ბლოკჩეინი სახელმწიფო სტრუქტურაზე დამოკიდებულებას შეცვლის

ბლოკჩეინი სახელმწიფო სტრუქტურაზე დამოკიდებულებას შეცვლის

access_time2018-06-26 13:00:00


საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში, კერძოდ საჯარო რეესტრში ბლოკჩეინის ტექნოლოგია, მცირედად, მაგრამ უკვე დანერგილია. თუმცა ცოტა ხნის წინ, იმ დროს ფინანსთა მინისტრის რანგში  მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე (Constituency Meeting) ღიად განაცხადა, რომ „ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო ამბიციურები უნდა ვიყოთ, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიები, განსაკუთრებით, ბლოკჩეინის ტექნოლოგია, საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო შევამციროთ ხარჯები საჯარო სექტორში და გავხადოთ სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის.“


რას ნიშნავს ბლოკჩეინ ტექნოლოგია და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია თანამედროვე რევოლუციურ ტექნოლოგიას მოქალაქეებისთვის, ამ თემაზე კომერსანტი საქართველოს უნივერსიტეტის პრორექტორს იურიდიულ დარგში, დავით სივსივაძეს ესაუბრა. დავით სივსივაძემ საქართველოში ჩატარებულ პირველ საერთაშორისო ბიტკოინისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მან სახელმწიფო მმართვეობის სფეროში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების პერსპექტივებზე ისაუბრა.



 

კიდევ ერთხელ განვუმართოთ ჩვენს მკითხველს - რა არის ბლოკჩეინის არსი?

 

ბლოკჩეინი არის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ქმნის შესაძლებლობას, ინდივიდებს ერთმანეთთან ჰქონდეთ კავშირი ყოველგვარი შუამავლების გარეშე. მაგალითად, ბლოკჩეინის დახმარებითა და სმარტ კონტრაქტების საშუალებით, მხარეებს შეუძლიათ, გარიგებას ისე მიაღწიომნ, რომ ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ, არ ჰყავდეთ შუამავლები.

 

რა ცვლილებებს გამოიწვევს ბლოკჩეინის გამოჩენა საჯარო სექტორში?  

 

საჯარო სექტორში ბლოკჩეინის სრული დატვირთვით ამუშავების შედეგად სახელმწიფოს არაერთი რეგულირების სფერო გამოეცლება, რადგან ამ ეტაპზე გარკვეული სერვისების გაწევის დროს სახელმწიფოც შუამავლად გვევლინება. მაგალითად ავიღოთ უძრავი ქონების საკითხი - სახელმწიფო შუამავლობს მყიდველსა და გამყიდველს შორის, არეგისტრირებს ჩანაწერებს და ა.შ. სამომავლო პერსპექტივაში კი შეიძლება მოხდეს ისე, რომ უძრავი ქონების გარიგების დროს სახელმწიფო საერთოდ გამოირიცხოს.

 

რამდენად შედის ეს სახელმწიფოს ინტერესებში?

 

ამ ეტაპზე სახელმწიფოზე სანდო სუბიექტი არ არსებობს და მოქალაქეები იძულებულები არიან, სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული სერვისით ისარგებლონ. ბლოკჩეინის კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ იგი ჩანაწერებს აღრიცხავს, ეს ჩანაწერი კი არ ინახება არცერთ ცენტრალიზებულ სუბიექტთან, მონაცემები დეცენტრალიზებულად, ბლოკჩეინ სისტემაში იქნება განაწილებული.

 

საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციისას გამოიყენებს. რა მდგომარეობაა ამჟამად ამ კუთხით?

 


ამ ეტაპზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მხოლოდ მცირე ნაწილით განახორციელა ამ ტექნოლოგიის ინტეგრაცია თავის სისტემაში, ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩანაწერის შენახვა ხდება. რეალურად, ესეც წინგადადგმული, მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როგორც ვიცი, რამდენიმე ქვეყანა ამ მიმართულებით მუშაობს, მაგრამ საქართველო ნამდვილად პირველი იყო.

