კოსმოსური ტექნოლოგიების ფლობით საქართველო  რეგიონში  ჩამორჩენილია

კოსმოსური ტექნოლოგიების ფლობით საქართველო რეგიონში ჩამორჩენილია

access_time2020-04-29 17:45:45

კომპანია SpaceX-მა კოსმოსში გაუშვა 300 თანამგზავრი, რომლებიც წარმოდგენილია 60 თანამგზავრისაგან შემდგარი მწკრივით. არსებული თანამგზავრები თბილისიდან ნათლად გამოჩნდა 26 აპრილს.


ოფიციალური მონაცემებით, კომპანია გეგმავს და ნებართვას ფლობს 12000 ხომალდის (LEO) გაშვებაზე. გაშვების ოფიციალურ მიზანს ინტერნეტის გლობალური ქსელის გაუმჯობესება წარმოადგენს. პროექტით, გათვალისწინებულია 40000 ხომალდისა და რაკეტის გაშვება, რომლის ნებართვის მიღებასაც სატელეკომუნიაციო ორგანოებისგან ელიან.


ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს, SpaceX-ის თანამგზავრების (Starlink) გაშვებით დაიგეგმა კოსმოსიდან დედამიწის სრული ინტერნეტიზაცია. ამავე, პერიოდში, საქართველოშიც დაიგეგმა საქართველოს სრული ინტერნეტიზაცია. შედეგად, 2020 წელს ერთმა კომპანიამ (SpaceX) შეძლო პროექტის განხორციელება კოსმოსში, მაშინ, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე სახელმწიფო უწყებამ (ფინანსური ხელშეწყობის მიუხედავად) ინტერნეტიზაციის პროექტი ხმელეთზეც კი ვერ დაასრულა.


აღსანიშნია, რომ დღეის მდგომარეობით კოსმოსში არის 91 ქვეყნისა და ორგანიზაციის 5617 თანამგზავრი.


გაშვებული თანამგზავრების რაოდენობით ლიდერობს აშშ (2171 თანამგზავრი). სამეულში შედის დსთ (1526 თანამგზავრი), ჩინეთი (397 თანამგზავრი) და იაპონია (184 თანამგზავრი). ხუთეულს აბოლოებს დიდი ბრიტანეთი (119 თანამგზავრი).


სამწუხაროდ, მაშინ როდესაც მსოფლიოში, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, ქვეყნების თავდაცვითუნარიანობა იზრდება თანამგზავრების რაოდენობის ფლობით, საქართველოში აღნიშნული საკითხი, ჯერ პოლიტიკური საუბრების დონეზეც კი არ განიხილება. ხაზგასასმელია ის ფაქტორიც, რომ ქვეყანას აქვს თანამგზავრის შექმნის ფინანსური და ადამიანური რესურსი. თუმცა, რაც არ აქვს ეს არის პოლიტიკური რესურსი, რომელიც თავს მოუყრის ყველა რესურსს და სტრატეგიულ პროექტებს განახორციელებს.



ამიტომ, რეგიონში კოსმოსური ტექნოლოგიების ფლობით დღეს საქართველო ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: აზერბაიჯანი (ფლობს 2 თანამგზავრს), თურქეთი (ფლობს 13 თანამგზავრს) და რუსეთი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კოსმოსურ სახელმწიფოებს წარმოადგენს: სლოვაკეთი, პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა.


უდაოა კოსმოსური ტექნოლოგიების ეკონომიკური, თავდაცვითი, რეგიონული, პოლიტიკური თუ მეცნიერული ფასეულობის მნიშვნელობა . აღნიშნული ფასეულობის მიღებას სჭირდება სახელმწიფოებრივი ძალისხმევა და გარკვეული რაოდენობის ფინანსური რესურსი, რომლის შესაძლებლობაც ქვეყანას და ბიუჯეტს აქვს. სახელმწიფოებრივი ძალისხმევა კი უფრო საზოგადოებრივ რესურსსა და ახალ პოლიტიკურ კლასშია. მხოლოდ სტრატეგიული პოლიტიკური რესურსი და აკადემიური კლასია საჭირო, რომ კოსმოსური სახელმწიფოების გვერდით მალე აღმოვჩნდეთ.


დაბოლოს, აღვნიშნავ, რომ მხოლოდ „საყოფაცხოვრებო პოლიტიკაზე“ საუბრების გარდა, დროა ქვეყანაში შევქმნათ სტრატეგიული მოცემულობის პოლიტიკა. შევქმნათ კოსმოსური და ტექნოლოგიურად განვითარებული სახელმწიფო. ეს კი მიღწევადია საზოგადოებრივ ასპარეზზე ახალი პოლიტიკური რესურსის წარმოჩენით.


ეკონომიკის დოქტორი
რატი აბულაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up