საქართველო კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე 500 მლნ ლარამდე დახარჯავს

საქართველო კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე 500 მლნ ლარამდე დახარჯავს

access_time2021-04-16 10:00:38

მარტიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ელექტროენერგიაზე სუბსიდირებაზე მესამე პროგრამა ამოქმედდა. თუ 7 მანძილზე, 2020 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით და 2021 წლის ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, ბიუჯეტი ფიზკურ პირებს 200 კვტ/სთ-ის მოხმარებულ ელექტროენერგიის საფასურს სრულად უნაზღაურებდა, ახალი სქემით 300 კვტ/სთ-მდე იანვრიდან გაძვირებულ და ძველ ტარიფებს შორის სხვაობა დაიფარება.


კოვიდრეგულაციების შედეგად მიყენებული ზარალის საკომპენსაციო ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი გასული წლის მარტში გადაიდგა. ის მოქალაქეები, რომლებიც 200 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე და 200 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზზე ნაკლებს მოიხმარდნენ კომუნალური გადასახადებისგან თავისუფლდებოდნენ. ზღვარის თუნდაც 1 ერთეულით გადაცილების შემთხვევაში კომპენსაცია მთლიანად უქმდებოდა, რაც ადამიანებს დაზოგვისკენ უბიძგებდა, რადგან 210 კვტ/სთ-ის დახარჯვის შემთხვევაში მას 10 კვტ/სთ-ის კი არა მთლიანად 210 კვტ/სთ-ის ღირებულების დაფარვა უწევდა. პროგრამაზე 150 მლნ ლარი გამოიყო. ზუსტად იმავე პირობებით სუბსიდირება 2020 წლის ნოემბრიდანაც დაიწყო და ოთხ თვეს გაგრძელდა, რაც ბიუჯეტს უკვე 200 მლნ ლარი დაუჯდა.


ელექტროენერგიის შემთხვევაში ოჯახზე სუბსიდირების მაქსიმალური მოცულობა თვეში 37 ლარს აღწევდა, ბუნებრივი გაზის შემთხვევაში თბილისში 92, რეგიონებში 113 ლარს, მაგრამ რადგან გაზიფიცირებულ აბონენტთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია საბოლოო ჯამში ელექტროენერგია 1.2 მლნ აბონენეტს, ბუნებრივი გაზი კი 670 ათას აბონენტს დაუსუბსიდირდა.


იანვარში, როდესაც დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებელი გამოქვეყნდა, საქსტატის მეთოდოლოგიამ საყოველთაო გაოცება გამოიწვია, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ფასები 30.2%-ით იყო შემცირებული. რამდენიმე დღეში სტატისტიკის დეპარტამენტს განმარტების გაკეთება მოუწია, მან აღნიშნა, რომ რადგან საფასური მოქალაქეების ჯიბიდან არ იფარებოდა, ამიტომ მისი სამომხმარებლო კალათაში შეტანა გაუმართლებელი იქნებოდა. მაშინაც კი თუ მსგავსი კალკულაცია სწორი იყო, უპასუხოდ რჩებოდა კითხვა თუ რატომ არ გამოიყენა საქსტატმა იგივე მეთოდოლოგია სუბსიდირების პირველ ეტაპზე ან ნოემბერში. სტატისტიკის დეპარტამენტიდან "კომერსანტს" განუცხადეს, რომ პირველი პერიოდი უფრო ხანმოკლე იყო, ნოემბერში კი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენმა ადამიანმა ისარგებლა პროგრამით არ ჰქონდათ, რის გამოც სუბსიდირების ასახვა ინფლაციაში მხოლოდ დეკემბრიდან დაიწყო. ასეთმა მეთოდოლოგიამ გამოიწვია ის, რომ მარტში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი ფორმალურად 51.4%-ით გაძვირდა, მაშინ როცა რეალურად ამ პერიოდში ფასები აღარ შეცვლილა.



თელასისა და ენერგოპრო-ჯორჯიას მოთხოვნის საფუძველზე სემეკმა იანვრიდან ელექტროენერგიაზე 19-24 პროცენტით გაზრდილი ტარიფები დაამტკიცა. თელასის აბონენტებისთვის 101 კვტ/სთ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 24%-ით 14.54 თეთრიდან 18.04 თეთრამდე გაიზარდა. 101-დან 301 კვტ/სთ-მდე 18.9%-ით 18.56-დან 22.05 თეთრამდე. 301 კვტ/სთ-დან ზემოთ კი 23.04-დან 26.54 თეთრამდე. ამ შემთხვევაში მატება 15%-ა, მაგრამ მას სუბსიდირება არ შეხებია. 3.5-3.5 თეთრით, 17.7, 21.7 და 26.2 თეთრამდე გაძვირდა.


იმდროინდელი პრემიერის გიორგი გახარიას განმარტებით, იმ აბონენტებს, რომლებიც თვეში 300 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ ტარიფებს შორის სხვაობას ბიუჯეტი დაუფინანსებდა, ასეთი კი 1.7 მლნ-დან 1.6 მლნ იყო.


1 აბონენტზე მაქსიმალური სუბსიდირების თანხა თვეში 10.5 ლარს შეადგენს. თეორიულად წლიური სუბსიდირების თანხამ შეიძლება 201.6 მლნ-ს მიაღწიოს, იმ დაშვებით თუ ყველა ზუსტად 300 კვტ/სთ-ს დახარჯავს, მაგრამ რეალობაში პროგრამაში მოხვედრილთა 75% -  1.2 მლნ აბონენტი 200 კვტ/სთ-ზე ნაკლებს მოიხმარს. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ტარიფებს შორის სხვაობის დასაფინასებლად დაახლოებით 100 მლნ ლარი დაიხარჯება.


2020-2021 წლებში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სუბსიდირების მასშტაბურ პროგრამებზე ჯამში 450 მლნ ლარი (150+200+100) დაიხარჯება. გარდა ამისია გაზრდილი ტარიფის 50% უნაზღაურდებათ კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებსაც. მათთვის 1 კვტ/სთ-ის ღირებულება ბევრად უფრო მეტით 11-12 თეთრით გაიზარდა. მთლიანობაში კომუნალურ გადასახადების სუბსიდირება 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო 500 მლნ ლარამდე დახარჯავს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up