საქართველო მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ქვეყნების ათეულშია

საქართველო მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ქვეყნების ათეულშია

access_time2018-09-10 10:00:05

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ანგარიშის მიხედვით, საქართველო 2017 წელს მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ქვეყნების ათეულში შევიდა.


UNWTO-ს მონაცემებით, 2017 წელს 1.3-მა მილიარდმა ადამიანმა იმოგზაურა საზღვარგარეთ, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით მეტია. გლობალური ტურისტული სექტორის შემოსავალმა კი 5%-ით მოიმატა და $1.3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.


2017 წელს საქართველოს საზღვარი სულ 7.5-მა მილიონმა უცხოეთის მოქალაქემ გადაკვეთა, აქედან ტურისტი 3.4 მილიონი იყო, რაც 2016 წელთან შედარებით 27.9%-ით მეტია. მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას ამაზე გაცილებით ნაკლები ზრდა ჰქონდა, ხოლო არაერთ ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა.


საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად მხოლოდ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.


UNWTO-ს მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ნაკადის მქონე ქვეყნების/ტერიტორიების რეიტინგი:


ეგვიპტე - ზრდა 55.1%
ტოგო - ზრდა 46.7%
ვიეტნამი - ზრდა 29.1%
საქართველო - ზრდა 27.9%
პალესტინა - ზრდა 25.7%
ნუიე - ზრდა 25.4%
ნეპალი - ზრდა 24.8%
ისრაელი - ზრდა 24.6%

ჩრიდილოეთ მარიანას კუნძულები - ზრდა 24.3%


თურქეთი და ისლანდია (ფრე) - ზრდა 24.1%


რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმისგან?


2017 წელს 28%-ით გაიზარდა საქართველოს ტურისტული სექტორის შემოსავალი და მან $2.7 მილიარდს მიაღწია. შედეგად ტურიზმმა ქვეყნის ეკონომიკის 6% დააგენერირა.


ტურისტების რაოდენობასთან ერთად გაიზარდა სასტუმროების რაოდენობაც და მან 2 ათასს გადააჭარბა. სასტუმრო ნომრების საერთო რაოდენობა 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით 23,083-ს შეადგენს, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 48%-ით აღემატება. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი ნომერი აჭარაშია, მეორე ადგილზე თბილისა.


რამდენიად დიდია/მცირეა ეს შემოსავალი?


საქართველოს შემოსავალი ტურიზმიდან შემდეგი ქვეყნების მსგავსია - მალდივის კუნძულები ($2.7 მილიარდი), ბაჰამის კუნძულები ($2.5 მილიარდი), კვიპროსის ($3.1 მილიარდის) სლოვენია ($2.7 მილიარდი) და სხვა ქვეყნები.


ტურიზმიდან ყველაზე დიდი შემოსავალი - $60.8 მილიარდი საფრანგეთმა მიიღო, რომელსაც გასულ წელს 86.9 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა.


საქართველოს მეზობელი ქვეყნების შემოსავლები ასეთია:


აზერბაიჯანი - $3 მილიარდი, 2.4 მილიონი ტურისტი;
სომხეთი - $1.1 მილიარდი, 1.5 მილიონი ტურისტი;
რუსეთის ფედერაცია - $8.9 მილიარდი, 24 მილიონი ტურისტი;
თურქეთი - $22.4 მილიარდი, 37.6 მილიონი ტურისტი.
ქვეყნები, რომელსაც ყველაზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს:
საფრანგეთი: 86.9 მლნ;
ესპანეთი: 81.8 მლნ;
აშშ: 75.9 მლნ;
ჩინეთი: 60.7 მლნ;
იტალია: 58.3 მლნ;
მექსიკა: 39.3 მლნ;
დიდი ბრიტანეთი: 37.7 მლნ;
თურქეთი: 37.6 მლნ;
გერმანია: 37.5 მლნ;
ტაილანდი: 35.4 მლნ.


