საქართველო – მიწათმოქმედების ქვეყანა?

საქართველო – მიწათმოქმედების ქვეყანა?

access_time2021-02-06 13:00:30

საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობას პრიორიტეტულად მიიჩნევს და ამ სფეროში ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონი ლარი იხარჯება. ამის მიუხედავად, აგრარულ სექტორს უამრავი პრობლემა აქვს. სასოფლო–სამეურნეო სფეროს პროდუქტიულობა დაბალია, ამიტომ ადგილობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება დიდწილად უცხოეთიდან იმპორტით ხდება. რადგან წარმოების დონე დაბალია, საქართველოში მოყვანილ აგრარულ პროდუქტს თვითღირებულებაც მაღალი აქვს და ფასიც. შესაბამისად, მხოლოდ რამდენიმე სახეობაა კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე.

 

რატომ ვერ ვაწარმოებთ საკმარისი რაოდენობით აგრარულ პროდუქტს?

 

ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ საქართველოში მიწების ნახევარი დაუმუშავებელია და ეკონომიკაში არ მონაწილეობს. მიწის ფონდი მცირე ნაკვეთებად არის დანაწევრებული და 2019 წლის მონაცემებით, მათი 55% დაურეგისტრირებელია. 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, ქვეყანაში არსებული მეურნეობიდან დაახლოებით 77%-ის ფართობი 1 ჰა-ზე ნაკლებია. მცირე მიწის მფლობელი მოგების მიღებაზე არ არის ორიენტირებული. დაქუცმაცებული მიწის ნაკვეთების დამუშავება მოძველებული მეთოდებით ხდება. პროდუქტიულობის გაზრდა ამ მიწების გაერთიანების გარეშე ვერ მოხდება. კონსოლიდაცია კი მათი რეგისტრაციის გარეშე შეუძლებელია. მიწის რეგისტრაციის რეფორმა ქვეყანაში 4 წელია მიმდინარეობს, თუმცა, ნელი ტემპით და ეფექტს ვერ იძლევა.

 

საქართველოს ბევრ რაიონში კვლავაც მწვავე პრობლემას ქმნის სარწყავი წყლის ნაკლებობა. საირიგაციო სისტემების მოწესრიგებაში ათეულობით მილიონია დახარჯული. მართალია, მიწის ფართობი, რომლის მორწყვაც შესაძლებელია, გაიზარდა, მაგრამ არაერთი მეურნეობა კვლავაც წყლის დეფიციტს უჩივის.

 

ამას ემატება ქვეყანაში შემოტანილი უხარისხო სასუქი თუ სათესლე მასალა. ამ და სხვა არაერთი პრობლემის გამო სოფლის მეურნეობის სექტორის წილი ქვეყნის მთლიან მშპ-ში 2019 წლისთვის 7,4%-ს არ  აღემატებოდა. ამ მაჩვენებლით, მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში სოფლის მეურნეობა ბოლო ადგილს იკავებს. ეს იმ დროს, როცა სამუშაო ძალის 40%-ზე მეტი ამ სფეროშია დასაქმებული. კარგი იქნებოდა, აგრარული სფეროს წილი ეკონომიკის სხვა დარგების ზრდის ხარჯზე მცირდებოდეს, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება. თუმცა, საქართველოში განსხვავებული ვითარებაა.


 

აგრარული სფეროს პროდუქტიულობას ხელს ნიადაგის ხარისხის გაუარესებაც უშლის. ეკოლოგების შეფასებით, არასწორად დამუშავებამ, სასუქების, პესტიციდების ინტენსიურმა გამოყენებამ, ეროზიებმა ნიადაგის დეგრადაცია გამოიწვია. ცნობილია, რომ ასეთ ნიადაგზე მოსავლიანობა განახევრებულია. ამ პრობლემებისა და უცხოელების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო, სოფლის მეურნეობა უცხოური ინვესტორებისთვის მიმზიდველი არ არის.

