საქართველო საერთაშორისო იურიდიულ ფორუმს მასპინძლობს

საქართველო საერთაშორისო იურიდიულ ფორუმს მასპინძლობს

access_time2019-09-06 12:00:34

საქართველო საერთაშორისო იურიდიულ ფორუმს მასპინძლობს, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობასა და თანამშრომლობის პროცესში საქართველოს როლსა და პოტენციალს ეხება.


საერთაშორისო იურიდიული ფორუმი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის, ჰონგ კონგის ადვოკატთა ასოციაციის, ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებას ესწრებიან იურისტები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან.



ღონისძიება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანა ჩერნიშოვა, ჰონგ კონგის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მელისა პანგი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მარია სლაზაკი და სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები გამოვიდნენ.


საერთაშორისო იურიდიული ფორუმი ეძღვნება ჩინეთის – „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ეკონომიკურ ინიციატივას და მის ფარგლებში საქართველოს როლს, გახდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ეკონომიკური და სამართლებრივი ჰაბი. ფორუმის ფარგლებში ასევე მიმოიხილავენ ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და ინვესტიციების სამართლებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. საუბარი შეეხება მედიაციის ინსტიტუტის მნიშვნელობასა და იურიდიულ პროფესიებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გზებს.

ფორუმი დღეს გაიხსნა და 7 სექტემბერს ღვინის ტურით დასრულდება.




იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა
access_time2020-07-13 11:30:32
2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია.  ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. იანვარ-ივნისში ექსპორტი 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), იმპორტმა კი 3...

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...


მსგავსი სიახლეები

up