„საქართველო  მიისწრაფის  რეგიონში „ციფრული ჰაბის“ პოზიციის დამკვიდრების, ადამიანური კაპიტალის განვითარების, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და გაცილებით მეტი ადამიანის და კომპანიის ჩართვისკენ გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში“

„საქართველო მიისწრაფის რეგიონში „ციფრული ჰაბის“ პოზიციის დამკვიდრების, ადამიანური კაპიტალის განვითარების, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და გაცილებით მეტი ადამიანის და კომპანიის ჩართვისკენ გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში“

access_time2022-09-14 13:00:00

თბილისში საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტი მიმდინარეობს, რომელიც რეგიონთაშორისი ციფრული დერეფნების განვითარებას ეძღვნება. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.


სამიტში მონაწილეობენ ევროპის, ცენტრალური აზიის, ჩინეთის და კავკასიის რეგიონის ქვეყნები. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ტარდება.



სამიტზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობისა და ბიზნესის წარმოების მაღალი საერთაშორისო რეიტინგებიდან, ასევე ბოლო პერიოდში მსოფლიოსა და რეგიონში განვითარებული ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად მოხდეს იმ პოტენციალის ათვისება, რომელიც ქვეყანას გააჩნია აზიისა და ევროპის ქვეყნების დამაკავშირებელ ციფრულ სატრანზიტო დერეფნის (ჰაბის) მიმართულებით.



„საქართველო მიისწრაფის რეგიონში „ციფრული ჰაბის“ პოზიციის დამკვიდრების, ადამიანური კაპიტალის განვითარების, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და გაცილებით მეტი ადამიანის და კომპანიის ჩართვისკენ გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში. ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატელეკომუნიკაციო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების ფორმირებას უაღრესად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოსათვის, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონის, შავი და კასპიის ზღვების აუზის ყველა ქვეყნისთვისაც. სატელეკომუნიკაციო ციფრული დერეფანი უნდა წარმოვიდგინოთ დამოუკიდებელი, თვითმყოფადი სახით, რომელიც სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებთან ერთად მთლიანობაში ქმნის ეკონომიკურ სივრცეს,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.



მისი თქმით, საქართველოში ციფრული სატრანზიტო დერეფნის და ჰაბის განვითარება, გულისხმობს, ერთი მხრივ, საერთაშორისო ფართოზოლოვან სატელეკომუნიციო ინტერნეტ კავშირს საქართველოში და საქართველოს გავლით და მეორე მხრივ, ქვეყანაში, მსხვილი კონტენტ პროვაიდერების მიერ, რეგიონალური მონაცემთა გაცვლის ცენტრების ფორმირებას.



ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო ექსპერტების ანალიზით მოსალოდნელია, რომ ევროპა - აზიის გლობალური ინტერნეტ კავშირის ბაზარი, ყოველწლიური ზრდის ტემპის მიხედვით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 30%-ით გაიზრდება. მისი თქმით, შავი ზღვის გავლით, საქართველოს კარგი პოზიცია უჭირავს საერთაშორისო ინტერნეტ კავშირების ბაზარზე აქტიური მონაწილეობის მისაღებად, ხოლო შავი ზღვაზე წყალქვეშა ინფრასტრუქტურით კავშირი ევროპასთან, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო დერეფნის განვითარების წინაპირობაა.




კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელზეც ვიცე-პრემიერმა გაამახვილა ყურადღება საქართველოში საერთაშორისო ციფრული დერეფნის და მონაცემთა გაცვლის ცენტრების განვითარებაა, რაზეც, მისი შეფასებით, უპირველესი საჭიროებაა ეკონომიკის ყველა სექტორის შემდგომი განვითარებისათვის რეგიონში, რამდენადაც მას შეუძლია ოპტიკური ქსელების საშუალებით უზრუნველყოს გაზრდილი მოცულობის ინტერნეტ ტრაფიკების გატარება ევროპასა და აზიას შორის, განავითაროს ციფრული სერვისების ხარისხი, ისევე როგორც ხელმისაწვდომობა საერთაშორისო კავშირის ბაზარზე გაზრდილი კონკურენციის გამო.



ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღნიშნული მომავალში დააჩქარებს რეგიონის ციფრულ ტრანსფორმაციას, რამდენადაც მას შეუძლია გამოიწვიოს საწარმოების შემდგომი გაციფრულება, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო (ICT) სექტორისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების განვითარება, ხელი შეუწყოს ინოვაციური კულტურის, ტექნოლოგიური სტარტაპების გაჩენა/განვითარებას, კერძო და საჯარო სერვისების განვითარებას და სხვა. საქართველოს ციფრულ ჰაბად გარდაქმნა ხელს შეუწყობს, ინვესტიციების მოზიდვას, ინდუსტრიულ ზრდას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.



„მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი სამიტის ფარგლებში დიალოგები და ორმხრივი შეხვედრები დასრულდეს კონკრეტული შედეგებით, რომლებიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას უფრო ძლიერი საერთაშორისო ციფრული დერეფნების და მონაცემთა გაცვლის ცენტრების განვითარების მიმართულებით,“ - განაცხადა დასასრულს ლევან დავითაშვილმა.



სამიტზე ასევე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ კომუნიკაციების კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე და მსოფლიო ბანკის ევროპისა და აზიის რეგიონალური დირექტორი ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩარლზ კორმიერი.



სამიტის დროს დაგეგმილია სადისკუსიო მრგვალი მაგიდებისა და B2B შეხვედრების მოწყობა. განხილული იქნება რეგიონის შიგნით და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება ციფრული კავშირების განვითარების მიმართულებით, აგრეთვე ყურადღება გამახვილდება სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, როგორც ევროპასა და აზიას შორის რეგიონთაშორისი ციფრული კავშირის ქსელების განვითარების მთავარი ჰაბისა და ამ მხრივ არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.



სამიტი დასრულდება თბილისის დეკლარაციის მიღებით.





თეგები:
სამიტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up