საქართველო რეალურად გახდება რეგიონული ჰაბი - „ნატოს“ მეხუთე მუხლის ეკონომიკური შედეგი

საქართველო რეალურად გახდება რეგიონული ჰაბი - „ნატოს“ მეხუთე მუხლის ეკონომიკური შედეგი

access_time2019-09-11 20:00:01

„ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“.

ეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) მთავარი პრინციპია, რომელიც ოფიციალურადაც დამტკიცებულია და ცნობილია როგორც კანონის მე-5 მუხლი.

მარტივად რომ ითქვას  NATO-ს  წევრი 29 ქვეყანა ერთიანდება ერთისთვის და იბრძვის მისი უსაფრთხოებისთვის. ზუსტად ამ პუნქტმა გამოიწვია საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა. მეტიც, დაპირისპირება. კერძოდ:


“ვფიქრობ, უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს ისე, რომ მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე,” - ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ამ განცხადების შემდეგ არ წყდება მსჯელობა, რამდენად რელევანტური და სწორი გადაწყვეტილება იქნება ამ შემოთავაზებაზე დათანხმება.


ამჯერად „კომერსანტი“ შეეცდება NATO-ში ამგვარად გაწევირიანების ეკონომიკური ასპექტები მიმოიხილოს და კონკრეტული მაგალითების საფუძველზე, სავარაუდო პერსპექტივები  გაგაცნოთ.


„მეხუთე მუხლი გულისხმობს კოლექტიურ თავდაცვას, ანუ თუ ვინმე ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს აღიქმება როგორც ყველა დანარჩენის ტერიტორიებზე ხელყოფა. შესაბამისად პასუხის გაცემა მოხდება  სამხედრო ძალით.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდა და მე-5 მუხლი არ გავრცელდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს ნიშნავს რომ დანარჩენი არეალი იქნება დაცული ნებისმიერი სამხედრო შემოტევისგან. ესე იგი, პრაქტიკულად, საქართველო ნულამდე შეამცირებს იმის შანსს, რომ რუსეთმა მასზე სამხედრო თავდასხმა განახორციელოს“, -განმარტავს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათუ ქუთელია.


მყარი თავდაცვის პირობებში  ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული მდგომარეობაც ავტომატურად სტაბილური და დაბალანსებული გახდება. ზუსტად ამგვარ გარემოში კი აუცილებლად გაიზრდება ინვესტიციების მოცულობა; შეიქმნება ჯანსაღი ბიზნესგარემო და დაცული იქნება საკუთრების უფლება. მსგავს პირობებში კი დაჩქარდება ოკუპაციის პრობლემის მოგვარება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური შესაძლებლობებიც გაჩნდება.



ბათუ ქუთელიას თქმით, NATO-ში გაწევრიანებას და საქართველოზე სამხედრო ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლის ამოქმედება მხოლოდ დადებითი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია და არც ერთი უარყოფითის:


„ცალსახაა, რომ რუსეთს ძალიან გაუჭირდება რაიმე შემაკავებელი ქმედების განხორციელება, რადგან მისთვის მსგავსი ბერკეტი სამხედრო პოტენციალია, ამას კი ფიზიკურად ვეღარ განახორციელებს. ამიტომ, საქართველოში მყისიერად დაიწყება ეკონომიკური  განვითარდება. მაგალითად, შედარებისთვის ბალტიის ქვეყნებში (უფრო მეტად თანაბარზომიერი ლოკაციები), ალიანსში გაწევრიანებისთანავე 2-ნახევარჯერ ან 3-ჯერ გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა. ასევე  პირველივე ხუთ წელიწადში  სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ  3-დან 5 წლამდე გაიზარდა. ეს იმიტომ, რომ ინვესტიეცებიდან გამომდინარე, ქვეყანას უსაფრთხო ქოლგის ქვეშ, მეტი რესურსი გაუჩნდა ჯანდაცვისა და სოციალურ საჭიროებაზე. ასევე გაიზარდა ახალი ბიზნესებისა და სტარტაპების რაოდენობაც, რადგან უსაფრთხო ქვეყანაში ფინანსური შესაძლებლობები ბევრად დიდია, ანუ ყველა ინდიკატორი მყისიერად გაიზარდა და ასე იქნება საქართველოშიც“.


