საქართველო კარტოფილის იმპორტს იწყებს - რა ღირს პროდუქტი ბაზარზე

საქართველო კარტოფილის იმპორტს იწყებს - რა ღირს პროდუქტი ბაზარზე

access_time2022-11-26 17:25:59

EastFruit-ის ანალიტიკოსები კიდევ ერთხელ აქცევენ ყურადღებას საქართველოში კარტოფილის ბაზარს. შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთს - მთავარ მწარმოებელ რეგიონს, ამ სეზონზე ცუდი მოსავალი ჰქონდა, რამაც კარტოფილზე ფასების ზრდა გამოიწვია. ეს ყველაფერი კი იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს კვლავ იმპორტზე მოუწევს დაყრდნობა. ამჟამად იმპორტის მოცულობა მცირეა, თუმცა ფასები კვლავ იზრდება.


დღეისათვის, საბითუმო ბაზარზე მოვაჭრეები კარტოფილს კგ-ზე საშუალოდ 2,00 ლარად ყიდიან. როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი კარტოფილის ფასი ერთნაირია. საშუალო საბითუმო ფასი EastFruit-ის ფასების მონიტორინგის მიხედვით , რომელიც მოიცავს ფასებს როგორც მოვაჭრეების, ისე ფერმერებისგან, არის 1,80 ლარი კილოგრამზე. ეს კი წინა კვირებთან შედარებით 6%-ით მეტია.


ოქტომბრის ოფიციალური ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველომ 530 ტონა კარტოფილი შემოიტანა. ძირითადი მომწოდებლები არიან ყირგიზეთი, ყაზახეთი და სომხეთი. ოქტომბერში იმპორტის მოცულობა სამცხე-ჯავახეთის მოსავლის 1%-ზე ნაკლებია.


ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები აღნიშნავენ, რომ მაღალმა ფასებმა შესაძლებელი გახადა იმპორტი, მაგრამ იმპორტმა ჯერ ვერ შეძლო ფასების დარეგულირება და მითუმეტეს - შემცირება. ადგილობრივი მარაგები სწრაფად იწურება და შესაძლებელია ფასების შემდგომი ზრდა. იმპორტი უდავოდ გაიზრდება უახლოეს თვეებში სეზონის დასასრულის მოახლოებასთან ერთად.


საქართველოში კარტოფილის შემდეგი მსხვილი მოსავალი 2023 წლის მაისში დაიწყება. მანამდე კი, მეზობელ ქვეყნებს საქართველოში კარტოფილის ექსპორტის შესაძლებლობა ექნებათ.



bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up