გლობალურმა ტურიზმს განვითარების ტემპი 2010 წლის შემდგომ დაჩქარდა. მას შემდგომ მოგზაურთა რაოდენობა 500 მილიონით გაიზარდა.


ტაბულა






რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: „ქართული ოცნება“ მოსახლეობას გაყალბებული რიცხვებით „აბოლებს“

რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: „ქართული ოცნება“  მოსახლეობას გაყალბებული რიცხვებით „აბოლებს“
person access_time2018-09-25 22:05:20
პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რომან გოცირიძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წელთან შედარებით ქვეყანაში სიღარიბე შემცირებულია, სიცრუეა. „კობახიძემ განაცხადა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2012 წელს 3 500 აშშ დოლარი იყო, ხოლო 2017 წელს ეს მაჩვენებელი 4500 დოლარამდე გაიზარდა. ეს ტყუილია,...

ირაკლი კობახიძის სიმართლე სიღარიბეზე: სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წლიდან დღემდე 7%-ით შემცირდა

ირაკლი კობახიძის სიმართლე სიღარიბეზე: სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წლიდან დღემდე 7%-ით შემცირდა
person access_time2018-09-25 21:42:46
Unicef-ის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 69% ღარიბია, 24% სიღარიბის ზღვართან ახლოს, საშუალო კლასს მხოლოდ 7% წარმოადგენს.  ...

Unisef-ი: 2017 წელს მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს - ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია რა არის საერთო მაჩვენებელი

Unisef-ი: 2017 წელს მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს - ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია რა არის საერთო მაჩვენებელი
person access_time2018-09-25 21:27:42
  Unisef-ის კვლევის მიხევდით, საქართველოში უკიდურესი სიღარიბის მქონე პენსიონერთა და ბავშვთა რაოდენობა გაზრდილია. კერძოდ,  2013 წელს საქართველოში მოსახლეობის 3.9 % ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში, 2015 წელს კი მათი რაოდეონა შემცირდა. მაჩვენებელმა 2.1 % შეადგინა, თუმცა 2017 წელს უკვე მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რექაცია“...

2018 წლის 10 ყველაზე მომგებიანი და 10 ყველაზე ზარალიანი ინვესტიცია

2018 წლის 10 ყველაზე მომგებიანი და 10 ყველაზე ზარალიანი ინვესტიცია
person access_time2018-09-25 20:00:26
2018 წელს უმსხვილესი ამერიკული კომპანიებისთვის ყველაზე მომგებიანი იყო ინვესტიციები ფილმების ონლაინ-სერვისებში და სერიალში Netflix-ში - ასეთ დასკვნას აკეთებს MarketWatch -ს. წლის დასაწყისიდან ონლაინ-კინოთეატრის აქციები გაძვირდა 91%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ ინვესტორებმა გააორმაგეს მათი დაბანდებები. ყველაზე მომგებიანი კომპანიების სამეულში 2018 წელს შევიდნენ ასევე ავტოსათადარიგო ნაწილების მაღაზიების ქსელი Advance Auto Parts და მექსიკური...

Instagram-ს დამფუძნებლები ტოვებენ

Instagram-ს დამფუძნებლები ტოვებენ
person access_time2018-09-25 18:14:53
8 წლის წინ კევინ სისტრომმა და მაიკ კრიგერმა შექმნეს კომპანია, რომელსაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს. კომპანიამ დაფუძნებიდან 2 წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწია და 2012 წელს Instagram-ი facebook-მა $1 მილიარდად შეიძინა. ახლა კი, სისტრომმა და კრიგერმა კომპანიის დატოვება გადაწყვიტეს - ისინი დღემდე Instagram-ის გენერალური დირექტორისა და მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერის პოსტებს იკავებენ. ჩვენ გვჭირდება ყურადღების სხვა რამეზე გადატანა,...


მსგავსი სიახლეები

up