 

საქართველოში, შეიძლება, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობაზე კლიმატის ცვლილებამაც იმოქმედოს. მსოფლიო ბანკის გათვლებით, 2040-2059 წლებში საქართველოში წლიური ტემპერატურა 2.5°C-ით გაიზრდება. ეს პრობლემას განსაკუთრებით სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებს შეუქმნის. კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებზე მეტყველებს დაავადებებისა და პარაზიტების მომრავლება, აგრეთვე, გახშირებული გვალვა და სეტყვა.

 

სოფლის მეურნეობის განვითარებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013-2019 წლებში 1.5 მილიარდი ლარია გახარჯული. განხორციელდა უფასო საწვავის, ხვნა-თესვისა და სხვა პროგრამები. თუმცა, ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობის საშუალო ზრდის ტემპი 1.5% იყო. ფერმერებზე გაიცა შეღავათიანი აგროსესხები. ამის მიუხედავად, ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებული რჩება. ექსპერტების შეფასებით, სახელმწიფო პროგრამები ძირითადად სოციალური შინაარსის უფრო იყო, ვიდრე სექტორის ეფექტიანობის გაზრდაზე გათვლილი.

 

ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილს შემცირების ტენდენცია აქვს. შემცირებულია ნათესი (განსაკუთრებით სიმინდის) ფართობები, ქვეყანა თითქმის 100%-ით არის დამოკიდებული რუსულ ხორბალზე. 2015 წლის შემდეგ კლების ტენდენცია აქვს შინაური ფრინველის რაოდენობას. შემცირებულია პირუტყვის სულადობა და რძის წარმოება. კლების ტენდენცია აქვს ძირითადი სახეობების ბოსტნეულის მოსავალს. ზრდა მხოლოდ კიტრის მოყვანაში ფიქსირდება.

 

როგორ შეიძლება მცირემიწიან საქართველოში მაღალი პროდუქტიულობის მიღწევა? ამისთვის ისრაელისა და ჰოლანდიის მაგალითები გამოდგება. ისრაელის ტერიტორიის დიდი ნაწილი უდაბნოა. მხოლოდ 20%-ია ისეთი ნაყოფიერი მიწა, სადაც მოსავლის მოყვანა შეიძლება. ამის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის 95%-ს ქვეყანაში აწარმოებენ. ჰოლანდია, რომლის ფართობი სულ 41,5 ათასი კვ.კმ-ია (საქართველო 69,7 ათასი კვ.კმ-ია) სოფლის მეურნეობის პროდუქტების მეორე ექსპორტიორია მსოფლიოში. ქვეყანა ამას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ახერხებს. ტექნოლოგიების დანერგვით ჰოლანდიაში ერთ ჰექტარზე 9 ტონამდე მოსავალი მოდის, როცა საქართველოში ერთ ჰექტარზე საშუალოდ, დაახლოებით, 2.7 ტონა ხორბალი და სიმინდი მოჰყავთ. ამის მიზეზი ტექნოლოგიური ჩამორჩენაა.

 

COVID-19-მა უფრო მეტად გამოაჩინა აგრარულ სფეროში არსებული პრობლემები. პანდემიამ საქართველო სასურსათო უსაფრთხოება რისკის წინაშე დააყენა. მომწოდებლების მიერ დაწესებულმა სავაჭრო შეზღუდვებმა იმპორტირებულ სურსათზე ფასების ზრდა გამოიწვია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2019 წელს სოფლისა და სოფლის მეურნეობის ახალი სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგიის მიხედვით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება 2027 წლისთვის 29%-ით გაიზრდება. თუმცა, ინფლაციის შედეგად მიღებული პროდუქციის მთლიანი ღირებულება შეიძლება უმნიშვნელოდ, ან არც კი გაიზარდოს. სტრატეგიით გამიზნულია, რომ აგროპროდუქციის ექსპორტი მომდევნო 10 წელში 36%-ით გაიზრდება. სპეციალისტების შეფასებით, ცუდი ის არის, რომ სტრატეგია მიწების რეგისტრაციას, კონსოლიდაციასა და მიწის ბაზრის განვითარებას ნაკლებად ეხება.


business-feed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up