წიგნი - როგორც ბრენდი საქართველოსთვის

წიგნი - როგორც ბრენდი საქართველოსთვის

access_time2022-01-28 13:00:17

რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს წიგნმა არა მხოლოდ ინდივიდს, არამედ ქვეყანას, როგორც ბრენდმა და რა ადგილი შეიძლება დაიკავოს წიგნმა საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებაში — ამ თემაზე სასაუბროდ რადიო „კომერსანტის“ გადაცემის „ბრენდი საქართველო“ ავტორმა და წამყვანმა ლევან კობერიძემ გამომცემელი მამუკა ხანთაძე მიიწვია. მისი განმარტებით, ერთი მთავარი ფაქტორი, რაც წიგნს ახასიათებს, არის ის, რომ წიგნი შუმერების დროიდან მოყოლებული მოიცავს კულტურის, ხელოვნების და მეცნიერების სინთეზს.


„დაწყებული უძველესი წიგნებიდან, არ არსებობს მეტნაკლებად ცნობილი მხატვარი, რომელსაც წიგნის ხელოვნებაში თავისი წვლილი არ ჰქონდეს შეტანილი. ყველა ხელოვანი თვლიდა საჭიროდ, რომ თავის შემოქმედების რაღაც ნაწილი წიგნისთვის მიეძღვნა, იქნებოდა ეს შრიფტი, ილუსტრირება, ფორმის ძიება თუ სხვა.


წიგნი, როგორ „დევაისი“, ერთი შეხედვით თითქოს არაფერია, მხოლოდ ფურცელია, მაგრამ მე ძალიან საინტერესო რაღაცები აღმოვაჩინე, ყველაზე რთულ მოძრაობას თვალი აკეთებს კითხვის დროს, ეს არის სტრიქონიდან სტრიქონზე გადასვლა, შესაბამისად წიგნის არქიტექტურის ყველა კომპონენტი, იქნება ეს ასოებს შორის ადგილი, სიტყვებს და სტრიქონებს შორის ადგილი თუ სხვა, დაფუძნებულია ოქროს კვეთაზე, გარდა იმისა, რომ დაფუძნებულია, ყველაფერი ეს მისულია იქამდე, რომ ადამიანს წიგნის მარტივად წაკითხვის საშუალება ჰქონდეს, ეს არის 25-30 სანტიმეტრი დაშორება, თითქოს არაფერი, მაგრამ ამას ყველაფერს კოლერაციული კავშირი აქვს ტექსტის დამახსოვრებასთან. ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს და ეს ყველაფერი მეხსიერებაზე და დამახსოვრებაზე მოქმედებს.


რაც შეეხება ბრენდს, წიგნი ეს არის კონტენტი და შემდეგ ეს კონტენტი გადაიქცა პროდუქტად, ერთი ასეთი მაგალითის მოყვანა მინდა. სტივენ ტინგი ძალიან მდიდარია და ყველა მისი რომანი არის ბესთ სელერი, ერთხელაც იფიქრა რომ გამომცემლის გარეშე თვითონ გამოსცემდა თავის წიგნს, მაგრამ ეს ტირაჟი ვერ გაიყიდა, რადგან მან გამოტოვა ის რგოლი, რომელიც ტექსტს პროდუქტად აქცევდა. სწორედ ეს არის გამომცემლის როლი, ავტორიდან მკითხველამდე, გამომცემელი მაინც საჭიროა, იმიტომ რომ ავტორიდან მკითხველამდე ტექსტს პროდუქტად აქცევს გამომცემელი“, - აღნიშნა მამუკა ხანთაძემ.


მამუკა ხანთაძის თქმით, როდესაც საქართველო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე სტუმარი ქვეყანა იყო, ძალიან კარგად გამოჩნდა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს კარგად წარდგენილ წიგნს. ხანთაძის თქმით, ხარისხში იგულისხმება როგორც კონტექსტი, ასევე შესრულებაც.


