საქართველო მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე გახდა

საქართველო მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე გახდა

access_time2020-09-15 10:00:59

მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ გენერალური მდივნის მიწვევითა და კოალიციის მმართველი საბჭოს 28 წევრი ქვეყნის მხარდაჭერით, საქართველო გახდა „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ სამუშაო ჯგუფის - „დემოკრატია და ტექნოლოგიები“ თავმჯდომარე ქვეყანა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.



„სამუშაო ჯგუფი „დემოკრატია და ტექნოლოგიები“ წარმოადგენს თანამშრომლობის განვითარების პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებას ეფექტიანი და ანგარიშვალდებული დემოკრატიული მმართველობის მხარდასაჭერად.



სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი მიზანია ტექნოლოგიების განვითარების გზით დემოკრატიული პროცესებისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ამოცანები, რომელთა შესრულების პოპულარიაზიასაც საერთაშორისო არენაზე საქართველო აქტიურად ახდენს, პირდაპირ ეხმიანება „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ ღირებულებებს და მთავარ ადგილს იკავებს მის საქმიანობაში.




სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეობა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას წარმოაჩინოს საკუთარი თავი, როგორც წარმატებული დემოკრატიული რეფორმების განმახორციელებელმა ქვეყანამ; სხვა სახელმწიფოებს გაუზიაროს ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილება; ასევე, გაითვალისწინოს ამ მხრივ, სხვა ქვეყნების მიერ მიღწეული შედეგები და პროგრესი და ხელშესახები წვლილი შეიტანოს საკუთრივ „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ გაძლიერებასა და გლობალურად, საერთო გამოწვევების საპასუხო გზების ძიებაში. ამასთან, საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, სხვა სახელმწიფოებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, საკუთარი წვლილი შეიტანოს ღიაობისა და დემოკრატიის განვითარებისკენ მიმართულ საერთო ძალისხმევაში.



აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით წარმატებული ქვეყანა, 2019 წლის ოქტომბერში შერჩეულ იქნა „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მმართველი საბჭოს წევრად. საქართველო იყო ვარშავის დეკლარაციის ხელმომწერთა შორის, რომლითაც 2000 წელს საფუძველი დაედო „დემოკრატიათა თანამეგობრობას“. დეკლარაციაში ასახულია ორგანიზაციის მთავარი მიზნები, რომლებიც მოიცავს, მათ შორის, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების, დემოკრატიული თავისუფლებების დაცვის, გაღრმავებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით კონსოლიდირებულ ძალისხმევას.



მმართველ საბჭოში ამჟამად გაერთიანებულია 29 წევრი ქვეყანაა - არგენტინა, აშშ, გვატემალა, დიდი ბრიტანეთი, ელ სალვადორი, ესტონეთი, ინდოეთი, იტალია, იაპონია, კანადა, კორეის რესპუბლიკა, კოსტა რიკა, ლიეტუვა, მალი, მექსიკა, მონღოლეთი, მაროკო, ნორვეგია, ნიგერია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საქართველო, უნგრეთი, ურუგვაი, ფინეთი, შვედეთი, ჩილე და ჩრდილოეთ მაკედონია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up