საქართველო მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესს უმასპინძლებს

საქართველო მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესს უმასპინძლებს

access_time2017-08-30 16:24:58

2019 წლის იანვარში საქართველო მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესს უმასპინძლებს. დეტალების შესათანხმებლად და მასშტაბური კონგრესისთვის მზადყოფნის შესასწავლად ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მსოფლიო გიდების ასოციაციის ფედერაციის პრეზიდენტი და ბორდის სხვა წევრები იმყოფებიან.

 

 

სტუმრები თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებს, მათ შორის კახეთს და მცხეთას ათვალიერებენ. ძველი თბილისი დღეს უცხოელმა სტუმრებმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად მოინახულეს.

 

 

საქართველო 2019 წელს დაგეგმილი კონგრესის მასპინძელ ქვეყნად ირანში გამართულ ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-17 კონვენციაზე, აირჩიეს. საქართველოს კონკურენციას უწევდნენ ტაილანდისა და ნიუ-იორკის გიდების ასოციაციები, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს შორის, საქართველოს კანდიდატურამ ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა და კენჭისყრის შედეგად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

 


 

საქართველოს გიდების ასოციაციის ხელმძღვანელის ქეთევან მელაძის განცხადებით, ,,ეს არის პირველი პრეცედენტი ტურიზმის სფეროში, როდესაც მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძელი ხმის მიცემის სისტემით შეირჩა და სასიხარულოა, რომ გამარჯვება საქართველომ მოიპოვა.

 

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, აღნიშნული კონგრესის საქართველოში ჩატარება ტურიზმის სექტორის ხელშეწყობისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და ქვეყანაში ტურისტული გიდების პროფესიის განვითარებას დაეხმარება. ამასთან, მოხდება ადგილობრივ დონეზე ცოდნის გაზიარება და აღსანიშნავია, საერთაშორისო გამოხმაურება, რომელიც ღონისძიების საქართველოში მასპინძლობა მოუტანს ქვეყანას. 

 

 

 



თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up