მმართველი ძალა უკვე წლებია ამბობს, რომ საქართველოს აქვს  სხვადასხვა მიმართულებით რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივა. მათ შორის, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ფინანსური, საგანმანათლებლო და ა.შ. თუმცა რეალობაში ვითარება სხვაგვარადაა - პრობლემებია ყველა სფეროში. როგორც ბათუ ქუთელია ამბობს, სინამდვილეში ყველა პრობლების სათავეც და მისი მოგვარების გზაც, პირველ რიგში, სწორედ უსაფრთხოებაა. ამიტომ  სამხედრო ალიანსის წევრობა ამ საკითხს საბოლოოდ გადაწყვეტს.


„როდესაც საუბარია ქვეყნის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებაზე, რა თქმა უნდა, ჯერ ამას უსაფრთხოება სჭირდება. თავისთავად, როცა შენს გვერდითაა 29 ქვეყანა, ბევრად ძლიერი და მყარი ხარ. თუმცა, აქვე იმასაც აღვნიშნავ რომ აუცილებელია ხელისუფლების ხელშეწყობა, ანუ პოლიტიკური ნება და ცოდნა. საქმე იმაშია, რომ NATO- წევრი ქვეყნები დემოკრატიულია და საქართველოც ასეთი უნდა იყოს. რუსეთს კი აქვს ორი ბერკეტი, რომ ხელი შეგვიშალოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაში. ერთი, ოკუპირებული ტერიტორიები და მეორე დემოკრატიული იმიჯის დაზიანება. რასმუსენის განცხადებები პირველს ხელს ვერ უშლის და დარჩა მეორე ვარიანტი (დემოკრატიული იმიჯი), რაშიც სამწუხაროდ მოკავშირედ ჰყავს „ქართული ოცნება“,-ამბობს ბათუ ქუთელია.


შეგახსენებთ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მე-5 მუხლი ადგენს, რომ თავდასხმა ნატოს ერთ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე ნიშნავს თავდასხმას ყველა მოკავშირეზე და ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას. მეხუთე მუხლში ასევე ხაზგასმულია, რომ კოლექტიური თავდაცვის ზომების, მათ შორის ”სამხედრო ძალების” გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.


როგორც ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა მედიასთან განმარტა, NATO-ში გაწევრიანება ისე, რომ მე-5 მუხლი არ გავრცელდა კონკრეტულ ტერიტორიებზე უკვე გამოცდილი მეთოდია, თანაც წარმატებული:


„გერმანია ნატო-ში 1955 წელს გაწევრიანდა, თუმცა მხოლოდ მისი დასავლეთ ნაწილი. ნატოს წესდება არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. თუმცა, 1991 წელს, გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ნატოს წესდება აღმოსავლეთ გერმანიაზეც გავრცელდა. პრინციპში, ანალოგიური მექანიზმი შესაძლოა, შემუშავდეს საქართველოსთვისაც. რა თქმა უნდა, ეს არის სადავო და უნდა განიხილებოდეს, როგორც საქართველოში, ისე ნატო-ში. თუმცა ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავადასტუროთ ის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტ პუტინს მივცემთ დეფაქტო ვეტოს უფლებას, რომ მუდმივად შეძლოს საქართველოს, უკრაინის ან სხვა მეზობელი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების დაბრკოლება ანალოგიური კონფლიქტების წარმოქმნით“, – განაცხადა რასმუსენმა.




სალომე ლემონჯავა






„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“
access_time2019-12-12 18:30:34
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. „2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე...

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება
access_time2019-12-12 18:00:33
2020 წლის 1-ლი იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს. როგორც ცნობილია, გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად აქირავებს ბინას ტურისტებზე და უწევს მათ მომსახურებას. „სემეკის ახალი დადგენილების მიხედვით 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამ ტიპის...

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?
access_time2019-12-12 20:00:05
დაიშლება თუ არა გაერთიანებული სამეფო? თუ შოტლანდიის ეროვნული პარტია მიაღწევს თავის მიზანს -ასეც იქნება. ეს პარტია 85 წელი იბრძვის შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის და სწორედ დღეს, ისე, როგორც არასდროს, ის ახლოსაა წარმატებასთან.შოტლანდიური სეპარატიზმის გაღვივება ბრექსიტის თაობაზე ამ მხარის მოსახლეობის განსხვავებულმა პოზიციამ გამოიწვია.მთლიანად ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლას 52% ემხრობა, მაშინ როდესაც შოლტანდიაში 62%-მა ხმა ევროგაერთანებაში დარჩენას...

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“
access_time2019-12-12 14:30:05
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი“, - ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადებაა. საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი საზოგადეობის დიდმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და მთავრსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა.  აღსანიშნავია რომ პრეიზდენტს „ქართული ოცნების“  წევრებიც...

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up