საქართველოს საწარმო, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობებს ახორციელებს და შემოსავალს მხოლოდ ამ საქმიანობებიდან იღებს. საერთაშორისო კომპანიის სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა. აღნიშნული ცვლილება საერთაშორისო ბიზნესის საქართველოში წარმოების დასაწყისისთვის უმნიშვნელოვანესია. თუმცა, ღემდე მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობების ჩამონათვალი არ არის, - აცხადებს ჯაბა თარიმანაშვილი.


მისი განმარტებით, დღემდე საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები საგადასახადო კანონმდებლობის შეუსაბამობის გამო ვერ მართავდნენ საერთაშორისო სანაოსნო კომპანიებს, ასევე პრობლემატური იყო საერთაშორისო ლოგისტიკის და ვაჭრობის განხორციელებაც.


„ბოლო პერიოდში წამოწყებული სავაჭრო ომების პრობლემატიკა აშშ ჩინეთსა და ევროპას შორის, გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზეც იქონია უარყოფითი გავლენა. მიუხედავად ამისა, საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს, როგორც ჩინეთთან ასევე ევროპასთან და გარკვეული პრეფერენციები აშშსთან, ვერ ითვისებს პოტენციალს“, - განმარტავს ჯაბა თარიმანაშვილი.


მულნიტაციონალური, იგივე ტრანსნაციონალური კომპანიები ისეთი კომპანიებია, რომლებსაც შენობა და სხვა აქტივები ერთზე მეტ ქვეყნაში აქვთ განთავსებული. ხშირ შემთხვევაში ასეთი კომპანიები ერთ რომელიმე ქვეყანაშია დაფუძნებული და ცენტრალური, სათავო ფილიალის მეშვეობით იმართება. ასეთი კომპანიის მაგალითია ამერიკული „ვოლმარტი“, იაპონური „ტოშიბა“ და გერმანული BMW.


ნინო თამაზაშვილი 




საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლიცენზიის მქონე პირბადეები YES Hackathon Contain COVID-19-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლიცენზიის მქონე პირბადეები YES Hackathon Contain COVID-19-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია
access_time2020-08-13 12:55:55
ავტორი: ანა ბიბილეიშვილი კორონავირუსმა მასშტაბური ნეგატიური გავლენის პარალელურად, გაგვაცნო ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რათა სამყარო უკეთესი გახდეს და ახალ რეალობაში თითოეული ადამიანი მარტივად ადაპტირდეს. ახალგაზრდული სამეწარმეო პოტენციალის მობილიზებისთვის მარტის თვეში ფონდმა „კრისტალმა“ USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ...

„მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა

„მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა
access_time2020-08-13 14:10:52
საქართველოს საფონდო ბირჟაზე თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის სს  „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები დაილისტა. B კლასის აქციები (ISIN GE1100003932) დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში და სავაჭრო სისტემაში. აქციებს საბირჟო კოდი (ტიკერი) - MEHBB მიენიჭა. ბირჟაზე B ჯგუფის 54,476,929 ლარის ჯამური ნომინალური ღირებულების აქცია დაილისტა, თითოს ნომინალის ფასი 1 ლარია. კომპანიას ასევე გამოშვებული აქვს A კლასის 6 052 993 აქცია,...

„ოცნებასთან“ დაკავშირებულმა სასტუმროებმა მილიონები მიიღეს, მაშინ როცა სხვა სასტუმროები უსახსროდ დარჩნენ - გიორგი ვაშაძე

„ოცნებასთან“ დაკავშირებულმა სასტუმროებმა მილიონები მიიღეს, მაშინ როცა სხვა სასტუმროები უსახსროდ დარჩნენ - გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-13 15:20:10
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტურიზმის ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კრიზისის შედეგად უამრავ სასტუმროს დახურვა მოუწია, რის შედეგადაც ათასობის სამუშაო ადგილი დაიკარგა ქვეყნის მასშტაბით. ვაშაძის თქმით, კორონავირუსით შექმნილი კრიზისი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პარტნიორებისთვის კარგი ბიზნესი აღმოჩნდა, რომლებმაც, მხოლოდ 21 კომპანიისთვის 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომელთა მფლობელებიც მმართველი გუნდის...

BAG-ის გამოკითხული წევრების 72.2% მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები, რაც ხელს უშლის მათ ბიზნეს საქმიანობას

BAG-ის გამოკითხული წევრების 72.2% მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები, რაც ხელს უშლის მათ ბიზნეს საქმიანობას
access_time2020-08-13 11:59:16
მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების 72.2% განაცხადა, რომ არსებობს მათი ბიზნეს საქმიანობისთვის ხელისშემშლელი თუნდაც ერთი ფაქტორი. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირებულია პირველი კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევასთან შედარებით, როდესაც საქმიანობისათვის ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობაზე გამოკითხულთა 86.5%  საუბრობდა. პირველი კვარტლის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, COVID პანდემიით იყო განპირობებული, რაც...

პანდემიის გამო „ვითიბი“ ბანკს „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა გაეზარდა

პანდემიის გამო „ვითიბი“ ბანკს „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა გაეზარდა
access_time2020-08-13 12:00:22
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ზარალი სესხების შესაძლოა დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 6-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ეს მონაცემი 37,890,502 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 6,920,718 ლარი. 2020 წლის II კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, „ვითიბი“ ბანკის ზარალმა 26,095,611 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც...


მსგავსი სიახლეები

up