საქართველო მსოფლიო ახალგაზრდული, ტურისტული საგანმანათლებლო მოგზაურობის კონფედერაციის წევრი გახდა

საქართველო მსოფლიო ახალგაზრდული, ტურისტული საგანმანათლებლო მოგზაურობის კონფედერაციის წევრი გახდა

access_time2019-12-11 19:20:57

საქართველო მსოფლიო ახალგაზრდული, ტურისტული საგანმანათლებლო მოგზაურობის კონფედერაციის (WYSE Travel Confederation) წევრი გახდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.



ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, კონფედერაციაში გაწევრიანება ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციას და უფრო მეტი ახალგაზრდა მოგზაურის მოზიდვას საქართველოში, ასევე ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების სტიმულირებას.



ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კონფედერაციის გენერალურმა დირექტორმა დევიდ ჩაპმენმა „ფაბრიკაში“პრეზენტაცია მოაწყო და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო.




„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველო მსოფლიოს ახალგაზრდული, ტურისტული საგანმანათლებლო მოგზაურობის კონფედერაციის წევრი გახდა. ეს არის ახალი განაცხადი მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ქვეყანას აქვს ამბიცია, მოიზიდოს კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ახალგაზრდული კატეგორიის ვიზიტორი. ეს პლათფორმა ხელს შეუწყობს ქართველ ახალგაზრდებს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმოგზაურონ გაცვლითი, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ასევე ტურისტული მიზნით.“ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.








ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ "რაგუსას" წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“
access_time2020-01-23 14:30:56
ოთხი ამერიკელი კონგრესმენი – ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავენ. როგორც წერილშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლარიზაციის გამო. გარდა ამისა, მათი თქმით, ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი...

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს
access_time2020-01-23 15:30:50
როდის დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ვალს? აღნიშნულ კითხვაზე აქამდე მთავრობაში ამტკიცებდნენ, რომ 3-4 თვეში ამ ვალს ისინი გაისტუმრებდნენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამჯერად კონკრეტულ თარიღს ვეღარ ასახელებს. “ევროპული საქართველოს” წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ 2019 წელს დაგროვილი დავალიანების დაფარვას სახელმწიფო ამ წლის განმავლობაში ვერ შეძლებს, რადგან ბიუჯეტი მიმდინარე საჭიროებებს უნდა...

კიდევ ერთი გადავადებული პროექტი – მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ვადამ 2020 წლის ნაცვლად, 2024 წელს გადაიწია

კიდევ ერთი გადავადებული პროექტი – მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ვადამ 2020 წლის ნაცვლად, 2024 წელს გადაიწია
access_time2020-01-23 13:26:50
ბუნებრივი გაზის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სწორედ, ენერგოუსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესების დირექტივა (N 2004/67/EC) მიიღო საქართველომ ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია. თავდაპირველად პროექტის დასრულების ვადა 2020 წლის 31 დეკემბერი იყო, თუმცა თარიღის გადაწევა საქართველოსა და ენერგოგაერთიანების სამდივნოს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელი გახდა და გაზსაცავის...


მსგავსი სიახლეები

up