 

ჩანაწერი, რომელიც არსებობს უძრავი ქონების შესახებ, ბლოკჩეინში ინახება, რაც მას დაცულობას მატებს. ამ შემთხვევაში, მომხმარებლისთვის სხვა სარგებელი არ არსებობს, თუმცა მომავალში, ცხადია პროცესი უფრო მეტად გამარტივდება.

 

 

იურიდიული კუთხით, კიდევ რა სარგებლის მოტანა შეუძლია ბლოკჩეინს?

 

ბლოკჩეინის დახმარებით სამართალი უფრო ხელმისაწვდომიც შეიძლება გახდეს - დღეს იურიდიული სერვისებით სარგებლობა რიგითი მოქალაქეებისთვის საკმაოდ ძვირადღირებულია. შესაბამისად იწყება სამართლის კოდირება და ამ პროცესში გონიერი (სმარტ) კონტრაქტების გარდა ჩვენ ნორმატიულ აქტებსაც მივიღებთ, რომლებიც კოდირებული იქნება, მის გაგებას კი კომპიუტერი შეძლებს.

 

თუკი ნორმატიული აქტების კოდირება წარმატებით განხორციელდება, ეს მოქალაქეებს ძალიან ბევრ სერვისს შესთავაზებს. შეიქმნება ბლოკჩეინ აპლიკაციები, რომლებიც მოქალაქეებს ძალიან ბევრ სარგებელს მოუტანს - მათთვის ხელმისაწვდომი და იაფი გახდება ის სერვისები (მაგალითად კვალიფიციური ადვოკატის დაქირავება) რომლებითაც დღეს მათ ხელი ნაკლებად მიუწვდებათ.

 

 

იუსტიციის მიმართულების გარდა, ბლოკჩეინის ტექნოლოგიით კიდევ რომელი საჯარო სტრუქტურები ინტერესდებიან საქართველოში?

 

ახლახან მოვისმინე პრემიერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გადასახადების ადმინისტრირება ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საშუალებით შეიძლება განხორციელდეს (დამატებითი ღირებულების გადასახადის გარდა). არ შემიძლია გითხრათ, ეს ტექნიკურად როგორ განხორციელდება, მაგრამ თეორიულად ნამდვილად შესაძლებელია. თუკი ეს მოხდება, საქართველო ნამდვილად კიდევ უფრო წინ წავა ამ მიმართულებით და მთელს მსოფლიოში მისაბაძი ქვეყანა გახდება.

 

ასევე, შემოსავლების სამსახურშიც იყო საუბარი, ბლოკჩეინის გამოყენებით ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემაზე და მსოფლიოში ასეთი პრეცენდენტიც არ ფიქსირდება.

 

 

ეთანხმებით მოსაზრებას, რომ კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის ტენდენციებს საქართველომ ძალიან სწრაფად აუწყო ფეხი?

 

 

დიახ, დღეს მსოფლიოს ბლოკჩეინ რუკაზე საქართველოს სოლიდური ადგილი უკავია. ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს განვითარების ეტაპიც - მაგალითად, შვეიცარიას ან სინგაპურს რომ ანალოგიური მიღწევები ჰქონდეს, ეს ნაკლებად გასაკვირი იქნებოდა, მაგრამ როდესაც ეს საქართველოში ხდება, ეს მნიშვნელოვანი საკითხია. განსაკუთრებით ახალგაზრდებში, თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი საქართველოში დიდი ინტერესი არსებობს და ცხადია, ეს ქვეყნისთვის დიდ პერსპექტივას წარმოადგენს.



https://www.ug.edu.ge/public/?fbclid=IwAR2IaqYTADHrsTMS9LBOas-sNgbZlUjlzbBAvJyaIxJKFn3Z0L_XJUQVFuo



გუგა როგავა

 

 

 

 

 

 





„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up