„საქართველო მეზღვაურებისათვის „უსაფრთხო ჰაბად

„საქართველო მეზღვაურებისათვის „უსაფრთხო ჰაბად" გადაიქცა" - საერთაშორისო დარგობრივი მედია საშუალებები საქართველოს შესახებ წერენ

access_time2020-06-29 10:35:31

მთავრობის 2020 წლის 15 ივნისს გადაწყვეტილებით, საქართველო შეუერთდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ წამოწყებულ კომპანიას და მეზღვაური - "საკვანძო პროფესიად" გამოაცხადა. საქართველოს გადაწყვეტილება მხარი დაუჭიროს მეზღვაურებს, ყურადღების გარეშე არ დაუტოვებია მსოფლიოს საზღვაო საზოგადოებას.


„საქართველო მეზღვაურებისათვის „უსაფრთხო ჰაბად" გადაიქცა", „საქართველო მეზღვაურთა როტაციას ნებადართულად აცხადებს" - ასეთი სათაურებით გამოაქვეყნეს სტატიები მსოფლიოს წამყვანმა დარგობრივმა გამოცემებმა - Hellenic Shipping News, Marine Insight, Cyprus Shipping News, Safaty4sea, MarineLink და Maritime Business World, რომლებიც მსოფლიოს მაშტაბით საზღვაო სექტორის სიახლეებს აშუქებენ.


„საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც აღიარა და განსაზღვრა მეზღვაურთა სტატუსი, როგორც „საკვანძო პროფესიის" წარმომადგენლები", წერს Cyprus Shipping News.


„საქართველო გამოიყენებს კორონავირუსის გავრცელების რისკების მართვის წარმატებულ გამოცდილებას მეზღვაურთა რეპატრიაციისა და როტაციის ხელშესაწყობად", - ამას Marine Insight - ს აქვეყნებს, ხოლო გამყვანი ბერძნული საზღვაო გამოცემა Hellenic Shipping News მკითხვებს სთავაზობს სტატიას, რომლის თანახმადაც საქართველო „უსაფრთხო ჰაბის ფუნქციას იძენს, სადაც საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებს, გემთმფლობელებს სპეციალური ზომების დაცვით ქვეყანაში მეზღვაურების მიღებასა და საბოლოო დანიშნულებამდე მიღწევაში ტრანზიტის როლის შესრულებას შესთავაზებენ".



„გემის ეკიპაჟის შეცვლა გინდათ? - სცადეთ საქართველო, შავი ზღვა" - გემთმფლობელებს ამ რჩევას Maritime Bulletin აძლევს. „ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის და გლობალური პანდემიის ფონზე ქვეყანაში არსებული მშვიდი ვითარების გათვალისწინებით ეს გადაწყვეტილება ბევრი გემთმფლობელისათვის გამოწვევის დაძლევის ერთადერთ შესაძლებლობად შეიძლება იქცეს", - ნათქვამია სტატიაში.


პანდემიით შექმნილი უპრეცედენტო ვითარების გამო მსოფლიოს მასშტაბით 300,000-ზე მეტი მეზღვაური ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას, ხოლო მილიონამდე მეზღვაური - გემზე დასაქმებას. პრობლემის გასაჭრელად საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) 2020 წელს წამოიწყო კამპანია „მეზღვაური საკვანძო პროფესიაა!" - და მოუწოდა წევრ ქვეყნებს თავისი წვლილი შეეტანათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.


საქართველომ 2020 წლის მარტიდან აქტიურად დაიწყო ქართველი მეზღვაურების რეპატრიაციისა და როტაციის პროცესი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით დღეისათვის დახმარება 1000-ზე მეტ მეზღვაურს გაეწია.


მეზობელ ქვეყნებთან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს დღეისათვის აქვს ე.წ. „მწვანე კორიდორები". აღნიშნული კორიდორის ეფექტური და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული იქნა საქართველოს ტერიტორიაზე მეზღვაურთა უსაფრთხო გადაადგილების, მათი ქვეყანაში/ქვეყნიდან მიიღება/გაცილების და საკარანტინო სივრცეში მოთავსების წესები, ხოლო ეკიპაჟის ცვლილების პროცესის ორგანიზებასა და კოორდინაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწევს.




„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“

„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“
access_time2020-09-26 20:00:53
„სავაჭრო კომპანიების 90%, დღეის მდგომარეობით, ზარალში იმყოფება,“- ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია,...

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა
access_time2020-09-26 18:00:13
ზაფხულის დასრულების შემდეგ, ევროპა მნიშვნელოვანი პრობლემისა და საფრთხის წინაშეა. აგვისტოს ბოლოდან კოვიდ19-ის შემთხვევებმა სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვნად იმატა. პანდემიას სეზონური გრიპიც ერთვის თან, რაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების თქმით, რეალური საფრთხეა და საჭიროა...

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

 პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე
access_time2020-09-26 11:28:24
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში მშპ-ს ზრდის შესახებ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი არასწორად, მიმდინარე ფასებში დათვალა და თქვა, რომ...

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
access_time2020-09-26 16:00:42
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი სექტემბრისათვის 30.93 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 392.65 მლნ ლარით, ანუ 1.29%-ით მეტია პირველი აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.28%-ით მეტი). აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 563.69 მლნ ლარით, ანუ 4.04%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.05%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 171.04 მლნ ლარით, ანუ...

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე
access_time2020-09-25 19:30:42
„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“. „იმის ნაცვლად რომ ქვეყნის...


მსგავსი სიახლეები

up