საქართველო კვამლისგან თავისუფალი მსოფლიოს ნაწილი ხდება

საქართველო კვამლისგან თავისუფალი მსოფლიოს ნაწილი ხდება

access_time2020-09-16 16:51:08

სიგარეტის წვის შედეგად გამოყოფილი კუპრი, ასევე სხვა მრავალი ტოქსიკური ნივთიერება, წარმოადგენს მთავარ მიზეზს, რაც სიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირებულ დაავადებებს იწვევს. გლობალურად თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 1 მილიარდია, ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკაში არის საუბარი. სხვადასხვა შეფასების თანახმად, 2025 წლისთვის მწეველთა რიცხვი  უცვლელი იქნება.

 

სიგარეტის კვამლისგან თავისუფალი მომავლის შესაქმნელად სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა განსხვავებულ ზომებს მიმართავს.  მაგალითად, 2019 წელს დიდ ბრიტანეთში მწეველთა რაოდენობის ისტორიული მინიმუმი - 14.7% დაფიქსირდა, ახალი ზელანდიის მთავრობა 2025 წლისთვის ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობის 0%-მდე შემცირებას გეგმავს. ამ მიზნის მიღწევაში კი მნიშვნელოვანი როლი ალტერნატიულ ელექტრონულ პროდუქტებს ეკისრება. არაერთი რეგულატორის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული შეფასების თანახმად, თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები, მნიშვნელოვნად ნაკლებ რისკს შეიცავენ ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტები.

 

თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკა ეხმარება იმ მწეველ მოსახლეობას, რომელიც ვერ, ან არ ანებებს თავს მოწევას, გადავიდეს ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული პროდუქტების მოხმარებაზე. ამ მხრივ, თავად თამბაქოს ინდუსტრიაც არის ჩართული უკვამლო პროდუქტების განვითარებაში.

 


კომპანია “ფილიპ მორისმა” უკვამლო პროდუქტების შექმნისთვის $7.2 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და ბაზარზე ტრადიციული სიგარეტის ალტერნატიული მოწყობილობა IQOS-ი წარადგინა, რომელიც თამბაქოს წვის ნაცვლად გახურების ტექნოლოგიას იყენებს. PMI Science-ის თანახმად, IQOS-ი მოწევის შედეგად ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით 90-95%-ით ნაკლები ტოქსიკური ნივთიერების გამოყოფა ხდება. 2020 წლის ივლისში კი აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) IQOS-ს „თამბაქოს მოდიფიცირებული რისკის მქონე პროდუქტის“ სტატუსი მიანიჭა.

 

 “ფილიპ მორისის” გენერალური მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში, იური გორდოკი ამბობს, რომ PMI-ის ამბიციურ მიზანს, მსოფლიოში სიგარეტის უკვამლო ალტერნატივებით ჩანაცვლება წარმოადგენს. ამიტომაც, კომპანიამ მიმდინარე წლის ივლისში პროდუქტი ქართულ ბაზარზეც წარადგინა. გორდოკის თქმით, ქართულ კანონმდებლობაში “გახურებადი თამბაქოს” შესახებ ჩანაწერის  შემდგომ კომპანია ამ პროდუქტის საქართველოში წარდგენაზე მუშაობდა.

 

“საქართველოში დაახლოებით 800 ათასი მწეველია, ეს ადამიანები იმსახურებენ უკეთეს არჩევანს. რომელიც მათ ტრადიციული სიგარეტის ჩანაცვლებაში დაეხმარება. საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც მწეველებს შეუძლიათ არის სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებება. თუმცა, რეალობა არის ის, რომ ბევრს არ სურთ მოწევის შეწყვეტა.

 

დღეს არსებობს არჩევანი. სიგარეტის კვამლში არსებული მავნე ნივთიერებების დიდი ნაწილი მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებთან არის დაკავშირებული, ამ მავნე ნივთიერებების გამოყოფის მიზეზს კი თამბაქოს წვის პროცესი წარმოადგენს. ელექტრონული სიგარეტებსა და გახურებადი თამბაქოს პროდუქტებში არ მიმდინარეობს წვის პროცესი, სწორედ ამიტომ ეს მოწყობილობები მოწევის ალტერნატივად მიიჩნევა,”- ამბობს იური გორდოკი.


თეგები:
სიგარეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up