საქართველო როგორც საუკეთესო მაგალითი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში - ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის  საერთაშორისო ონლაინ პანელზე საქართველო  მიიწვიეს

საქართველო როგორც საუკეთესო მაგალითი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში - ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის საერთაშორისო ონლაინ პანელზე საქართველო მიიწვიეს

access_time2020-04-04 17:37:30

მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის  ევროპული სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში  ონლაინ პანელზე COVID-19-ის  გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო როგორც წარმატებული ქვეყნის მაგალითი წარადგინეს.

 პანელური დისკუსია სახელწოდებით „COVID-19 შავიზღვისპირა რეგიონში : პოტენციური საფრთხეები და რეგიონული კოორდინაცია“ შავი ზღვის რეგიონში ჯანდაცვის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების  სფეროში COVID-19-ის ვირუსით გამოწვეული  პრობლემების და რეგიონული კოორდინაციის შესახებ  2 აპრილს მოეწყო.

საერთაშორისო პანელურ დისკუსიაზე  საქართველო როგორც განსაკუთრებული ქეისის მქონე ქვეყანა მიიწვიეს  ,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიოში წამყვან  ექსპერტებს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში   საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული  წარმატებული ღონისძიებები გააცნო.    პანელში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად  ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის, ჯონ ჰოპკინსის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის,  ბოსტონის უნივერსიტეტის  საერთაშორისო მკვლევარები და  უკრაინის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მონაწილეობდნენ.  პანელის მოდერატორი ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პრეზიდენტი იყო.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად საქართველოს მთავრობამ ეფექტური და რაც მთავარია მყისიერი რეაგირება მოახდინა.  მინდა სიამაყით გითხრათ, რომ 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით დაინფიცირების მხოლოდ 130 შემთხვევაა დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ 26 მათგანი უკვე გამოჯანმრთელდა.  საქართველოში ჯერჯერობით საბედნიეროდ არცერთი შემთხვევა არ დასრულებულა ლეტალურად. საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ვირუსის შემოღწევამდე ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო მსოფლიო ჯანდაცვის  ორგანიზაციასთან. მიღებულმა ზომებმა  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება შეცვლა. საქართველოს მთავრობამ მყისიერად შეაჩერა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელების ცხელ წერტილებად გამოცხადნენ. მთავრობის მიერ შეიქმნა  საკარანტინო ზონები, სადაც  14 დღის განმავლობაში გადაგვყავს თითოეული მგზავრი, რომელიც საქართველოს საზღვარს კვეთს. ამ დროისათვის სავალდებულო საკარანტინო ზონებში 5 500-ზე მეტი მოქალაქე გვყავს.  1500-ზე მეტმა ადამიანმა უკვე გაიარა 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი და ისინი საკუთარ ოჯახებს სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდნენ.  საქართველო აქტიური ტურისტული ქვეყანაა და შედეგად სასტუმროებში შექმნილ საკარანტინო ზონაში მყოფი  მოქალაქეები  თავს კომფორტულად გრძნობენ.  საქართველო მთავრობამ  გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა,  მკაცრი აკრძალვები დაწესდა გადაადგილების, ტრანსპორტის, შოპინგის და სხვა მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საქართველოს ბრძოლა  კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ  ძალიან პოზიტიურად შეაფასა.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


  „საქართველო მობილიზებულია და მთავრობას აქვს მყარი  სტრატეგია, თუ როგორ შემცირდეს  ახალი კორონავირუსის გავრცელება. მოლოდინია  რომ დაინფიცირების ციფრები გაიზრდება, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მაქსიმალურად შეანელოს  ზრდის ტემპი. საქართველოს მთავრობა აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას  ახორციელებს იმისთვის რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ სწორი, მკაფიო ინფორმაცია თუ რა არის მნიშვნელოვანი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან COVID-19-თან ბრძოლაში საჭიროა ორმხრივი პასუხისმგებლობა. მთავრობას აქვს სტრატეგია რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამავდროულად მოსახლეობამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა  და დაიცვას სოციალური დისტანციის სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანია კორონავირუსის სამომავლო გავრცელების პრევენციისთვის.“-ისაუბრა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ,ევროპული სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში  საერთაშორისო ონლაინ პანელის მსვლელობისას მარიამ ქვრივიშვილმა უცხოელ წამყვან ექსპერტებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული  ღონისძიებების სრული სპექტრი  დეტალურად  გააცნო.   ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტი ვაშინგტონში 1946 წელს დაარსდა. ანალიტიკურ  ცენტრში, რომელიც  საერთაშორისო ექსპერტებს აერთიანებს მსოფლიო მნიშვნელობის თემებზე მუშაობენ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up