„საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა“ - საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ CNN სტატიას აქვეყნებს

„საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა“ - საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ CNN სტატიას აქვეყნებს

access_time2021-11-24 13:50:00

საქართველოს ტურისტული ადგილების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და რეიტინგულ მედია პლატფორმებზე მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.



ამჯერად, CNN-ზე საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია და ფოტო-კოლაჟი მომზადდა სათაურით - „იმოგზაურე და შეისწავლა საქართველოს ველური ბუნება.“
„უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, იზოლირებული მთებითა და ზღვით, ამავდროულად ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ძირითად რეგიონებთან კავშირით საქართველო შედარებით პატარა ზომის, მაგრამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა. მიუხედავად მისი შედარებით მცირე ზომისა.“-ასე იწყება სტატია საქართველოს შესახებ CNN-ის ვებ-გვერდზე.



მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედია-პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვაშლოვანის, ლაგოდეხის ნაკრძალები, ბორჯომ-ხარაგაულის, თუშეთის, თბილისის ეროვნული პარკები, ჯავახეთის დაცული ტერიტორია, ბათუმთან ახლოს მდებარე ფრინველებზე დაკვირვების ადგილია აღწერილი.




„თუ გსურთ ბუნებაში ჩაფლობა და ევროპაში ყველაზე საოცარი ველური ბუნების პეიზაჟების აღმოჩენა საქართველოს უნდა ეწვიოთ. საქართველოს მიმართულებით 40 ავიაკომპანია ასრულებს პირდაპირ რეისს. აქ მოხვედრა და მოგზაურობა ასეთი ადვილი არასდროს ყოფილა.“-წერია CNN-ის სტატიაში.



ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანია CNN-თან ერთად National Geographic-ს, Expedia-ს, Vogue-ის, Conde Nast Traveler-ს, TimeOut-ს, Wego-ს, AD-ს, ასევე სოციალურ ქსელებს: Instagram, Facebook Twitter და LinkedIn მოიცავს. კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა სახის სტატიებსა და ვიდეორგოლებს გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, აშშ-ში, ისრაელში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებული საამიერობში მილიონობით ადამიანი გაეცნობა.



მასშტაბური კამპანია ნოემბერში დაიწყო და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.




თეგები:
CNN



„დიდგორელის“ მონაწილეთა პირველი კონფერენცია

„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია
access_time2021-12-06 17:50:47
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ  „დიდგორელის“ ორგანიზებითა და  არემჯის მხარდაჭერით,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და...

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა
access_time2021-12-06 18:00:16
6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2.43 თეთრით 3.0967-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0900 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 3.09 თეთრით 3.4993-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.10 თეთრით 4.1037-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.60 თეთრით 1.8215-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.44 თეთრით 0.2247-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.06 თეთრით 6.2921-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 4.26 თეთრით...

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება
access_time2021-12-06 18:30:16
ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა. ამის შესახებ jandacva.ge-ს  „ავერსში“ განუცხადეს, რომელსაც ის ტერიტორია ეკუთვნის, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული. „ავერსი ფარმას“ დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით,  ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, „კარიც კი არავის შეუღია“ და იქ ამ ხნის განმავლობაში არანაირი...

დაიბრუნეთ საკომისიო ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას

დაიბრუნეთ საკომისიო ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას
access_time2021-12-06 15:50:29
მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირდება ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით წლის ბოლომდე. დაიბრუნებს როგორც დეკემბრის, ისე იანვრის კომუნალური გადახდების საკომისოს. შეღავათი მოიცავს კომუნალური, სადაზღვევო, საფოსტო და სწავლის გადახდებზე...

Myway Airlines-ი სასამართლოში მიდის - „თუ აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა, კომპანია 1 კვირაში გაკოტრდება“

Myway Airlines-ი სასამართლოში მიდის - „თუ აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა, კომპანია 1 კვირაში გაკოტრდება“
access_time2021-12-06 20:00:00
Myway Airlines-ი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც კომპანიის იურისტი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სააგენტოს გამოცემული აქტი სასამართლოში გასაჩივრებით თუ არ შეჩერდა, ნიშნავს, რომ კომპანია ოპერირებას ვერ შეძლებს და პირდაპირ 1 კვირაში გაკოტრდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Myway Airlines-ისთვის კომერციული ფრენის ლიცენზიის გაუქმებას გეგმავს. ეს კი ავიაკომპანიის გაჩერებას...


მსგავსი სიახლეები

up