საქართველო მსოფლიოში 124-ე ადგილს იკავებს და დიდწილად არ გააჩნია ლოგისტიკური კომპეტენცია - PMCG-ის კვლევა

საქართველო მსოფლიოში 124-ე ადგილს იკავებს და დიდწილად არ გააჩნია ლოგისტიკური კომპეტენცია - PMCG-ის კვლევა

access_time2022-09-06 19:00:49

PMCG კვლევითი ცენტრი ბიულეტენს „საზღვაო ვაჭრობა და საპორტო ინფრასტრუქტურა შავი ზღვის ქვეყნებში“ აქვეყნებს. კვლევაში მოცემულია სამი ინდექსი: LPI, CPT და LSCI.


მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის შესრულების ინდექსი (LPI), რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ბენჩმარკინგის ინსტრუმენტად და ასახავს ქვეყნების ლოგისტიკურ პირობებს, შავი ზღვის ქვეყნებს შორის დიდ ვარიაციას აჩვენებს. თურქეთი ყველა მოცემულ კომპონენტში საუკეთესო შემსრულებელია და 160 ქვეყანას შორის 37-ე ადგილზეა. უფრო მეტიც, თურქეთის ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა შესამჩნევად უკეთესია, ვიდრე შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურა. თურქეთს მოსდევს რუმინეთი, რომელიც 50-ე ადგილს იკავებს, ხოლო საქართველო ყველა ჩამოთვლილ კომპონენტში ყველაზე ღარიბია. ის მსოფლიოში 124-ე ადგილს იკავებს და დიდწილად არ გააჩნია ლოგისტიკური კომპეტენცია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ინდექსი დათარიღებულია 2018 წლით და, შესაბამისად, არ არის ასახული COVID-19 პანდემია და რუსეთ-უკრაინის ომი.


კონტეინერის პორტის გამტარუნარიანობა (CPT) მიუთითებს ტვირთის რაოდენობაზე, რომელიც პორტში ყოველდღე გადის. ის შეიძლება მოიცავდეს როგორც გემების დატვირთვას, ასევე განტვირთვას, რაც მას პორტის საქმიანობის სასარგებლო ინდიკატორად აქცევს. CPT-ს 2016-2020 წლების მონაცემებითაც თურქეთი დომინირებს შავი ზღვის რეგიონში მის პორტებში გამავალი ტვირთების რაოდენობის პირობები. ის 62,2%-ს შეადგენს რეგიონის მთლიან CPT-ში, მას მოჰყვება რუსეთის ფედერაცია, რომელსაც აქვს 26,1% წილი. ბულგარეთი რეგიონში ყველაზე ნაკლები საპორტო აქტივობის მქონე ქვეყანაა (მხოლოდ 1,35% შავი ზღვის რეგიონის წილი), ხოლო საქართველოს მხოლოდ 1,39%.



Liner Shipping Connectivity Index (LSCI) ეფუძნება რამდენიმე ინდიკატორს, მათ შორის საკონტეინერო გემების განლაგებას, კონტეინერების ტევადობას და ლაინერი გადამზიდავი კომპანიების რაოდენობას. ინდექსი ქვეყნებს აფასებს გლობალურ გადაზიდვის ქსელებთან მათი დაკავშირების დონის მიხედვით და მოიცავს მთელი შავი ზღვის ქვეყნებს. 2016  2022 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, თურქეთი 23-ე ადგილზეა მსოფლიოში, რუსეთი 59-ე, უკრაინა 63-ე და რუმინეთი 65-ე. ბულგარეთი (122) და საქართველო (144) ტოპ 100-ს მიღმა არიან, საქართველო ყველაზე დაბალი რეიტინგის ქვეყანაა რეგიონში.


აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის რეგიონის წილი საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობაში მხოლოდ 2,5%-ია, ხოლო ჩრდილოეთ ზღვის რეგიონი 17%-ს შეადგენს.

თეგები:
Pmcg



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up