“რამდენიმე ადამიანმა, ვინც წიგნს ვიკვლევთ, ევროპაში და ამერიკაში წამოვაყენეთ ვერსია, რომ პირველი წიგნები იყო პეტროგლიფები, პეტროგლიფები ეს არის ძველი წარწერები ქვაზე, ნადირობის სცენები და ა.შ.


ადამიანის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის მეხსიერება, წიგნი არის მეხსიერება არა მხოლოდ მომყოლის, არამედ ეპოქის, იმ ადამიანების, ვინც ამ წიგნზე იშრომეს, სწორედ მეხსიერება აიძულებდა ადამიანს ქვაზე მხატვრობის (პირველი წიგნის) გზით რომ ეს მისი ქმედებები მისი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის და ა.შ. თაობებისთვის დაეტოვებინა, ეს ბუნებრივი მოთხოვნილება ადამიანს აქვს, ამას სხვანაირად დოკუმენტალიზაციას ვეძახით.



საბეჭდი დანადგარის შექმნამდე ევროპაში დაახლოებით 250 000 წიგნი იყო, რომლებიც კერძო ფონდებში, რომის პაპებთან და კარდინალებთან ინახებოდა. ბეჭდვის გამოგონების შემდეგ წიგნების რაოდენობამ 12 მილიონს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ პირველი გამოცემული წიგნები კათოლიკური ეკლესიის წნეხის ქვეშ იყო, წერა კითხვა მაინც განვითარდა.


საქართველოს მაგალითზე რომ ვთქვათ, ვახტანგ მეექვსეს წიგნის სტამბის მოწყობის საფასურით 10 ზარბაზნის და 30 000-იანი არმიის შენახვა შეეძლო, მაგრამ მას ძალიან კარგად ესმოდა წიგნის მნიშვნელობა, იცოდა, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იქნება ეს პოეზია, მეღვინეობა, მწერლობა, კულინარია თუ სხვა, ამ ყველაფრის შემონახვა მხოლოდ წიგნს შეეძლო“, - აღნიშნა მამუკა ხანთაძემ.


მისივე თქმით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე სტუმარი ქვეყანა იყო, ქართულ წიგნებზე, განსაკუთრებით კი ქართულ თანამედროვე მწერლობაზე, უცხო ქვეყნების მხრიდან მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა.


“სახელმწიფოსგან ღვინოს, კულინარიას და ტურიზმს მეტი ყურადღება ეთმობა და არსებობს სახელმწიფო პროგრამები, რომელიც ამ სფეროებს ეხმარება. რაც შეეხება წიგნის მიმართულებას, ერთი რაც გვაქვს, ეს არის სათარგმნი პროგრამა, ანუ თუ უცხოელ გამომცემლებს მოუნდებათ ქართული მწერლის წიგნის გამოცემა, მათ შეუძლიათ, რომ ამ პროგრამას მიმართონ და თარგმნის თანხა უფინანსდებათ, რაც წიგნის გამოცემის სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია, თუმცა ეს არ არის დიდი ფონდი, საკმაოდ მოკრძალებული ფონდია და გაცილებით ბევრია გამოსაცემი, ვიდრე ეს ფონდი აკმაყოფილებს.


არიან გამომცემლები, რომლებსაც არ სჭირდებათ ამ ტიპის დახმარება, გამომცემლებს ჩვენი ბაზარი იმხელა შემოსავლით არ უზრუნველყოფს,  რომ ეს მათ საერთაშორისო ბაზარზე პროექტად აქციონ. ბუნებრივია,  რომ ამაში სახელმწიფოს დახმარება საჭიროა, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ გამომცემელს მისცე წიგნი და მან ეს გამოსცეს, აქ მნიშვნელოვანია ხელშეწყობა, რომ ხელი შეუწყონ ავტორს თუ მეცნიერს, მისცენ საავტორო ჰონორარი“, - აღნიშნა მამუკა ხანთაძემ.


კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ქართულ წიგნს, გარდა შინაარსისა, ჰქონდეს რამე ნიშანთვისება, რომელიც მას სახელს გაუთქვამდა, მამუკა ხანთაძე პასუხობს, რომ პირველ რიგში ეს არის ქართული დამწერლობა, რადგან საქართველოს აქვს უნიკალური დამწერლობა და შრიფტი, მართალია, როდესაც წიგნი საერთაშორისო ბაზარზე გადის, ის ითარგმნება, თუმცა, მამუკა ხანთაძე ფიქრობს, რომ შესაძლებელია ან სათაურში ან ტექსტში უცხო ენასთან ერთად ქართული შრიფტით რამდენიმე წინადადებაც იყოს, მისი აზრით ეს წიგნს უფრო საინტერესოს გახდიდა. გარდა ამისა, გამომცემელი ამბობს, რომ შესაძლებელია წიგნი გაფორმდეს ქართველი მხატვრების ნახატებითაც.


„მხატვრული გაფორმება წიგნს აქცევს პროდუქტად, ასევე წიგნის შეძენის დროს, როდესაც ადამიანმა არ იცის, რა წიგნი უნდა და არჩევს, მის გაფორმებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თავიდან ადამიანი ფურცლავს წიგნს და შინაარსში შემდეგ შედის. ჯერ უყურებს გარეკანს, მნიშვნელოვანია რომ ის გარეკანმა მიიზიდოს, შემდეგ უბრალოდ ფურცლავს, იქ რაღაც დაუწერელი წესებიცაა, არ შეიძლება რომ პირველივე გვერდზე ტექსტი დაგეჯახოს. ნელ-ნელა უნდა შეხვიდე, მერე იწყება ტექსტი. პირველი 5-6 გვერდი ზუსტად გაფორმებას ეთმობა, საგამომცემლო ლოგოებსაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. უნდა შეგიტყუოს და ქართული შრიფტის, ორნამენტის თუ ათასი სხვა საინტერესო რაღაცით, რაც ქართული სახელოვნებო ესთეტიკაა“, - აღნიშნა მამუკა ხანთაძემ.


მისივე თქმით, საქართველოში საბიბლიოთეკო კულტურა დაბალია, საჯარო ბიბლიოთეკაში მოსახლეობის დაახლოებით 3% არის გაწევრიანებული, ფინეთში კი საჯარო ბიბლიოთეკაში 97%-ია გაწევრიანებული და მათგან 80% დადის რეგულარულად.


„ჩვენთან არსებობს კანონი, რომელიც არ მომწონს, ამ კანონის კოპირება მოხდა ერთ-ერთი ქვეყნიდან. ეს არის საბიბლიოთეკო ცალის შესახებ კანონი, რომლის თანახმად, როცა წიგნს გამოსცემს გამომცემელი, ორი ცალი უნდა გაუგზავნოს ბიბლიოთეკას, რატომ არ შეიძლება, რომ ის წიგნები, რომლებიც ჩვენ ვთვლით,  რომ სამეცნიერო წიგნებია, გამოიცეს უცხოურ ენაზე და სახელმწიფომ თავისი სახსრებით გადააგზავნოს სხვა ქვეყნების ბიბლიოთეკებში. თუნდაც 20-მდე ბიბლიოთეკამ რომ შეისყიდოს ან თუნდაც უსასყიდლოდ გამოართვას, ძალიან კარგი იქნება, ესეც პროგრამის ნაწილი უნდა იყოს და მთარგმნელობის განვითარებას შეუწყოს ხელი, როდესაც ფონდი გაიზრდება და უფრო მეტ უცხოელ გამომცემელს მიეცემა საშუალება, რომ მეტი ქართული წიგნი თარგმნოს. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ქართული გამოცემებით შეივსოს სამეცნიერო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკები, მაგალითად სორბონის, ლეიდენის და ა.შ. ბიბლიოთეკები.  ამ ბიბლიოთეკების ქართული გამოცემებით შევსება ან ამაზე სურვილის გამოხატვა უკვე რეზონანსია. საქართველოში ბევრი საელჩო გვაქვს და ერთ-ერთი მთავარი საქმე მათთვის უნდა იყოს ის, რომ ქართული წიგნი იყოს ჩვენი როგორც კულტურული ქვეყნის სერიოზული ბრენდი“, - აღნიშნა მამუკა ხანთაძემ.


თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up