“საქართველო ნატოში ახლავე უნდა მივიწვიოთ - გვაქვს პრეცედენტი, მივიღოთ ქვეყანა მაშინაც კი, როდესაც მისი ნაწილი ოკუპირებულია”- ბენ ჰოჯესი

“საქართველო ნატოში ახლავე უნდა მივიწვიოთ - გვაქვს პრეცედენტი, მივიღოთ ქვეყანა მაშინაც კი, როდესაც მისი ნაწილი ოკუპირებულია”- ბენ ჰოჯესი

access_time2020-12-01 20:10:29

საქართველო ნატოში ახლავე უნდა მივიწვიოთ, - ამის შესახებ ევროპაში ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაში განაცხადა.

ბენ ჰოჯესმა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ სამ საკითხს, რაც, მისი აზრით, აშშ-ს შეუძლია საქართველოსთვის გააკეთოს. 

პირველი : საქართველო ნატოში ახლავე უნდა მივიწვიოთ, ჩვენ ამის პრეცედენტი გვაქვს : დასავლეთ გერმანია ნატოს შეუერთდა, როდესაც გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში საბჭოთა ჯარის ნაწილები იდგა. ასე რომ ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, მივიღოთ ქვეყანა მაშინაც კი, როდესაც მისი ნაწილი ოკუპირებულია“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა. 

მისივე თქმით, საჭიროა ისეთი სამხედრო წვრთნების დაწყება, რომელიც ნატო-საქართველოს, ნატო-უკრაინის, ნატო-ბულგარეთის, ნატო-რუმინეთისა და ნატო-უნგრეთის წვრთნებს დააკავშირებს.

ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი წვრთნა, რომელიც რუსული „კავკასია 2020“-ის მასშტაბის იქნება და რომელიც იმის დემონსტრირებას მოახდენს, რომ ჩვენ ვზრუნავთ ამ რეგიონზე“, - აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.


მესამე მნიშვნელოვანი საკითხი კი, მისი აზრით, საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურებში ინვესტიციის განხორციელება.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურებში ინვესტირება. თქვენ იცით, რომ რუმინეთში ჩვენ გვაქვს მიხაილ კოგალნიკეანუს საჰაერო ბაზა, ვისურვებდი, რომ მსგავსი საქართველოშიც ვიხილოთ“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

მან ანაკლიის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის პროექტი, რომლის განხორციელებაც კრემლს ყველაზე ნაკლებად სურს საქართველოში.

იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ანაკლიის პროექტი არ გრძელდება. ეს არის ის, რაც კრემლს ყველაზე ნაკლებად სურს. კრემლს არ უნდა დასავლეთის დიდი ინვესტიციები საქართველოში იხილოს, რადგან მას საქართველოს 20 % ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს,“- აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.

ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up