შვეიცარული კომპანია  SGS საქართველო - რუსეთის საზღვარზე  ტვირთბრუნვის მონიტორინგს იწყებს

შვეიცარული კომპანია SGS საქართველო - რუსეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგს იწყებს

access_time2018-05-22 09:00:31


რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან, რომელმაცსაბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებსაქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული მონიტორინგი უნდა განახორციელოს. აღნიშნულ კონტრაქტს მანამდე, გასული წლის დეკემბრის ბოლოს ქართულმა მხარემაც მოაწერა ხელი.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, შეიცავს თუ არა გაფორმებული ხელშეკურლება რაიმე სახის რისკებს და რა შედეგები შეიძლება მივიღოთ კონტრაქტის ფარგლებში. როგორც ირკვევა, დარგის სპეციალისტების ნაწილი სპეციალური შუამავლის (შვეიცარიული კომპანია SGS) მუშაობის პროცესში ჩართულობის გამო რისკებს ვერ ხედავს და მათი მოლოდინებიც დადებითია. მეორე ნაწილს კი უჭირს კონკრეტული პოზიციის დაფიქსირება საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე.


სპეციალისტი გია ხუხაშვილი განმარტავს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალიწინებით არის მიღებული ფორმა, რომელიც ორ მნიშვნლოვან პრობლემა მოაგვარებს.


„აღნიშნულ კონტრაქტს და მასში შვეიცარიული კომპანიის ჩართულობას აქვს ორი ფუქნცია. პირველი, ტვირთების გადაადგილებასთან დაკავშირებით გვჭრიდება მაქსიმალური სანდოობა და კონტროლი. ხოლო მეორე - ეს არის სამართლებრივი მიმართულება. საქმე იმაშია, რომ ე.წ. რესპუბლიკებთან, რომელიც არ არის აღიარებული, ჩვენ ვერ ვაფორმებთ საკონტრაქტო ხელშეკრულებას. SGS-ი კი ამ დროს ასრულებს მედიატორის ფუქნციას. შედეგად მივიღებთ იმას, რომ სამართლებრივად მოგვარდება ურთიერთობა მხარეებს შორის და მეორე მივიღებთ რეალურ კონტროლს ტვირთების გადაადგილების მიმართულებით,“ - აღნიშნავს ხუხაშვილი.



რაც შეეხება რისკებს, გია ხუხაშვილი ამ შემთხვევაშიც ხაზს უსვამს SGS-ის ჩართულობას და შესაბამისად გამორიცხავს რაიმე გაუთვალისწინებელ ფაქტებს.  სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ზურაბ აბაშიძე კი დეტალური საუბრისგან თავს იკავებს და მოვლენების განვითარების მოლოდინშია.


როგორც აბაშიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მხარეები ერთმანეთს 24 მაისს პრაღაში შეხვდებაინ და ყველა საჭირო დეტალს განიხილავენ.


„დაგეგმილია ერთობლივი შეხვედრა 24 მაიის პრაღის ფორმატის ფარგლებში, სადაც ალბათ უფრო დეტალურად განვიხილავთ ყველა საკითხს. მანამდე კი რთულია რაიმის პროგნოზირება. ასევე დავამატებ იმას, რომ შეხვედრის შემდეგ  პერსპექტივაში უნდა შეიქმნას ერთობლივი (ქართულ-შვეიცარიულ-რუსული) ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ყველას საკითხის მოგვარებაზე. მიჭირს საუბარი რისკებთან დაკავშირებითაც, რადგან ამ ეტაპზე ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი და დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით“,- განმარტავს აბაშიძე.



შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 9 ნოემბერს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა დოკუმენტების პაკეტს მოაწერეს ხელი.         

ცნობილია, რომ შვეიცარიული კომპანია SGS, როგორც ნეიტრალური კერძო კომპანია, ტვირთის სავაჭრო დერეფნებში შესვლამდე რისკის მართვის უზრუნველყოფის მიზნით სასაქონლო დეკლარაციებიდან და ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციიდან შესაბამის მონაცემებს მოიპოვებს. ხელშემკვრელი მხარეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ყველა საქონლის შესახებ შემდეგ მონაცემთა ერთობლიობას წარუდგენენ. EDES-ის (ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემა) ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება შვეიცარიის მიერ დაქირავებული ნეიტრალური კერძო კომპანიისთვის.

 


 სალომე ლემონჯავა

 




დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა

დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა
access_time2020-11-25 21:05:28
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი გულისშეტევის შედეგად გარდაიცვალა. მარადონას, რომელმაც თავის ქვეყანას მსოფლიო თასის ტრიუმფამდე მიაღწია 1986 წელს, ნოემბრის დასაწყისში წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია თავის ტვინში სისხლის შედედების გამო. თუმცა ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოდან მისი გამოწერა ვერ მოხდა 

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-11-25 18:45:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3138 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-25 21:00:32
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“     საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების...

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა
access_time2020-11-25 17:00:38
მაის-ივლისში ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები, რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესია (84%). აღნიშნული ტენდენცია  PwC–ის მიერ ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა.   დოკუმენტის მიხედვით, შემოსავალი დაკარგა  სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებმა (59%) და სამშენებლო ბიზნესმა (36%).   საფინანსო და სადაზღვევო და გადამამუშავებელი მრეწველობის...

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა
access_time2020-11-25 18:00:51
გასულ  კვირას, „მოდერნას“ გენერალურმა დირექტორმა სტეფან ბენსელმა ბიოტექნოლოგიური კომპანიის მის საკუთრებაში არსებული აქტივები გაყიდა, რითაც 30 მილიონი აშშ დოლარის მოგება მიიღო. ბენსელმა ეს გადაწყვეტილება „მოდერნას“ ვაქცინის წარმატებული ტესტირების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ მიიღო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „მოდერნას“ ვაქცინა შესაძლოა აშშ-ს ბაზარზე Pfizer-ის ვაქცინასთან ერთად გამოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 18 ნოემბერს ბენსელმა 9...


მსგავსი სიახლეები

up